ჩვენ ვფლობთ მრავალწლიან გამოცდილებას ამ შესაფუთი დანადგარების წარმოებაში და ყოველწლიურად ვუზრუნველყოფთ 1.000-ზე მეტი დანადგარის მიწოდებას მსოფლიომასშტაბით. თითოეული დანადგარი მორგებულია ინდივიდუალურად თქვენს მოთხოვნებზე შეფუთვის დიზაინის, წარმადობის და რესურსების ეფექტურობის თვალსაზრისით. საიმედოობის, ხანგამძლეობის და ყოვლისმომცველი მომსახურების წყალობით ჩვენი თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარები წარმოადგენენ საიმედო ბმულს თქვენს წარმოების ჯაჭვში.
თითოეული დანადგარი მორგებულია ინდივიდუალურად თქვენს მოთხოვნებზე სინების და პროდუქტის მიწოდების, შეფუთვის მოხსნის, მარკირებისა და ხარისხის შემოწმების თვალსაზრისით. ჩვენი გერმეტიკის შესაფუთი დანადგარები უხარვეზოდ ემატება ახალ ან უკვე არსებულ წარმოების გარემოში – როგორც ცალკე/დამოუკიდებლად მდგომი, ასევე სრულად ავტომატიზირებული შესაფუთი დანადგარების ხაზი. საიმედოობის, ხანგამძლეობის და ყოვლისმომცველი მომსახურების წყალობით MULTIVAC-ის გერმეტიკის შესაფუთი დანადგარები წარმოადგენენ საიმედო წევრს თქვენს წარმოების ჯაჭვში.
ჩვენი პორტფელი მოიცავს მაგიდის-, სტენდისებურ/სადგომ-, და ორმაგ კამერა დანადგარებს, ასევე სარტყლისებრ კამერა დანადგარებს. ეს დანადგარები უზადოდ ერგებიან თქვენს ახალ თუ არსებულ წარმოების გარემოს - როგორც ერთი ცალკეული დანადგარი, ასევე როგორც ავტომატიზირებული შეფუთვის ხაზი. საიმედოობის, ხანგამძლეობის და ყოვლისმომცველი სერვისის წყალობით კამერა დანადგარები წარმოადგენენ თქვენი წარმოების ჯაჭვის დასაყრდენ წევრს.
ჩვენი კომპლექსური გაგებით თქვენი პროდუქციისა და თქვენი საჭიროებების მიხედვით, ჩვენ ვავითარებთ ავტომატიზაციის საშუალებებს შეფუთვისა და სხვადასხვა ამოცანებისთვის – დაწყებული პროცესის ერთი ცალკეული ნაბიჯით, დამთავრებული საკითხის სრულ გადაწყვეტამდე. როგორც სრული მიმწოდებელი, ჩვენ ვავითარებთ და ვამონტაჟებთ ავტომატიზაციის საშუალებებს და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ თავზე ვიღებთ ტექნიკურ მომსახურებას.
ბრენდის დაცვა და მომხმარებელთა უსაფრთხოება უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. MULTIVAC–ის ინსპექტირების სისტემები უზრუნველყოფენ ხარისხის ეფექტურ კონტროლს და ადგენენ, რომ შეფუთვა და მარკირება არის უნაკლო მდგომარეობაში. დაწყებული უცხო სხეულების გამოვლენით, წონის კონტროლით და დასრულებული შეფუთვის საბოლოო შემოწმებით, ჩვენ გთავაზობთ ფართო პორტფელს სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვისთვის.
40-ზე მეტი წლის განმავლობაში MULTIVAC ახორციელებს მარკირებისა და ინსპექციის ეტიკეტირების საშუალებებს სხვადასხვა სექტორებისა და ბაზრებისთვის. ჩვენი პროდუქტების ფართო სპექტრი მერყეობს სტანდარტული ეტიკეტირების საშუალებებსა და მარკირების სისტემებს შორის, რომლებიც მორგებულია ინდივიდუალურად კლიენტებზე. თქვენი პროდუქტის, ეტიკეტირების სასურველი პოზიციისა და თქვენი ბეჭდვისა და ინსპექტირების მოთხოვნების მიხედვით თქვენ იღებთ ეტიკეტირების სისტემას, რომელიც უზადოდ ინტეგრირდება თქვენი წარმოების პროცესში.
ჩვენი პორტფელი მოიცავს სხვადასხვაგვარ შეკუმშვისა და საშრობ მოწყობილობებს, რომელთა დამატებაც უხარვეზოდ არის შესაძლებელი ახალ ან უკვე არსებულ წარმოების გარემოში. MULTIVAC-ის მეთოდი ტემპერატურის მინიმალური შეყვანის საშუალებას იძლევა შეკუმშვის იდეალური შედეგის პირობებში.
TVI მანქანები პორციებად ყოფენ მთელ რიგ ხორცს, წონისა და ნარჩენების მაქსიმალური ოპტიმიზაციის გზით.
GMS სხვადასხვა კონსტრუქცია წარმოადგენს ხორცის დამუშავების მოქნილ ცენტრს, რომლებიც პორციონირების ამოცანას სტანდარტული და კლიენტებისათვის სპეციფიკური პროგრამების მეშვეობით გადაჭრის. TVI მიწოდების პროგრამის სხვადასხვა აპარატები ქმნის კლიენტების სურვილებზე მორგებულ ხაზებს, რომელთა ინტეგრაციაც შესაძლებელია ყოველგვარ სივრცით პირობებში.
ჩვენ გთავაზობთ სახარჯი მასალის ფართო სპექტრს, როგორიცაა მაგალითად ფოლიეები, სინები, პაკეტები თუ ეტიკეტები. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სრულყოფილი გადამუშავებადობის და ოპტიმალური შეფუთვის შედეგი ჩვენს დანადგარებზე, ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ წამყვან მწარმოებლებთან.
ლანგრებზე, ტომარასა თუ ფოლიოს ვაკუუმის შეფუთვაში, MULTIVAC შეფუთვის გადაწყვეტები მნიშვნელოვნად ახანგრძლივებენ მოქმედების ვადას და გამოყენებისათვის უსაფრთხოებას უმაღლესი მოთხოვნებით აკმაყოფილებენ.
ჩვენს მიერ გამოყენებული და შექმნილი ტექნოლოგიები, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მომხმარებლის მოთხოვნებს, ისევე როგორც გამოყენების ოპტიმალურ გამოცდილებას.
MULTIVAC-ის GMP-შესაბამისობის შეფუთვის სისტემები იცავენ მგრძნობიარე პროდუქტებს უმაღლესი მოთხოვნების შესაბამნისად და გარანტიას იძლევიან პროცესების უსაფრთხოებასა და რეპროდუქციულობისათვის მზადყოფნაზე.
ამასთან ჩვენი შესაფუთი საშუალებები სთავაზობენ პროდუქციის დაცვას, მორგებულ ფუნქციონალურ შესაძლებლობებს, როგორებიცაა გასახსნელის დამხმარე საშუალებები, თვალყურის დევნების საშუალება თუ დაკარგვისაგან დაცვის საშუალება.
ჩვენი შეფუთის გადაწყვეტები გთავაზობენ სხვადასხვა სახის ფუნქციონალურობას, როგორიცაა დაცვა მექანიკური და გარემოს ზეგავლენისგან, ასევე ქურდობისა და მანიპულაციებისგან დაცვა. გაყიდვის პუნქტში, თქვენი პროდუქტის ოპტიმალური პრეზენტაციისათვის, თქვენთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ოფციები.