MULTIVAC
ჩვენ თანამშრომლებს ვთავაზობთ ახალ სამეწარმეო გარემოს პროფესიული განვითარების საინტერესო შესაძლებლობებით. ასევე ვფიქრობთ იმაზეც, რომ ჩვენს თანამშრომლებს ცხოვრების სხვადასხვა ფაზაში მხარი დაუვუჭიროთ მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებებით და ვიზრუნოთ პროფესიასა და პირად ცხოვრებაში ჯანსაღი ბალანსის შექმნისათვის.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს თანამშრომლებში ჩადებული ინვესტიცია გამართლებულია. ვინაიდან კმაყოფილი და დაფასებული თანამშრომლები ახორციელებენ სამუშაოს, რომელიც ჩვენ, MULTIVAC-ს გვესაჭიროება, რათა შევძლოთ მომავლის ფორმირება.
ჩვენ გთავაზობთ მიმზიდველ საბაზისო ხელფასს, რომელსაც ემატება შედეგებზე ორიენტირებული დანამატები, ასევე ფართო ბენეფიტები, როგორიცაა მაგ. დამატებითი ქონების შექმნასთან ან უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გადახდები.
ჩვენ MULTIVAC-ში. ჩვენი ორგანიზაციის კულტურა გამოირჩევა გამჭვირვალე იერარქიითა და კოოპერაციული მენტალიტეტით. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მრავალფეროვნებას, რიტაც თითოეულს შეუძლია თავის წარმოჩენა და საერთო საქმეში თანამშრომლობა.
ადამიანი. ერთობლიობა. აღფრთოვანება. ჩვენი ღირებულებების ლეიტმოტივი კოლეგებისა და კლიენტების თანამშრომლობას წარმოადგენს.
ვის არ უყვარს ფასდაკლებებით სარგებლობა? ჩვენი საწარმოო ბენეფიტებით თქვენ სხვადასხვა ტიპის შემოთავაზებებს მიიღებთ.
ჩვენ დარგობრივ და დარგთაშორის თემებთან დაკავშირებით გთავაზობთ ფართო პროგრამას, აღჭირვილს ღირებულებების ლეიტმოტივით. ერთობლივად ჩვენ ვიპოვით გზებს თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებისა და სრულყოფისათვის.
ჩვენი ერგონომიული ოფისის აღჭურვილობა და მოქნილი და თანამედროვე მუშაობის მეთოდები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ბევრ შემოქმედებით თავისუფლებას მოგანიჭებთ.
შევძელით თქვენი აღფრთოვანება MULTIVAC-ით?
მაშ, გვახარებს თქვენი პირადად გაცნობის შესაძლებლობა.