ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

50 წელზე მეტი ხანგრძლივობის შეფუთვის გამოცდილება

MULTIVAC-ი არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელი შესაფუთი საშუალებებისა, რომლებიც გამოიყენება ყველა სახის საკვები პროდუქტის, სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქციის თუ სამრეწველო საქონელის შესაფუთად.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი ფარავს ჩვენი მომხმარებლების თითქმის ყველა საჭიროებას და მოიცავს თერმოფორმირების შესაფუთ დანადგარებს, გერმეტიკის შესაფუთ დანადგარს, ვაკუუმის კამერებს და ასევე მარკირებისა და ხარისხის შემოწმების სისტემებს, საბოლოოდ დასრულებული სახით ჩაბარებული ხაზებით.

ამასთან ჩვენი კლიენტები სარგებლობენ პროცესისა და სისტემის ჩვენი სიღრმისეული ცოდნით და ერთიანი საკონსულტაციო მომსახურებით ერთი წყაროდან.

MULTIVAC:
BETTER PACKAGING
9.41 MB PDF

PDF ჩამოტვირთვა

შესაფუთი საშუალებები სხვადასხვა გამოყენებებისთვის

კარგ შეფუთვას აქვს სხვადასხვა ამოცანა. პირველ რიგში მან ოპტიმალურად უნდა დაიცვას შესაფუთი პროდუქტი და უზრუნველყოს მისი უსაფრთხო მიღწევა მიმღებ პირამდე. გაყიდვის ადგილზე შეფუთვა იღებს ასევე მარკეტინგულ ფუნქციას.

თავისი შეფუთვის საშუალებებით საკვები პროდუქტებისთვის MULTIVAC-ი ფარავს კვების მრეწველობის ყველა სექტორს - დაწყებული პურფუნთუშეულიდან, ხორცეულით, ფრინველით და თევზეულით, დამთავრებული რძის პროდუქტებით, ასევე ხილი და ბოსტნეული. ამასთან შეფუთვის ეს საშუალებები მორგებულია მრავალფეროვან მოთხოვნებზე შესრულებისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით.

სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქციის სფეროში MULTIVAC-ის დამხმარე საშუალებები უზრუნველყოფენ სამედიცინო პროდუქტებისა და წამლების მოქნილ და ეკონომიურ შეფუთვას. ამასთან ჩვენი დანადგარები აკმაყოფილებენ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს თქვენი პროცესების უსაფრთხოების, თვალყურისდევნების და რეპროდუქციულობის თვალსაზრისით.

სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტებისთვის MULTIVAC-ის შეფუთვის საშუალებები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ დაცვას მექანიკური და გარემოს გავლენებისგან. ჩვენი პორტფელი ასევე მოიცავს კონცეფციებს შეფუთვებისთვის ქურდობისგან დამცავი ინტეგრირებული მოწყობილობით და ფალსიფიკაციისგან დაცული შეფუთვებისთვის.

მდგრადობა

როგორც საერთაშორისო დონეზე მოქმედი კომპანია ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი კომპანიის ინტერესებსა და ჩვენს თანამშრომლებზე. უსაფრთხოება და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები ერთმანეთის მიმართ არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის წინა ხაზზე.

ჩვენ ვავითარებთ შესაფუთ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობენ რესურსების დაზოგვას და უფრო მაღალ ეფექტურობასა და ერგონომიკას. ამით ჩვენ ვქმნით მდგრად დამატებით ღრებულებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. საბოლოო ჯამში ჩვენი შეფუთვის საშუალებები ხელს უწყობენ შესაფუთი პროდუქტის დაცვას და მისი ვარგისიანობის გახანგრძლივება და ამით ლოგისტიკური ჯაჭვის გასწვრივ ნარჩენების შემცირებას.

ჩვენი დანადგარების დამზადებისას ჩვენ ვახორციელებთ ეკონომიურ და თანაბარზომიერ რესურსების გამოყენებას. პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპი შემუშავებულია ეკოლოგიურად უსაფრთხოდ. ეს ეხება წარმოების ყოველ ნაბიჯს და წარმოების ყველა დამხმარე საშუალების განკარგვას.

MULTIVAC-ის კომპანიების ჯგუფი

MULTIVAC-ის ჯგუფი მსოფლიომასშტაბით ასაქმებს დაახლოებით 5,200 თანამშრომლამდე, მათგან დაახლოებით 1,900 სათაო ოფისში, ვოლფერტშვენდენში. 80-ზე მეტი შვილობილი კომპანიით წარმოდგენილები ვართ ყველა კონტინენტზე. ჩვენი ყოვლისმომცველი მომსახურება და მაღალი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს MULTIVAC-ის ყველა დამონტაჟებული დანადგარის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას. 1,000-ზე მეტი კონსულტანტი და მომსახურების ტექნიკოსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აყენებს თავის ნოუ ჰაუს/ექსპერტულ ცოდნას და გამოცდილებას მომხმარებლის სამსახურში.

განყოფილების ფილტრი
MULTIVAC-ის განყოფილების ფილტრი
თქვენ ეძებთ კონკრეტულ შეფუთვას გარკვეული დარგისთვის?

შეინახეთ აქ თქვენი დარგის MULTIVAC-ფილტრი და თქვენი სტუმრობის დროს MULTIVAC--ის ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ მხოლოდ თქვენი დარგისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!

სცადეთ ეს!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ბოლო მონახულების დროს აარჩიეთ თქვენი MULTIVAK-ფილტრი. გააგრძელეთ ამ პოზიციიდან ან შეცვალეთ თქვენი არჩევანი.

წარმატებებს გისურვებთ!