MULTIVAC
მსოფლიო მასშტაბით პატარა და დიდი საწარმოები სარგებლობენ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც ჩვენ გვაქვს შეფუთვის, დამუშავების, მარკირების, ხარისხის ინსპექციის, მუყაოში შეფუთვისა და პალეტების მომზადების სფეროებში - ასევე ჭრის, პორციონირებისა და ცომის დამუშავების ჩვენს მიერ დამკვიდრებული ფართო ნოუ-ჰაუთ.
როგორც ფართო მიმწოდებელს, რომელსაც ავტომატიზირებისა და კონვეირული მართვის კომპეტენცია გააჩნია, ჩვენი ყურადღება ყოველთვის მიმართულია შეფუთვის პროცესის ყველა წინარე და მომდევნო ფუნქციების ერთმანეთთან ეფექტურ დაკავშირებაზე. ჩვენს მომსახურების სპექტრს ემატება შეფუთვების წარმოების მდგრადი კონცეფციები.
MULTIVAC-ის შეფუთვები საიმედოდ იცავს საკვებ პროდუქტებს და ლოჯისტიკის ჯაჭვში უზრუნველყოფს ოპტიმალურ ვარგისიანობას და ჰიგიენას.
ის შესაძლებელს ხდის შეფუთვების სხვადასხვა ტიპის ეკონომიურ წარმოებას, რაც მოიცავს ეფექტურ პროცესუალურ შეფუთვებს, მოქნილ ფართოფორმატიან მულტიშეფუთვებსა და მიმზიდველ სამომხმარებლო შეფუთვებს. ასევე შესაძლებელია შეფუთვის მრავალფეროვანი ზომების მოქნილი რეალიზაცია, რომელიც მოიცავს კლიენტისათვის ხელსაყრელ ერთი და სხვადასხვა პროდუქტის შეფუთვებსა და რამდენიმე შრიან საოჯახო შეფუთვებს.
MULTIVAC-თვის მდგრადობის თემა იმთავითვე პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია: ყველა ტიპის საკვები პროდუქტების წარმოებისას რესურსებისა და მასალების შეძლებისდაგვარად მინიმალური გამოყენება. ამის პარალელურად ჩვენ ნედლეულისა და მონომასალებიდან ვქმნით ახალ შესაფუთ მასალებს და ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ შეფუთვებს, რომლებიც ოპტიმალური რისაიკლინგით გამოირჩევა.
MULTIVAC-შეფუთვები ნედლი და დამუშავებული ხორცისათვის გვარწმუნებს თავისი მაღალი მოქნილობითა და ეკონომიურობით. ჩვენი შემოსაკრავი შეფუთვებისა და კამერული დანადგარებით, ასევე ტრისელერებით ეფექტურადაა შესაძლებელი ტრანსპორტირება, სხვადასხვა ტიპის მომწიფების ან სამომხმარებლო შეფუთვების რეალიზაცია. მიმზიდველი MultiFresh™-ვაკუუმის შემოსაკრავი შეფუთვები შთამბეჭდავია როგორც FormShrink®-შეფუთვები თავისი გამოკვეთილი ვიზუალითა და მასალის შემცირებული გამოყენებით. და PaperBoard-შესაფუთი მასალის ჩვენი ფართო პორტფოლიო რისაიკლინგის და მდგრადობის თვალსაზრისით სრულად პასუხობს აქტუალურ მოთხოვნებს.
ახალი ან გაყინული ხორცის და უძვლო ხორცის პორციონირების ავტომატური შესაძლებლობებით და მათი ღრმა შემოკვრის დანადგარებში და ტრისელერებში ოპტიმალური ჩართვით, რაც გვარწმუნებს თავისი მაქსიმალური ეფექტურობითა და ჰიგიენით დიდ სარგებელს ნახულობენ ჩვენი კლიენტები.
ძეხვისა და ლორის ჭრის, მიწოდებისა და შეფუთვისათვის MULTIVAC - ის პორტფოლიო გთავაზობთ ყველა სიმძლავრის კლასის ეფექტურ და ეკონომიურ დანადგარებს.
ინდივიდუალური კონფიგურაციის შესაძლებლობის მქონე სლაისერები, მიწოდების სისტემები და შესაფუთი დანადგარები უზრუნველყოფს პროდუქტისა და შეფუთვის მრავალფეროვნებას. კლასიკური ღრმა შემოკვრის, ყუთებისა და პარკების შეფუთვის პარალელურად მრავალფეროვანი სახეობის და მრავალჯერადი შეფუთვები პასუხობს კლიენტების აქტუალურ მოთხოვნებს. ატრაქტიული FormShrink®-შემოსაკრავი შეფუთვები, ასევე MultiFresh™- და MultiSkin™- შეფუთვები შესაფუთის მასალის მაღალ ეფექტურობასა და მაქსიმალურ ვარგისიანობას უზრუნველყოფს.
ინოვაციური MULTIVAC-სლაისერები შთამბეჭდავია მაღალი ტემპერატურის პირობებში ჭრის განსაკუთრებულად მაღალი შედეგით - რაც გამოიხატება მაქსიმალურ წარმადობაში, გაუმჯობესებულ გამოსავალში, მინიმალურ დანაკარგსა და მიმზიდველ სადემონსტრაციო ნიმუშებში. MULTIVAC-Centrifuge-Feeder (MCF) - ით მაღალი სიმძლავრის სისტემა უზრუნველყოფს პროდუქტის დამზოგველ დანაწილებას და ერთნაირი ფორმის ძეხვის ჩატვირთვას, რომლის ინტეგრირებაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე შესაძლებელია შესაფუთ ხაზებში.
ყველის მცირე და დიდი ნაჭრები, ყველის თავები ან მდნარი ყველი - MULTIVAC-დანადგარების სპექტრი კლასიკური მომწიფებისა და SB-შეფუთვებიდან დაწყებული მდგრადი შეფუთვის კონცეფციით დამთავრებული სრულად ფარავს ყოველგვარ მოთხოვნას. ჰიგიენის, ვარგისიანობის, მასალის გამოყენებისა და რისაიკლინგის შესაძლებლობის თვალსაზრისით ის პასუხობს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს პროდუქტის მაქსიმალურ დაცვას. ატრაქტიული MultiFresh™- და MultiSkin™- შეფუთვები აერთიანებს შესაფუთი მასალების ეფექტურობასა და მაქსიმალურ ვარგისიანობას.
ჩვენი ინოვაციური სლაისერებით და მთლიანი პროცესის ნოუ-ჰაუს მეშვეობით ჩვენ ვახდენთ ერთიანი და მაღალეფექტური შეფუთვების რეალიზაციას, რაც ბაზარზე გამოირჩევა საჭრელი პროდუქტის, ჭრის სისტემისა და შეფუთვის პროცესის უნიკალური ჰარმონიზაციით.
MULTIVAC-შეფუთვებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ახალი, შებოლილი ან გადამუშავებული თევზის და ზღვის პროდუქტების ვარგისიანობის გახანგრძლივებაში და გაყიდვის პუნქტში შესაძლებელს ხდის პროდუქტის მიმზიდველ პრეზენტაციას.
ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს MultiFresh™-ვაკუუმის შემოსაკრავი შეფუთვები. აღნიშნული შეფუთვის შემთხვევაში ზედა ფოლიო მჭიდროდ ეკვრის მგრძნობიარე პროდუქტს და სრულად იბეჭდება ქვედა ფოლიოსთან. ასევე საიმედოდ შემოიგარსება ბასრ კიდიანი ან მყარი ნაწილების შემცველი საკვები პროდუქტები და ფიქსირდება შეფუთვების ჩასაწყობში. ვაკუუმის შეფუთვას თავისი წვლილი შეაქვს საკვები პროდუქტების ვარგისიანობის გახანგრძლივებაში.
MULTIVAC-შესაფუთი დანადგარები ჰიგიენის, გამოსავლისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით უმაღლეს მოთხოვნებს პასუხობს. სტანდარტული შესაფუთი მასალის პარალელურად ისინი ეფექტურად და საიმედოდ ამუშავებს მდგრად MULTIVAC-PaperBoard-მასალებს და FDA-თავსებად თევზის ფოლიოებს.
ტიპიური მზა საკვები, როგორიცაა ლაზანია, პიცა, გულაში, შნეკსი, ანტიპასტი, ბოსტნეული, სალათები ან ასევე Fresh-Cut-პროდუქტები და მენიუს კომპონენტები - ნახევარფაბრიკატი პროდუქტები იმაზე მეტს წარმოადგენს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ღრმა შემოსაკრავ შეფუთვაში, ყუთებისა და პარკებში სხვადასხვა პროდუქტების ეფექტური და ამავდროულად ეკონომიური შეფუთვისათვის MULTIVAC-პორტფოლიო გთავაზობთ საკითხის გადაჭრის მრავალ გზას წარმადობის სხვადასხვა კლასსა და ავტომატიზაციის სხვადასხვა ხარისხში.
შეფუთვის მახასიათებლები შესაძლებელია ერთნაირად იქნას მორგებული წარმოების პროცესებსა და კლიენტის სურვილებზე. შესაფუთი პროდუქტის ცხლად შეფუთვიდან დაწყებული მინისა და ქილის გარეშე კონსერვებით დამთავრებული ჩვენი დანადგარები ფარავს ფართო სპექტრს.
MultiCook™ ინოვაციური შეფუთვის კონცეფცია სახლში მაღალი ხარისხის კომფორტული და საიმედო მომზადების მიზნით აქტუალურ სამომხმარებლო მოთხოვნებს პასუხობს. გასახსნელ ფოლიოში შეფუთული და გაყინული ან ჩაცივებული საკვები პროდუქტები შესაძლებელია შეფუთვაშივე მოითუშოს ან გამოცხვეს. ამასთან შეფუთვის სისტემა იმგვარადაა მოწყობილი, რომ ღუმელში განსაზღვრული წნევის მიღწევის შემდეგ თავად იხსნება და იწყება შეფერვის პროცესი.
ახალი ხილის, სალათების, მწვანილის და ბოსტნეულის შეფუთვისათვის MULTIVAC-ის პორტფოლიო მოიცავს მრავალ შესაძლებლობას, რომელიც შესანიშნავად ესადაგება შესაბამის პროდუქტს, მისი მომწიფების პროცესსა და ლოჯისტიკის სტრუქტურებს. სხვადასხვაგვარი ტექნილოგიებისა და დანადგარების სტრუქტურების წყალობით შესაძლებელია მაღალი ეფექტურობით და, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიურად შეიფუთოს ახალი კენკრა, კივი ან ხილის სალათები, ასევე კიტრი, კარტოფილი, სალათა ან სტაფილო.
FreshSAFE-ით MULTIVAC ასევე გთავაზობთ ღრმა შემოსაკრავი შესაფუთი დანადგარებისა და ტრისელერებისათვის შეფუთვის ინოვაციურ სისტემას. შეფუთვის პროცესისას ზედა ფოლიოს პერფორაციით შესაძლებელია დამუშავებული იქნას იაფი სტანდარტული ფოლიო. ამის პარალელურად მსუნთქავი ზედა ბეჭდვის შეფუთვები ღია ბადისებრი ფოლიოთ წარმოადგენს შესაძლებლობას, რომლითაც იზრდება იმ პროდუქტების ვარგისიანობა, რომლებიც მოკრეფიდან ჭამამდე ჰაერის ცვლას საჭიროებს.
მინი ტარტები, სენდვიჩები, შოკოლადის ბატონები, გამომშრალი ხილი, გუფთა და ყველის ბურთულები - სხვადასხვა გემრიელი წასახემსებელი საკვების შეფუთვა MULTIVAC-ით ძალზე ეკონომიურია. ჩვენი მოთხოვნაზე ორიენტირებული დანადგარები ღრმა შემოკვრის შეფუთვებში, ჯამებში, პარკებში, პორციების და კომბინაციურ და მრავალჯერად შეფუთვაში საკვების შეფუთვის მაღალი მოქნილობის და ეფექტურობის წყალობით პროდუქტს განსაკუთრებულად წარმოაჩენს - როგორც მცირე ისე დიდი რაოდენობების პირობებში. პროდუქტის დაცვის, დიზაინის და ფუნქციონალურობის თვალსაზრისით ყველა სურვილი გათვალისწინებულია.
გაყიდვის პუნქტში ყურადღების მიმპყრობი პრეზენტაციისა და დიფერენცირებისათვის თქვენს ხელთაა ატრაქტიული Full-Wrap--ეტიკეტირების ჩვენი ინოვაციური ეტიკეტების ფართო სპექტრი. მდგრადობის თვალსაზრისით ჩვენი ინიკალური MULTIVAC-PaperBoard-შესაფუთი მასალით ბაზარზე სრულიად ახალ მასშტაბებს ვადგენთ.
პირველი კლასის ცომეული პროდუქტები და სრული გემოს მახასიათებლები - ცომის დამუშავებისა და პურის, ფუნთუშის, პიცის, ორცხობილის ან სნეკის ინოვაციური შეფუთვა ყველა თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს. ცომის დამუშავების სფეროში წარმოდგენილი პორტფოლიო მოიცავს როგორც გასაბრტყელებელ დანადგარებს, ისე მოქნილ ნახევრად ავტომატიზირებულ ხაზსა და ინდუსტრიულ მონოხაზებს.
ვაკუუმისა და დამცავი ატმოსფეროს ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით MULTIVAC-შესაფუთ დანადგარებს ასევე შეუძლია მაღალი მგრძნობელობის ორცხობილებისა და ცომეულის დაზოგვით, უსაფრთხოდ და ვარგისიანობის გაზრდით შეფუთვა.
Knorrevången Slakt AB in the Swedish town of Gilmåkra is one of the ten largest slaughtering companies in the country. The slaughtered animals are supplied either whole or in sections to the wholesale trade, but a large part of the fresh meat is also supplied pre-portioned to processing companies. There it is further…
Cater Food mainly processes pork and beef in both premium and bio grades. Since the two existing machines at the Herrup site were barely able to cope with the constantly rising production quantities, the Danish company, which has seen strong growth in recent times, decided to invest in a R 515 thermoforming packaging…
Convenience products are popular worldwide. The right packaging presents these practical food products attractively and extends their shelf life.
The restaurant company Figlmüller puts its trust in chamber machines from MULTIVAC.
MULTIVAC offers a wide range of solutions for convenience products of all kinds: from typical ready-to-serve meals to menu components, snacks, vegetables, and fresh-cut products.
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.