ჩვენი შეფუთვის გზები სტერილური გარემოს, პროცესის უსაფრთხოებისა და კონტროლის თვალსაზრისით მაქსიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ისინი გთავაზობთ პროდუქტის მაქსიმალურ დაცვას და ამდენად წვლილი შეაქვთ შეფუთვის უსაფრთხოებაში.
MULTIVAC Clean Design™ ღრმა შეფუთვის დანადგარები უზრუნველყოფს სამედიცინო სტერილური საქონლის სტერილურ სივრცეში უსაფრთხო შეფუთვას. ისინი შესაძლებელია კონსტრუირებული იქნას ინდივიდუალურად შესაბამისი პროდუქტის მოთხოვნების მიხედვით.
MULTIVAC ლანგრის შესაფუთი მაღალი სენსიტიურობის პროდუქტების მცირე და კომბინირებულ შეფუთვებში შეფუთვის იდეალურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. განსაკუთრებით Tray-Carrier-კონცეფციასთან კომბინაციის ფარგლებში შესაძლებელია ჩვენი ტრისელერები კომბინირებული იქნას სრულად ავტომატიზირებულ შეფუთვასთან, რომელიც ხასიათდება პროცესის მაქსიმალური უსაფრთხოებითა და ეფექტურობით. ჩვენი ტრისელერები საშუალებას იძლევა შეიქმნას შეფუთვები ვაკუუმით ან შეიქმნას შეფუთვები მოდიფიცირებულ ატმოსფეროში.
ჩვენი TC-სერიის კამერული დანადგარები კონსტრუირებულია Lifescience- და Healthcare-ინდუსტრიის სპეციალური მოთხოვნების დაცვით. შეფუთვის ხარისხის, პროცესის უსაფრთხოებისა და სტერილური გარემოს თვალსაზრისით უზრუნველყოფს GMP თავსებადი შეფუთვების შექმნას.
MULTIVAC კამერული დანადგარები ამუშავებს პარკებს სხვადასხვა მასალისაგან და ისინი გამოდგება ჟანგბადის კონტროლირებული შემცველობით დაცულ ატმოსფეროში შეფუთვების წარმოებისათვის ან ვაკუუმის შეფუთვების წარმოებისათვის.
შეფუთვების მარკირებისათვის ჩვენი პორტფოლიო გთავაზობთ დაცულ ფუნქციონირებად და მოქნილი გამოყენების პირდაპირი ბეჭდვის სისტემებსა და ეტიკეტირების დანადგარებს. ჩვენი შეფუთვის სისტემებში ინტეგრირებულია მესამე (სხვა) მწარმოებლების მარკირების სისტემები.
პირდაპირი ბეჭდვის სისტემები
პირდაპირი ბეჭდვის სისტემები გამოიყენება როგორც სერიული პრინტერებით ინლაინ-ბეჭდვისათვის (ტექსტი და გრაფიკული ელემენტები), ისე ცვლადი მონაცემების მარკირებისათვის.
ეტიკეტირების სისტემები
MULTIVAC ეტიკეტირების სისტემა საშუალებას იძლევა, ეტიკეტები დამაგრდეს პირველად და მეორად შეფუთვებზე სხვადასხვა პოზიციებში. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ ინლაინ-სისტემებს, რომლებიც ინტეგრირებულია უშუალოდ შეფუთვის დანადგარში და ასევე ოფლაინ-გადაწყვეტილებას, რომელიც ეტიკეტტირებას ასრულებს შეფუთვის სისტემის გარეთ.
ჩვენი ინპექტირების სისტემები ზუსტად და საიმედოდ მუშაობს დიდი სისწრაფით და მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დეტექციის სამუშაოების შესრულებისას დაწყებული სრულყოფილების კონტროლიდან დამთავრებული ეტიკეტების ანაბეჭდის კონტროლით.
ჩვენ სპეციალისტთა ჯგუფს ინტეგრირებული და სრულად ავტომატიზირებული შეფუთვის მრავალწლიანი ექსპერტიზის შესაძლებლობები გააჩნია, რომელიც ინდივიდუალურად ერგება თქვენს მოთხოვნებს. ამასთანავე ჩვენ ვიყენებთ ავტომატიზირების საკუთარ კომპონენტებს, როგორიცაა მანიპულირების მოდულები, Tray Carrier სისტემები ან კონვეირული სისტემები. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვახდენთ არსებული სისტემების სხვა მწარმოებლების კომპონენტებთან ინტეგრირებას.
MULTIVAC მანიპულირების მოდულები ზურუნველყოფს ხელით შესასრულებელი საქმიანობების უსაფრთხო და ეკონომიურ ავტომატიზაციას. მოდულარული კონსტრუქციისა და ცვლადი გრეიფერის სისტემებით შესაძლებელია მათი სხვადასხვა პროდუქტებსა და შეფუთვებზე სწრაფი ადაპტაცია.
MULTIVAC შეფუთვები სამედიცინო სტერილური საქონლისათვის უზრუნველყოფს უსაფრთხო, რეპროდუცირებად და კონტროლირებად პროცესებს. ჩვენი დანადგარების პორტფოლიო სტერილურ გარემოში უზრუნველყოფს შეფუთვას მიკრობებისა და ნაწილაკების გარეშე.
ჩვენი შესაფუთი დანადგარები შექმნილია მყარი და რბილი ფოლიოების, ალუმინის ფოლიოების, ასევე ქაღალდისა და Tyvek®-ბაზაზე დაფუძნებული მასალების გადამუშავებას. ამით შესაძლებელია მრავალფეროვანი სტერილიზაციის მეთოდები.
ჩვენი სისტემების ტიპიური გამოყენების სფეროებს განეკუთვნება
ჩვენი შეფუთვის სისტემები GMP-თავსებადი დანადგარების დიზაინით საშუალებას მოგცემთ, ცალკე ან კომბინირებულ შეფუთვებში მოქნილად და ეფექტურად შეფუთოთ სენსიტიური პროდუქტები. ამასთანავე ჩვენი ავტომატიზირებული სისტემები უზრუნველყოფს პროცესის უსაფრთხოებასა და შეფუთვის ხარისხს.
ჩვენი სისტემები გთავაზობთ
ჩვენი სისტემების ტიპიური გამოყენების სფეროებს წარმოადგენს
კლიენტები სარგებელს იღებეს დარგში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით და ადგილზე სპეციალიზებული გაყიდვების კონსულტანტის პროფესიონალური კონსულტაციებით, ასევე ფირმის ადგილსამყოფელზე ვოფერშვედენში პროექტის ხელმძღვანელის კონსულტაციით.
ყველა პროექტი იწყება დეტალების მიმოხილვით, რომლის ფარგლებშიც კლიენტი აღწერს შესაბამის მოთხოვნებს, წარმოადგენს დარგისა და პროდუქტისათვის სპეციფიკურ აგმოწვევებს და განსაზღვრავს თავის მოლოდინებს - უპირატესად ტექნიკური დავალების ფორმით. გარდა ამისა MULTIVAC კონსულტანტები დეტალურად აკვირდებიან არსებულ შეფუთვის პროცესებს.
აღნიშნული ინფორმაციების საფუძველზე MULTIVAC კლიენტთან მოლაპარაკების ფარგლებში წარმოგიდგენთ შემოთავაზებას და ასევე საჭირო დანადგარებისა და ფორმატების ნახაზებს. მრავალ შემთხვევაში ჩვენ შევქმნით არაერთ შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზას და განვიხილავთ მას კლიენტთან პრეზენტაციის ფარგლებში.
MULTIVAC-ის Training & Innovation Center - ში, რომელიც მდებარეობს ვოფერშვედენში, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ სხვადასხვა ასპექტებში გატესტონ შემოთავაზებული სისტემები. ამასთან თქვენ შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენი პროდუქტები და შექმნათ შეფუთვის სხვადასხვა ვარიანტები. საჭიროების შემთხვევაში MULTIVAC ასევე ქმნის შეფუთვის დიზაინს კლიენტის მითითებების შესაბამისად.
როგორც კი მივიღებთ შეკვეთას, იწყება წარმოების პროცესი და პროექტის ხელმძღვანელი, როგორც ცენტრალური ფიგურა, განმარტავს ინტერფეისის საბოლოო კონფიგურაციებს. ის ახორციელებს კლიენტთან კომუნიკაციას და განმარტავს კონსტრუქციას ეგრეთ წოდებული „Design Review Meetings“-ის ფარგლებში.
საბოლოო მონტაჟითა და კალიბრირებით, ასევე შეთანხმებული კვალიფიცირების დოკუმენტებით ვოფერშვედენში პროექტი უკვე მზადაა Factory Acceptance Test - თვის (FAT), რაც გულისხმობს კლიენტის მიერ დანადგარის ადგილზე მიღებას.
როგორც კი მოხდება სისტემის კლიენტისათვის მიწოდება, ჯგუფი დაიწყებს მის ინსტალაციასა და ექსპლოატაციაში გაშვებას, საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს Site Acceptance Test (SAT) და და დამატებით ვალიდირების მომსახურებებს. ინსტრუქტაჟი და ტრენინგები ტარდება ერთდროულად.
საბოლოო მოლაპარაკებისას კლიენტს შეუძლია MULTIVAC-თან დადოს შეთანხმება სისტემის ტექნიკურ მომსახურებაზე და საჭიროების შემთხვევაში ასევე რეგულარულ რე-კალიბრირებისა და რე-ვალიდაციის შესახებ. მსოფლიო მასშტაბით მოქმედი After-Sales-სერვისი პრობლემების არსებობისას ადგილზე გაგიწევთ დახმარებას და უმოკლეს დროში მოგაწვდით ორიგინალ სათადარიგო დეტალებს.
ჩვენი მოვალეობაა, MULTIVAC შეფუთვის სისტემა მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად და ეკონომიურად პასუხობდეს თქვენს მოთხოვნებს და კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამიტომაც ჩვენი ექსპერტთან ჯგუფი გთავაზობთ დამხმარე მომსახურებების ფართო სპექტრს.
ამჟამინდელი MDR (Medical Device Negulation) ძალაში შესვლით პროცესის ვალიდირება კანონით დადგენილ მოთხოვნას წარმოადგენს. როგორც შეფუთვის მთლიანი სისტემის მომწოდებელს MULTIVAC-ს გააჩნია მრავალწლიანი საფუძვლიანი კომპეტენციები. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი გთავაზობთ ფართო მხარდაჭერას აქტუალური მოთხოვნების განხორციელებისას.
ჩვენი კვალიფიცირებისა და ვალიდირების პაკეტი შეესაბამება GMP-, GAMP 5- და ISO ნორმებს და ასევე მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:
ჩვენ ვახორციელებთ თქვენ მხარდაჭერას ადგილზე კვალიფიცირებისა და ვალიდაციის პროცესების განხორციელებაში და გეხმარებით უკვე დაინსტალირებული შეფუთვის სისტემების სპეციალური ვალიდირების შექმნასა და რეტროსპექტიულ ვალიდირებაში.
იმისათვის, რომ დაცული იქნას FDA CFR 21 Part 11 დირექტოვებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ჩვენი IPC-მართვა შეფუთვის პროცესების კონტროლისა და დოკუმენტირებისათვის აღჭურვილია შემდეგი ფუნქციებით:
რეპროდუცირებადი შეფუთვის ხარისხისა და პროცესების უზრუნველყოფისათვის, ჩვენი შემოგვაქვს ჩვენი შეფუთვის ხაზებისათვის რელევანტური კალიბრირების პროცესუალური პარამეტრები. აღნიშნული შედეგების დოკუმენტირებას ჩვენ ვახორციელებთ კალიბრირების პროტოკოლში და განზომილებების გადახრების კორექტურისათვის წარმოგიდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას.
იდეიდან პირველ სატესტო გაშვებამდე - თქვენ შეფუთვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების რეალიზაციაში თქვენ მხარში გიდგათ კომპეტენტური და გამოცდილი პროექტის ჯგუფი, რომელიც თქვენ დახმარებას გაგიწევთ პირველი ნაბიჯის გადადგმიდან შეფუთვის სისტემების იმპლემენტაციამდე.
თქვენი თანამშრომლების ტრენინგი და დაინსტალირებული შეფუთვის სისტემის საბოლოოდ ჩაბარება ჩვენს მომსახურების სპექტრს ასრულებს.
იმისათვის, რომ გაეცნოთ თქვენი დანადგარის ფუნქციონირებას, ტექნიკურ მომსახურებასა და მოვლას, გთავაზობთ ფართო ტრენინგის კურსებს. მსოფლიოში ჩვენს ერთ-ერთ ტრენინგ-ცენტრში ან თქვენთან. ქოუჩინგი ტარდება პრაქტიკაზე ორიენტირებით უშუალოდ დანადგართან, ბოლოს მიიღებთ სასწავლო მასალას წერილობითი ფორმით. ჩვენ შეგვიძლია მთლიანად გამოვიყენოთ თქვენი MULTIVAC შეფუთვის სისტემის პოტენციალი.
Packaging solutions:
Life Science and Healthcare products
8.38 MB PDF
By switching its packaging procedure to MULTIVAC’s versatile
R 245 thermoforming packaging machines and integrating online flexo printers, the medical products manufacturer WRP Asia Pacific, which operates throughout the world, has been able to secure its competitiveness for the coming years - and in doing so, it…
With its patented Debrisoft® wound contact products, Lohmann & Rauscher offers an holistic concept for all aspects of therapeutic wound cleaning, and one which is painless for patients in its application. For these products, the packs have to be capable of being sterilised with ethylene oxide. In order to ensure a high…
Thanks to a wide range of inspection solutions, capable of seamelss integrationd into the packaging line, automated quality control can be performed very reliably, even for high-output applications. MULTIVAC Marking & Inspection offers manufacturers of medical and pharmaceutical products an extensive product portfolio,…
Die Pharmadrucker GmbH is a company specialising in secondary packaging and has more than 40 years of practical experience in working with the pharmaceutical industry. The company relies on the high-performance MR393 labelling system from MULTIVAC
Marking & Inspection on its three folding lines for the versatile…