ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

დაჭრა და ავტომატური შეფუთვა

ერთი ხელიდან

ძეხვის, ლორისა და ყველის პროდუქტების ავტომატურ ხაზში ფირფიტებად დაჭრასა და შეფუთვას MULTIVAC ახორციელებს სლაისერის ვაკუუმის შესაფუთ დანადგარებთან და ტრისელერებთან ოპტიმალური დაკავშირებით

ჩვენი მომავალზე ორიენტირებული დანადგარები ასევე მოიცავს ისეთ ფუნქციებსაც, როგორიცაა მარკირება, ხარისხის ინსპექცია, მუყაოში განლაგება და End-of-Line-ამოცანის გადაჭრა.

ფართო პორთფოლიო

სლაისერისა და მიწოდების MULTIVAC დანადგარების კონფიგურაცია შესაძლებელია მოდულარულად, როგორც ეს ჩვენი ვაკუუმის შესაფუთი დანადგარებისა და ტრისელერების შემთხვევაშია შესაძლებელი. ამით ჩვენ ვქმნით სლაისერის ხაზებს, რომლებიც ზუსტად არის მორგებული ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

სლაისერი

ჩვენი ინოვაციური სლაისერი დიდი ტემპერატურული ფანჯრის პირობებში გვარწმუნებს ჭრის ოპტიმალური შედეგით, მარტივი გადაიარაღების შესაძლებლობითა და განსაკუთრებით ერგონომიული და უსაფრთხო მომსახურებით.

Belt Loader SB

Belt Loader-ის მეშვეობით ჩვენ ვაკუუმის დანადგარებთან, რომლებიც არ არის აღჭურვილი ჰორიზონტალური ჩამტვირთავით, სლაისერის მიერთების საიმედო ხერხს ვფლობთ.

მანიპულირების მოდულები

მანიპულირების მოდულები გვთავაზობს ჩაწყობის მაქსიმალურ სიზუსტეს და მაღალ მოქნილობას ვაკუუმის დანადგარებისა და ტრისელერების ავტომატური დატვირთვისას. ხელით მანიპულაციის მოდულით აღჭურვილი ჩატვირთვის სისტემა შესანიშნავად უზრუნველყოფს მასშტაბის აღრიცხვას.

ჰორიზონტალური ჩამტვირთავი MHL

პროდუქტის დამზოგავი და ფირფიტებად დაჭრილი პროდუქტების ჰიგიენური ჩატვირთვის სისტემა ინტეგრირებულია ვაკუუმის შეფუთვის დანადგარში. ამის გამო სლაისერსა და ვაკუუმის შეფუთვის დანადგარს შორის სიმაღლეში არსებული განსხვავება უნდა გადაილახოს. ამის შედეგად ხაზზე ვიღებთ მნიშვნელოვნად მცირე ფუტპრინტს.

პორციების მრავალფეროვანი ფორმები

სლაისერის პორციული საჭრელი პორციებად დანაწილების ამოცანას ასრულებს ზუსტად და საიმედოდ - ის ალაგებს ფირფიტებს პორციებად, ასევე აწყობს შტაბელებს სწორად და თხელი და რამდენიმე პორტციის ფირფიტების ერთმანეთზე ირიბად გადალაგებით. დახრის უნარით აღჭურვილი სერვოძრავზე მომუშავე პორციული საჭრელი შესაძლებელს ხდის 80 მმ-მდე შტაბელის ან გაცილებით უფრო მაღალი ნაჭრების პორციებისა და დიდი შეფუთვების შექმნას.

 

პორციების მოქნილი მანიპულირება

სლაისერის პორციები შესაძლებელია მიღებული იქნას უშუალოდ შეფუთვის პროცესში ან დამუშავდეს მოქნილად ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.

ჭრის გაცილებით მაღალი ხარისხი, მარტივი მომსახურება, დაბალი ხარჯები

MULTIVAC სლაისერი თავის შესაძლებლობებში გვარწმუნებს გარგად გააზრებული გადაიარაღების შესაძლებლობით, ჭრის ოპტიმალური შედეგით, რა დროსაც შენარჩუნებულია მაქსიმალური წარმადობა, და ასევე განსაკუთრებით ერგონომიური და უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობით.


MULTIVAC ჭრის სისტემა თბილი პროდუქტისა და შედარებით მაღალი ტემპერატურული ფანჯრის პირობებში გვთავაზობს ჭრის შესანიშნავ ხარისხს. გაუმჯობესებული შედეგი, წონის მაღალი სიზუსტე და Give-Away შემცირება ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს.


მაღალი ჰიგიენური სტანდარტის დაცვის პარალელურად MULTIVAC სლაისერი უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამტარობასა და მარტივი მანიპულირების შესაძლებლობას. პროდუქტისა და ფორმატის სწრაფი ცვლა შესაძლებელს ხდის მაქსიმალურ მოქნილობას.


შესაფუთ დანადგართან საიმედო და ადგილის დამზოგველი დაკავშირებით MULTIVAC სლაისერს თავისი წვლილი შეაქვს ფირფიტებად ჭრისა და შეფუთვის დაჩქარებასა და გამარტივებაში, ასევე ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაში.


 

MULTIVAC სლაისერი გთავაზობთ უამრავ უპირატესობას:

  • დიდი ტემპერატურული ფანჯარა, ასევე ყინვის გარეშე ჭრა ამარტივებს პროდუქტის მომზადებას
  • ახალი პროდუქტების საიმედო ჭრა შესაძლებელს ხდის პროდუქტის მაღალ გამავლობას
  • დანის შესაბამისი ბრუნვათა რაოდენობით რამდენიმე პროდუქტის ერთდროული ჭრა უზრუნველყოფს მაღალ გამავლობას
  • მცირე ნარჩენები უზრუნველყოფს მაღალ შედეგს
  • გადაიარაღებისას და ასევე პროდუქტების ჩატვირთვისას სლაისერით სწრაფი და ერგონომიული მანიპულირება ზრდის მართვის შესაძლებლობას
  • ხაზის გადაიარაღების გარეშე, მაგ. 3-დან 4 ხაზამდე, ფორმატის განსაკუთრებით სწრაფი ცვლა უზრუნველყოფს მაღალ მოქნილობას
  • MULTIVAC Hygienic Design™ შესაძლებელს ხდის სწრაფ და საიმედო წმენდას

 

 

MULTIVAC სლაისერი - ინოვაციური გადაწყვეტილება

ჭრის ინოვაციური სისტემა და დანების ინოვაციური დიზაინი

MULTIVAC სლაისერი გამოირჩევა ჭრის ინოვაციური სისტემით. „ნაზი ჭრა“ უზრუნველყოფს იმას, რომ პროდუქტი კონტროლირებულად, სწორად და მინიმალური წნევით დაიჭრას. ამის შედეგად შესაძლებელია ძეხვის, ლორის ან ყველის ზუსტად და პროდუქტის დამზოგავად ფირფიტებად დაჭრა. შედარებით გრძელი მჭრელი, ასევე დანის ხანგრძლივად გამოყენების შესაძლებლობა, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალ პროდუქტიულობას და ხარჯების შემცირებას.

უპირატესობები:

  • მჭრელის წნევისა და მოძრაობის ერთგვაროვანი განაწილება
  • სიმეტრიული ჭრის ხაზი
  • ერთგვაროვანი ჭრა ყველა ბილიკში
  • დანის ცვლა კონტრაწონის მოხსნის გარეშე
  • გალესვის ფართო სივრცე

 

 

ხაზების ცვლადი რაოდენობა

MULTIVAC სლაისერები წარმოდგენილია 1-დან 8-ბილიკამდე კონსტრუქციით. ვინაიდან ჭრის არეალში პროდუქტის ცენტრირებული განლაგება, რა დროსაც დაცული უნდა იყოს სიზუსტე და მიმართულება, სრულად არის უზრუნველყოფილი, ჭრის მაქსიმალური სიჩქარისა და ხარისხის პირობებში შევსების სხვადასხვა კომბინაციები არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე ბილიკიან კონსტრუქციაში ერთი ბილიკი არ არის დაკავებული, სლაისერი მაინც ჭრის პირველი კლასის შედეგს წარმოადგენს.

სწრაფი გადაწყობა და წმენდა

MULTIVAC სლაისერის სხვადასხვა პროდუქტებსა და ფორმატებზე გადაიარაღება ხორციელდება მარტივად და მხოლოდ ხელის რამდენიმე მოძრაობით. ბერკეტების სწრაფი ცვლის სისტემები ამარტივებს და აჩქარებს სხვადასხვა პროდუქტსა და კალიბრზე გადაიარაღებას, რა დროსაც საჭირო არ არის ჭანჭიკებით დამაგრება და რეგულირება, რაც დიდ დროსთან არის დაკავშირებული. MULTIVAC სლაისერის ბერკეტები ასევე არ საჭიროებს პნევმატურ მიერთებას. ჭრის ჩარჩოები და სიმები იცვლება სწრაფად და ხელსაწყოების გამოყენების გარეშე.


პროდუქტზე დამოკიდებული ყველა კომპონენტის შეცვლა შესაძლებელია ხუთ წუთზე ნაკლებ დროში. აღნიშნული აჩქარებს პროცესს შემდეგისათვის

  • სლაისერის ბილიკების სხა რაოდენობაზე გადაიარაღება
  • გადაიარაღება სხვა პროდუქტებსა და კალიბრზე
  • მარტივი და უსაფრთხო წმენდა

 

 

შემცირებული ჯამური ხარჯები

ჭრისა და პროდუქტის ტრანსპორტირების ინოვაციური ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის პროდუქციის სწრაფ გადატანასა და ასევე პროდუქტის მაღალ ტემპერატურას. ეს უზრუნველყოფს პროდუქტის მომზადებისას ენერგიის დაზოგვასა და საჭირო დასაწყობების სიმძლავრეების შემცირებას. მაღალი წარმადობა, ხელმისაწვდომობა და პროდუქტის სწრაფი ცვლა განაპირობებს მნიშვნელოვნად შემცირებულ საერთო ხარჯებს.

ეფექტური სლაისერის ხაზი

სლაისერების შეფუთვის სისტემასთან ეფექტური დაკავშირებისათვის MULTIVAC გთავაზობთ სხვადასხვა ხერხს, რომლებიც საუკეთესოდ პასუხობს კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს. მაღალი წარმადობით, მაქსიმალური მოქნილობითა და არსებულ აღჭურვილობებთან ინტეგრაციის შესაძლებლობით - ჩვენი მომავალზე ორიენტირებული დანადგარები გამოირჩევა მაქსიმალური ეფექტურობით, მარტივი მომსახურებითა და მაქსიმალური ჰიგიენით.

მაქსიმალური მოქნილობის სლაისერები

სლაისერების გადაწყვეტილება რამდენიმე ჩასადებიანი შეფუთვებისთვის ან შეფუთვებისთვის, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტი იდება

სლაისერები ახალი ხაზებისათვის

სლაისერები ახალი ხაზებისათვის და ასევე არსებული შესაფუთი დანადგარებისათვის

მოარგეთ ყველა თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნას
ჩვენს ექსპერტებთან ერთად.

დაგვიკავშირდით ახლა

თანხმობა*