MULTIVAC
გამჭვირვალე პროცესები და პროცესის მონაცემები რეალურ დროში უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან წვლილს ეფექტურობისა და ეკონომიურობისათვის დანადგარებსა და ხაზებში.
MULTIVAC-ის ციფრული პროდუქტებითა და მომსახურებებით ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტებს წარმოების მონიტორინგის, მართვისა და ოპტიმისაზიისათვის – მათ შორის სხვადასხვა ლოკაციებზე ქსელურად და შედარებითად. მარტივი, კომფორტული და „live". როგორც ახალი დანადგარებისთვის, ისე უკვე არსებულ მექანიზმებთან მორგებისათვის.
MULTIVAC Smart Service-ების მოთხოვნა არ საჭიროებს მნიშვნელოვან საწყის ინვესტიციას, ვინაიდან ციფრული ასისტენტის მოდულარულად შექმნილი პორტფოლიო მოქნილი მორგების საშუალებას იძლევა შესაბამის MULTIVAC დანადგარზე და შესაბამის საწარმო კომპონენტებზე. შედეგად, ჩვენი მომხმარებლები თანაბრად სარგებლობენ ოპერაციულ და სტრატეგიულ საკითხებში, მანქანების ოპერატორებიდან დაწყებული საოპერაციო მენეჯერების ჩათვლით.
გაქვთ სწრაფი და მარტივი მიმოხილვა იმისა, თუ როდის და რამდენი იწარმოება თქვენს საწარმოში, ან მაგალითად რამდენი არ იწარმოება?
10-დან 8 შემთხვევაში, წარმოების მიზნების მიუღწევლობის დროული ამოცნობა ხდება, რომლიდანაც ნახევარ შემთხვევებში დროული შესაბამისი ზომების მიღებით ეს მიზანი მაინც მიიღწევა.
Smart Production Dashboard-ის მეშვეობით თქვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გაქვთ წვდომა წარმოების ციფრებზე და ყოველთვის მოვლენების წინა ხაზზე ხართ.
იცით, თუ არა, რეალურად რა ეფექტურობით ხდება თქვენი თითიეული არტიკულის წარმოება?
ბევრს ჩვენს მომხმარებელს არ აქვს მისი ეფექტურობის ზუსტი მაჩვენებელი. რესურსებით ეფექტური პროდუქციები არამხოლოდ სწრაფი და მედეგია ბაზრისათვის, არამედ ასევე ამცირებენ წარმოების ხარჯებს და ზრდიან მარჟიანობას.
Smart OEE Analyzer-ის მეშვეობით შესაძლებელია მონაცემთა ბაზებზე დაყრნობით ეფექტურობის ანალიტიკა. თქვენ ამოიცნობთ, მიმდინარეობს თქვენი წამოება გეგმებისამებრ, თუ საჭიროებს ამა თუ იმ ადგილზე ოპტიმიზაციას.
იცით თუ არა თქვენს დანადგარზე ყველაზე ხშირად გამოვლენილი ხარვეზების შესახებ? იცით თუ არა აღნიშნული რა დროის შეყოვნებას განაპირობებს?
გსურთ მიზნობრივი ეფექტურობის მეთოდით გამკლავება და მათი მონიტორინგი?
Smart Log Analyzer-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენი დაყოვნების დროების იდენტიფიცირება, ისევე როგორც ყველაზე ხშირად გამოვლენილი ხარვეზებისა მათი საშუალო დაყოვნების დროის ერთი გადახედვით ამოცნობა.
ფოლიოს შეცვლას ჩვენს დანადგარებზე 3 წუთი სჭირდება. რამდენი დრო სჭირდებათ ამისათვის თანამშრომლებს?
ჩვენი Smart Machine Report-ის მეშვეობით თქვენ ერთი გადახედვით შეძლებთ დანადგარებისა და ცვლების სხვაობების შედარებას, რეცეპტების დეტალურ ნახვასა და რეცეპტების ცვლილებას.
თქვენი რეცეპტების უსაფრთხოება თქვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის? თქვენ გსურთ რეცეპტის ყველა ცვლილება, რომელსაც განახორციელებთ შეინახოს და ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან გქონდეთ მასზე წვდომა?
Smart Data Backup-ის მეშვეობით ავტომატურად ინახება რეცეპტების ცვლილებები და თქვენ შეგიძლიათ მარტივად გამოიხმოთ რეცეპტები, თქვენს მიერ ამისათვის წარმოების პროცესის შეფერხების გარეშე.
იცოდით, რომ ჩვენს დანადგარებზე ახალი რეცეპტების პარამეტრების გაწერას ხშირად 20 წუთზე მეტი დრო სჭირდება?
იცოდით, რომ პარამეტრების გაწერის მიუხედავად მხოლოდ იშვიათად ხდება ოპტიმალური მნიშვნელობების გაწერა დანადგარებზე, რომელიც პროცესის უსაფრთხოებისა და შესრულებისთვის არის მორგებული?
ჩვენი MULTIVAC Pack Pilot შესაძლებლობას გაძლევთ, მხოლოდ რამდენიმე „დაწკაპვით" შექმნათ ახალი რეცეპტი, რომელიც თქვენი პროდუქტისათვის ყველაზე ოპტიმალურია: უშუალოდ დანადგარზე ან პარალელურად ვებ-მოხმარებისას, რათა თქვენი წარმოების პროცესზე გავლენა არ მოახდინოს.
ციფრული აპარატის მართვის ცენტრი მომხმარებლის მხრივ წარმოდგენილია დაფით, რომელიც არა მხოლოდ დიდ ეკრანზე მუშაობს აპარატთან, არამედ საჭიროებისამებრ ასევე შეიძლება დისტანციურად იყოს ხილვადი ოფისის კომპიუტერიდან. ამგვარად პერსონალს აქვს რეალურ დროში წვდომა დანადგარის მიმდინარე შესრულების ყველა რელევანტურ ინფორმაციასა და მართვაზე. მსგავსი ინსტრუმენტების უპირატესობას წარმოადგენს საკომუნიკაციო გზების მნიშვნელოვანი შემოკლება და რეაქციის დროები.
Smart OEE Analyzer გთავაზობთ შეფუთვის აპარატის სამუშაო მონაცემების დეტალურ ანალიზს სხვადასხვა ხარისხით, ოთხი კვირის პერიოდის განმავლობაში. პროგრამა აღრიცხავს დანადგარის ხელმისაწვდომობის პროცენტულობას, შეფუთვის ხარისხს და მუშაობას, ამ მნიშვნელობებს ამრავლებს და იყენებს მას შესაფუთი დანადგარის მთლიანი ეფექტურობის (OEE) გამოსათვლელად.
Smart Log Analyzer კითხულობს დანადგარის შეტყობინებებს- და ხარვეზების მეხსიერებას და ტვირთავს შესაბამის მონაცემებს Smart Hub-ში, სადაც ხდება საბოლოოს მათი გაანალიზება. მონაცემთა შეგროვება მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას, როგორიცაა დანადგარის პროდუქტიულობის დრო, და შეჩერების გამომწვევი ინდივიდუალური მოვლენები. Smart Log Analyzer-ის ფუნქციონალური დანიშნულება არა მხოლოდ მომხმარებლებისთვისაა გათვალისწინებული, არამედ ასევე სერვის ტექნიკოსებისთვის. ხარვეზის შემთხვევაში, მათთვის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომია გაუმართაობის აღმოფხვრისათვის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც მცირდება დანადგარის შეყოვნების დრო.
დამატებითი კლასის მართვის ინსტრუმენტი, როგორც ცვლის უფროსისათვის, ისე მენეჯმენტისთვის. Smart Machine Report-ში ჩამოსატვირთა და სხვა პირებთან გადასაზგავნად ხელმისაწვდომია თქვენი დანადგარების ყველა ავტომატიზირებული და რეგულარულად ინტერვალირებული ანალიზის რეპორტები. კონკრეტული ანგარიშგებები საშუალებას იძლევა შედარდეს დანადგარები ან ცვლები, მიიღოთ ინფორმაცია რეცეპტებისა და რეცეპტების ცვლილებების შესახებ და შეფასდეს წარმოების მთელი პროცესის შესრულება. მონაცემები ცენტრალურად არის განთავსებული და თქვენ ნებისმიერი კომპიუტერიდან ან მობილურიდან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მათი გამოხმობა სწრაფად და კომფორტულად.
MULTIVAC Smart Data Backup-ის მეშვეობით თქვენ ყოველთვის უსაფრთხო მხარეს ხართ!
ვინაიდან, ჩვენი მართლაც რომ ჭკვიანი ინსტრუმენტების გამოყენებით, MULTIVAC შეფუთვის დანადგარების პარამეტრები ავტომატიზირებულია დაცულ ონლაინ სივრცეში. Smart Data Backup შეუფერხებლად მუშაობს ფონზე, თქვენს წარმოების პროცესზე გავლენის მოხდენის გარეშე. ამასთან წვდომა მოქნილია და შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან ბრაუზერის მეშვეობით. ყველა პარამეტრის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი Smart Service-ის მეშვეობით და საჭიროების შემთხვევაში აღდგენას ექვემდებარება.
MULTIVAC Pack Pilot იმართება უშუალოდ შეფუთვის დანადგარი HMI 3-დან. ახალი დანადგარების კონფიგურაციისთვის ან რეცეპტების შესაქმნელად, მომხმარებელი უბრალოდ ირჩევს შესაბამის შეფუთვას, შესაფუთ მასალას და პროდუქტის მახასიათებლებს. დანადგარებთან და ხელსაწყოების მონაცემებთან ერთად, შეფუთვა შეიძლება შეიქმნას ოპტიმალური სამუშაო წერტილის მახლობლად და საჭიროებისამებრ შესაბამისი რეცეპტის პირდაპირი ჩატვირთვით. სისტემა ქმნის საჭირო პარამეტრებს Rule Engine-ის საფუძველზე, რაც უწყვეტ ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.
MULTIVAC Pack Pilot-ის მეშვეობით შეფუთვის დანადგარები უკვე დასაწყისშივე უპტიმალურად არის დაყენებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს მაღალი ხარისხის შეფუთვების მაქსიმალური წარმადობით წარმოება, მნიშვნელოვანი საწყისი დანაკარგების გარეშე. ეს უზრუნველყოფს პროდუქტის, შესაფუთი მასალებისა და საწარმოო დროის მნიშვნელოვან დაზოგვას. დანადგარის გადაწყობა სხვა შეფუთვის მასალაზე Pack Pilot-ის მეშვეობით ისეთი მარტივი და უსაფრთხოა როგორც აქამდე არასდროს.
ერთი ავტორიზაცია ყველა MULTIVAC პროგრამებისთვის:
ყოველისმომცველი Self-Service-შესაძლებლობები:
The Belgian food company, Ter Beke, counts on digitalization – and on MULTIVAC – in its factory in Veurne. Thanks to MULTIVAC’s digital services, it has been possible to optimize the complex packaging processes for the different sausage varieties to a very significant degree – and within just the initial phase of…
Interview with Guido Spix, Director, CTO and COO
CSB-System AG and MULTIVAC are jointly developing solutions for
food production of the future
MULTIVAC Pack Pilot is cloud-based software, which supports operators in setting up the packaging machine to the optimum degree, without a high level of expert knowledge being required.