შეფუთვის პროცესში სხვადასხვა პროდუქტების მანიპულაციისათვის MULTIVAC გთავაზობთ ფართო პორტფოლიოს, რომელიც მუდმივად ფართოვდება. ეს მოიცავს პროდუქტების, შეფუთვებისა და ყუთების ავტომატურ ტრანსპორტირებას, ორიენტირებას, ჩატვირთვას და დაცალკევებას. MULTIVAC მანიპულირების შესაძლებლობები ზრდის პროცესის ეფექტურობას და უზრუნველყოფს პროდუქტის ოპტიმალურ მიწოდებას. ის წარმოდგენილია წარმადობის ყველა კლასში სხვადასხვა ჰიგიენური სტანდარტებით. სხვადასხვა ტექნოლოგიები და მაქსიმალური მოდულარულობა გამოყენებისა და ფუნქციების მხრივ შესაძლებელს ხდის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მაქსიმალურად ადპტირებას.
MULTIVAC მანიპულირების მოდულები შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას არსებულ შეფუთვის ხაზთან. დამატებითი ფუნქციების მეშვეობით ისინი შესაძლებელია ადაპტირებული იქნას ახალ მოთხოვნებზე.
როგორც პრობლემის ერთიანი გადაჭრის შემომთავაზებელი, რომელსაც გამოკვეთილი კონვეირული მუშაობისა და ავტომატიზაციის კომპეტენციები გააჩნია, ჩვენ ვმართავთ არა მხოლოდ ცალკეულ მოდულებსა და პროცესის ეტაპებს, არამედ მთლიან შეფუთვის ხაზს. კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული ოპტიმალური კონსტრუქცია მაქსიმალური რაოდენობის პირობებში შესაძლებელს ხდის პროცესისათვის საჭირო დროის მინიმუმამდე დაყვანას. ამას დიდი წვლილი შეაქვს წარმოების დაბალი ხარჯებისა და ოპტიმალური ბეჭდვაში.
კონვეირულ მართვაში მანუპულაციის სისტემების სრული ინტეგრაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო პროცესს, რომელიც ხასიათდება მაქსიმალური სიზუსტითა და რეპროდუცირების შესაძლებლობით. ის ასევე სრული დოკუმენტირებისა და კონტროლის საფუძველ წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს პროცესის მთლიანი ჯაჭვის მუდმივ გამჭვირვალობას.
Automation:
3.67 MB PDF
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.