MULTIVAC-ის Belt Loader ახორციელებს სლაისერიდან პორციების მიღებას, ასევე მაღალი წარმადობითა და სიზუსტით ასრულებს შეფუთვებში მიმართვას, ბუფერიზაციასა და ჩალაგებას. მოქნილი, მოდულარული სისტემა შესაძლებელია დაუკავშირდეს შეფუთვის სისტემასთან და ის წარმოდგენილია როგორც მართვაში ინტეგრირებადი ვერსიით, ისე ცალკე მდგომი მიმწოდებლის ფორმით.
Belt Loader გამოირჩევა ჰიგიენური და მცირეგაბარიტიანი კონსტრუქციით. ცალკე კონვეირული ხაზები შესაფუთ დანადგართან სწრაფად და მარტივად მისვლის საშუალებას იძლევა, მაგალითად ფოლიოს შეცვლისათვის. სხვადასხვა შესაფუთი დანადგარების მოქნილი გამოყენებისათვის სწრაფად და მარტივად უნდა განხორციელდეს ბუფერული და კონვეირული ხაზების ადაპტაცია.
MULTIVAC Belt Loader გამოირჩევა მაღალი ეკონომიურობით. პროდუქტის სწრაფი ცვლა, დაბალი ენერგო მოხმარება და ასევე პერსონალის ეფექტური ჩართვა გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს დაბალ საწარმოო ხარჯებს.
Automation:
3.67 MB PDF
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.