ცენტრიფუგული ფიდერი პროდუქტის მიწოდების სფეროში წარმოადგენს პროდუქტის გამოცალკევების ეფექტურ და პროდუქციის დამზოგავ შესაძლებლობას. ის განსაკუთრებით გამოდგება სწორი და ერთგვაროვანი ფორმის პროდუქტებისათვის, როგორიცაა მაგალითად სოსისები.
ამწე კონვეირთან კომბინაციაში ცენტრიფუგული ფიდერი წარმოქმნის პროდუქციის ერთველიან და ორიენტირებულ ნაკადს. დამატებით ჩართული შეფუთვის სისტემის ჩატვირთვა ტიპიურად მანიპულირების მოდულით ხორციელდება.
მყარი და ჰიგიენურად გამართული კონსტრუქციის წყალობით შესაძლებელია ცენტრიფუგული ფიდერი გაიწმინდოს სველი წესით. კეთილშობილი ლითონის, მაღალხარისხიანი, ჰიგიენური მასალების გამოყენება უზრუნველყოფს სისტემის უსაფრთხოდ გაწმენდასა და მის ხანგრძლივ ექსპლოატაციას.
Automation:
3.67 MB PDF
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.