ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

მანიპულირების მოდულები

ჩატვირთვის მაქსიმალური წარმადობა, სიზუსტე და მოქნილობა.

ჩვენი მანიპულირების სისტემები წარმოდგენილია სხვადასხვა ჰიგიენური სტანდარტებითა და წარმადობის კლასში. მათი ინტეგრაცია უპრობლემოდ არის შესაძლებელი შემოსაკრავი ვაკუუმის არსებულ დანადგარებში. სხვადასხვა ტექნოლოგიები, ასევე მოდულარულობა საშუალებას იძლევა, რომ გამოყენების, ფუნქციონირების, ობიექტების და ასევე ჩატვირთვა-ჩაწყობის ნიმუშის თვალსაზრისით მოქნილად მოერგოს შესაბამის მოთხოვნებს.

MULTIVAC-ის მყარი მანიპულირების მოდულები ჩატვირთვის ამოცანას ასრულებს მაქსიმალური წარმადობით, სიზუსტითა და მოქნილობით. სერვო ძრავისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით ის მაღალ ენერგოეფექტურობას გვთავაზობს. მოდულარული კონსტრუქცია მრავალგვარი რობოტით, ბერკეთით, ხაზითა და სენსორით ინდივიდუალურად მოწყობის შესაძლებლობას იძლევა. მანიპულირების ზოგიერთი მოდული ასევე შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას ვაკუუმის შესაფუთი დანადგარის ჩარჩოში. ეს ბაზარზე ორიგინალურ და მინიმალურ ფუტპრინტს შესაძლებელს ხდის. იმ შემთხვევაში, თუკი გაიზრდება ჩატვირთვის მოთხოვნა, შესაძლებელია უკვე დაინსტალირებული მანიპულირების მოდული გაფართოვდეს დამატებითი დამოუკიდებლობის ხარისხითა და სენსორებით.

MULTIVAC მანიპულირების მოდულები ხასიათდება მაღალი ეკონომიურობით. პროდუქტის სწრაფი ცვლა, დაბალი ენერგო მოხმარება და ასევე პერსონალის ეფექტური ჩართვა გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს დაბალ საწარმოო ხარჯებს.

უპირატესობების მიმოხილვა

მარტივი და უსაფრთხო მოხმარება

  • მარტივი მომსახურების შესაძლებლობა შესაფუთი დანადგარის მომსახურების ან ცალკე მომსახურების ტერმინალში
  • დაკვირვების კარგი შესაძლებლობები და მარტივი ხელმისაწვდომობა
  • დიზაინი, რომელიც ამარტივებს გაწმენდასა და ტექნიკურ მომსახურებას წარმოდგენილია სხვადასხვა ჰიგიენური სტანდარტებით

საიმედო და სწრაფი დატვირთვა

  • პროდუქტებისა და შეფუთვების უსაფრთხო მანიპულირება
  • მაღალი Pick-and-Place წარმადობა დიდი სამუშაო სივრცითა და შეფასების ოპტიმალური პროფილებით
  • მოქნილი ადაპტირება სხვადასხვა შესაფუთ საქონელთან და შეფუთვასთან

ეკონომიურობა და ეფექტურობა

  • სწრაფი გადაიარაღება მარტივად ცვლადი ბერკეტებით
  • ვაკუუმის შესაფუთ დანადგარებში მარტივი ინტეგრაცია კომპაქტური ფუტპრინტისათვის
  • მყარი, ადგილის დამზოგავი და ხანგრძლივი გამოყენების კონსტრუქცია
  • დაბალი საწარმოო ხარჯები

ჩამოტვირთვები

Automation:
3.67 MB PDF

PDF ჩამოტვირთვა

დაგვიკავშირდით

თანხმობა*

 

მთლიანი ხაზები რომლებიც შესაძლებელია გაეშვას ხელით

 


MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.

შეიტყვეთ მეტი >