MULTIVAC
ინსპექციის საიმედო სისტემების დიფერენცირებული პორტფოლიოს მეშვეობით MULTIVAC თითქმის ყველა მოთხოვნის გადაჭრის გზას გთავაზობთ. მუშაობის სპექტრო მოიცავს როგორც მეტალისა და უცხო სხეულების დეტექციას, ასევე წონის კონტროლსა და ოპტიკურ ინსპექციას წარმოებისა და შეფუთვის რთულ პროცესებში - და ყოველივე ეს მუდმივად ფართოვდება.
სხვადასხვა ტექნოლოგიები, ასევე ჩვენი სისტემების მოდულარულობა უზრუნველყოფს ცვლადობის მაღალი ხარისხის მიღწევასა და ამგვარად ინდივიდუალურ ინსპექტირების ამოცანებთან, პროდუქტებთან და შეფუთვებთან ოპტიმალური ადაპტირების შესაძლებლობას. მაქსიმალური მოქნილობა, ეფექტურობა და, უპირველეს ყოვლისა, პროცესის უსაფრთხოება.
ჩვენი ინსპექტირების სისტემები ასევე შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას არსებულ შეფუთვის ხაზში. შესაძლებელია ინსპექტირების ტექნოლოგიებისა და მარკირების კომბინირება, ასევე დამატებითი ფუნქციების ჩართვა.
MULTIVAC-ის ინსპექტირების სისტემა მუშაობს ხანგრძლივად და წარმოდგენილია სხვადასხვა ჰიგიენური სტანდარტებით. ისინი გამოირჩევა დაბალი საწარმოო ხარჯებითა და მაღალი ეკონომიურობით.
Quality inspection:
Product and pack inspection
8.10 MB PDF
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.