MULTIVAC-ის ავტომატური საკონტროლო სასწორები ზუსტად და საიმედოდ ადგენს შეფუთვის წონას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ხარისხის შიდა სახელმძღვანელოსა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში. ჩვენი საკონტროლო სასწორები წარმოდგენილია ერთი ან ორბილიკიანი ვერსიით და ისინი შესაძლებელია კონფიგურირებული იქნას დაბალი ან მაღალი წონის შეფუთვების გამოტანის მოწყობილობებით. გარდა ამისა ისინი აღჭურვილია დამატებითი ფუნქციებით, როგორიცაა მეტალის დეტექცია.
მათი სრული ინტეგრაცია შესაძლებელია წარმოებისა და შეფუთვის არსებულ სისტემებში. MULTIVAC-ის კლიენტები ასევე მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი გამოკვეთილი კომპეტენციიდან, რაც მოდულების ინტელიგენტური დაკავშირებისა და ერთიანი მართვის პარალელურად ასევე ფოკუსირებულია მთლიან ხაზში ფუტპრინტის შემცირებაზე.
წონის ავტომატიზირებული ინსპექტირება მაქსიმალური წარმადობისა და განმეორების სიზუსტის პირობებში მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მაღალ ეკონომიურობასა და პროცესის უსაფრთხოებას. ასევე შთამბეჭდავია ჩვენი სისტემების დაბალი ენერგომოხმარება, მარტივი კალიბრირება და კომფორტული მომსახურება.
Quality inspection:
Product and pack inspection
8.10 MB PDF
ერთხაზიანი საკონტროლო სასწორი ექვემდებარება ინდივიდუალურ კონფიგურირებას, შესაძლებელია მისი მოქნილი გამოყენება და გამოირჩევა კომპაქტური ფუტპრინტით.
ერთხაზიანი საკონტროლო სასწორი მეტალის დეტექტორით ერთ აპარატში ერთმანეთს უთავსებს წონის კონტროლსა და მეტალის დეტექციას.
ერთხაზიანი საკონტროლო სასწორი ექვემდებარება ინდივიდუალურ კონფიგურირებას, შესაძლებელია მისი მოქნილი გამოყენება და გამოირჩევა კომპაქტური ფუტპრინტით. ორბილიკიანი კონსტრუქცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგს.
ორხაზიანი საკონტროლო სასწორი მეტალის დეტექტორით ერთ აპარატში ერთმანეთს უთავსებს წონის კონტროლსა და მეტალის დეტექციას. ორბილიკიანი კონსტრუქცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგს.
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.