MULTIVAC მეტალის დეტექცია მისი საიმედოობისა და ხანგრძლივი მოხმარების, ასევე დეტექციის მაღალი შესაძლებლობების წყალობით წარმოების პროცესში შეუცვლელ მოდულს წარმოადგენს. სრულად ავტომატიზირებული კონტროლი, რომლის დროსაც ინსპექციის კონტროლი და განმეორების სიზუსტე უცვლელი რჩევა, გვთავაზობს პროდუქტის, შეფუთვისა და პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ისინი შესაძლებელს ხდის ისეთი სტანდარტების მიღწევას, როგორიცაა HACCP, IFS ან BRC.
ჩვენი სისტემები უმაღლეს კლასს განეკუთვნება ასევე ეკონომიურობის თვალსაზრისითაც. მაქსიმალური წარმადობის, დაბალი ენერგომოხმარების და დაბალი ცვეთის კომბინაცია MULTIVAC-ის მეტალის დეტექტორებს ნამდვილ მარტ არჩევანად აქცევს. სწრაფი ROI და პერსონალის ეფექტური ჩართვა ეკონომიურობის ერთ-ერთი განმაპირობებელია.
მოდულარული კონსტრუქცია მინიმალური ადგილის დაკავების პირობებში შესაძლებელს ხდის ინსპექციის შესაბამისი ამოცანის კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებას. MULTIVAC-ის მართვადი მეტალის დეტექტორები შესაძლებელია უპრობლემოდ აღიჭურვოს წონის ინსპექციის დამატებითი ფუნქციებით და niO-შეფუთვების შექმნისათვის საჭირო სხვადასხვა სისტემებით.
Quality inspection:
Product and pack inspection
8.10 MB PDF
მეტალის დეტექტორი I 310 შესაძლებელია კონფიგურირებული იქნას საძიებო ჯაგრისების, გამოტანის ფუნქციისა და თასმების მიხედვით ინსპექტირების მოცემული ამოცანის შესაბამისად.
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.