ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

შემოწმების ოპტიკური სისტემები

მთლიანი შეფუთვების ეტიკეტირებისა და ბეჭდვის საიმედო კონტროლი.

ჩვენი ოპტიკური სისტემების პალიტრა მოიცავს სენსორებსა და მარტივი კონტროლის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ კოდის ამოკითხვის აპარატებს და შეფუთვების ხარისხისა და მათი მარკირებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების კამერის ინსპექციის სისტემებს. უკომპრომისო ინსპექციასა და ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტური და უსაფრთხო შეფუთვის პროცესში.

ოპტიკური ინსპექტირების სისტემები გამოიყენება შეფუთვების ხარისხის ავტომატიზირებული კონტროლისა და მათი მარკირებების შემოწმებისათვის. შესასრულებელი ამოცანები ვრცელდება როგორც ეტიკეტებისა და ბეჭდვის კონტროლზე, ისე შეფუთვის სრულყოფილებაზე. საიმედო ინსპექტირებითა და ინსპექტირების მუდმივად მაღალი ხარისხით MULTIVAC-ის ოპტიკური ინსპექტირების სისტემას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეფექტური და უსაფრთხო შეფუთვის პროცესის უზრუნველყოფაში.

ჩვენი პორტფოლიო მოიცავს სენსორებს და კოდის ამოკითხვის აპარატებს მარტივი საკონტროლო ამოცანებისათვის, ასევე კამერების ინსპექტირების სისტემას კომპლექსური მოთხოვნების შესრულებისათვის. ოპტიკური ინსპექტირების სისტემები ხელმისაწვდომია ცალკე მდგომი სისტემების სახით ან შესაძლებელია მათი სრული ინტეგრირება. ისინი შესაძლებელია ოპტიმალურად მოერგოს ჩვენი კლიენტების ინდივიდუალურ მოთხოვნებს და გამოირცევა მაღალი ეკონომიურობით.

უპირატესობების მიმოხილვა

მარტივი და უსაფრთხო მოხმარება

  • ინტუიციურად გამოსაყენებელი მომსახურების ზედაპირი
  • მარტივი გაწმენდა ჰიგიენური დიზაინისა სწრაფი ჩაკეტვის მეშვეობით

საიმედო ოპტიკური ინსპექცია, რომელიც უტარდება

  •  მასალების არსებობას (ეტიკეტი, პრინტი, პროდუქტი)
  • პოზიციას (ეტიკეტი, პრინტი, პროდუქტი)
  • ტექსტის ამოკითხვა და შემოწმება (OCR)
  • შტრიხკოდები (წაკითხვადობა, შინაარსი)
  • შაბლონები

ეკონომიურობა და ეფექტურობა

  • ხანგრძლივი გამოყენების სენსორები, კამერები და განათების სისტემები
  • ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული მცირე ხარჯები იმგვარი კონსტრუქციის მეშვეობით, რომელიც არ საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას
  • მყარი და ხანგრძლივი გამოყენების კეთილშობილი კონსტრუქცია

ჩამოტვირთვები

Quality inspection:
Product and pack inspection
8.10 MB PDF

PDF ჩამოტვირთვა

I 410

გამოსაყენებლად მოქნილი და ინდივიდუალური კონფიგურირების შესაძლებლობის მქონე ცალკე დასადგამი მოდელი I 410 ზუსტად და საიმედოდ ასრულებს ოპტიკური ინსპექტირების ამოცანას. პროდუქტები და შეფუთვები მიიღება ან რეკომენდირებული ტრანსპორტირების მოწყობილობიდან ან მათი შეტანა ხორციელდება ხელით. გატანის სისტემას გამოაქვს დაზიანებული შეფუთვები. მომსახურება ხორციელდება მარტივად და უსაფრთხოთ მომსახურების ტერმინალში, რომელიც აღჭურვილია HMI 2.0 -ით.

I 420

ოპტიკური ინსპექტირების სისტემა I 420 შექმნილია MULTIVAC ვაკუუმის შესაფუთ დანადგარებში ინტეგრაციისათვის და მისი კონფიგურაცია შესაძლებელია ინსპექტირების მოცემული ამოცანის შესაბამისად. აღჭურვის სპექტრი მოიცავს მაგალითად სენსორებს პროდუქტისა და ეტიკეტების არსებობის კონტროლი, ასევე ფოლიოსა და ეტიკეტებზე გამოსახულებისა და დაბეჭდილი შინაარსის კონტროლისათვის საჭირო კამერების სისტემა.

დაგვიკავშირდით

თანხმობა*

 

მთლიანი ხაზები რომლებიც შესაძლებელია გაეშვას ხელით

 


MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.

შეიტყვეთ მეტი >