MULTIVAC საიმედო, ეფექტური და მრავალმხრივი გამოყენების ეტიკეტებისა და ფოლიოზე საბეჭდების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. ჩვენი ავტომატური და მანუალური სისტემების პორტფოლიო მრავლისმომცველია, ინოვაციურია და მუდმივად ვითარდება. როგორც საკითხის გადაჭრის გამოცდილი მიმწოდებლები, რომელიც აღჭურვილია დარგისა და გამოყენებითი კომპეტენციებით, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული ვართ ჩვენს კლიენტებზე.
MULTIVAC -ის მარკირების სხვადასხვა ტექნოლოგიები და ასევე საკითხისადმი მიდგომის მოდულარულობა შესაბამისი შეფუთვების, ბეჭდვის ხარისხისა და ეტიკეტის სასურველი პოზიციების მიმართ ინდივიდუალური მოთხოვნების ტექნიკურად და ეკონომიკური თვალსაზრისით ოპტიმალურად მისადაგების საშუალებას იძლევა, რაც გათვლილია მაქსიმალურ რაოდენობასა და ეფექტურობაზე. MULTIVAC-ის ეტიკეტირების სისტემები ყოველგვარი შეფერხების გარეშე შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას არსებულ წარმოებისა და შეფუთვის პროცესებზე და გაფართოვდეს დამატებითი ფუნქციებით. ეტიკეტირების სისტემები უზრუნველყოფს მაქსიმალურ აპლიცირებას და "Zero Downtime“ კონცეფციის მეშვეობით გათვალისწინებულია წარმოების უწყვეტი სისტემებისათვის.
პროცესის ცალკეული ეტაპების და ასევე მთლიანი პროცესის ეფექტური ექსპერტიზის წყალობით ჩვენ შეგვიძლია კომპლექსურ მოთხოვნებთან გამკლავება. ეტიკეტირების სისტემები ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო მასალების თვალსაზრისით გამოირჩევა ოპტიმალური ლინეარული Footprint-ით, დაბალი საწარმოო ხარჯებითა და მაქსიმალური მოქნილობით. ჩვენი სისტემები ხანგრძლივად მუშაობს და წარმოდგენილია ჰიგიენის სხვადასხვა სტანდარტებით.
კონვეირულ მართვაში სრული ინტეგრაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო პროცესს, რომელიც ხასიათდება მაქსიმალური სიზუსტითა და რეპროდუცირების შესაძლებლობით. ის ასევე სრული დოკუმენტირებისა და კონტროლის საფუძველ წარმოადგენს და უზრუნველყოფს პროცესის მთლიანი ჯაჭვის მუდმივ გამჭვირვალობას. შესაფუთი დანადგარების HMI -ის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდულისა და შეფუთვის მთლიანი ხაზის ინტუიციური და ამდენად მარტივი და სანდო მომსახურება.
ინოვაციური წრიული ეტიკეტირება გამოირჩევა ავტომატიზაციის მაღალი ხარისხით, ეტიკეტირების მაქსიმალური სიზუსტით და ასევე ეტიკეტების ფორმების და მასალების ფართო სპექტრით.
Marking:
Labelling and Printing
7.32 MB PDF
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.