შემოსაკვრელი შეფუთვებისადმი ჩვენი ინოვაციური მიდგომის მეშვეობით, რაც გამოიხატება კოლოფებსა და ქისებში შეფუთვაში, ავტომატურ ჩატვირთვაში, ასევე კონვეირულ სისტემებსა და მუყაოში შეფუთვაში, რაც MULTIVAC-ით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, გლობალურ ბაზარზე ყველაზე წარმატებული მიმწოდებლების რიცხვში შევდივართ.
ჩვენი პორტფოლიო ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ტექნოლოგიები და სტანდარტები, რომელთაც ჩვენ გამოყენების სხვადასხვა სფეროებისა და სხვადასხვა პროდუქტებისთვის ვქმნით. ჩვენ მტკიცედ ორიენტირებულნი ვართ ჩვენი კლიენტების მოთხოვნილებებზე - და გთავაზობთ პრობლემის იმგვარი გადაჭრის გზებს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ღირებულების წარმოქმნას. რესურსების ეფექტურობის, პროცესისა და მოხმარების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და რეპროდუცირების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
კლიენტები მთელი მსოფლიოდან აფასებენ ჩვენი დანადგარების კონცეფციების მაღალ მოქნილობასა და ცვლადობის შესაძლებლობას, რასაც ჩვენ ვაღწევთ მოდულარული კონსტრუქციისა და დამატებითი ფუნქციებისა და კომპონენტების ჭკვიანი ინტეგრაციის გზით. მთლიან პროცესში და ასევე პროცესის ცალკეულ ეტაპებში, რაც მოიცავს ფორმირებასა და დაჭრას, ჩვენი გამოკვეთილი კომპეტენციების წყალობით ჩვენ შეგვიძლია კომპლექსური გადაჭრის გზები წარმატებულად განვახორციელოთ ისე, რომ ჩვენი კლიენტებისათვის ეს არ იყოს დაკავშირებული რისკთან.
ვინაიდან ყველა ფირმას სპეციფიკური მოთხოვნები და მიზნები გააჩნია, დანადგარებსა და შესაფუთ მასალებს ინდივიდუალურად ვუსადაგებთ შესაბამის მოთხოვნილებებს და შეფუთვის ოპტიმალური შედეგის მიღებისათვის ყოველთვის ვითვალისწინებთ მასალების, ატმოსფეროს დანადგარებისა და პროდუქტის თანაარსებობას.
ჩვენ მხარდაჭერას გაგიწევთ თქვენი შეფუთვების რესაიკლინგის შესაძლებლობის ზრდაში და ხელოვნური მასალის გამოყენების შემცირებაში. MULTIVAC კონსულტანტები, შესაფუთი მასალების ექსპერტები და ტექნიკოსები თქვენს გვერდით არიან მსოფლიო მასშტაბით!
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.