- თქვენ აქ ხართ:
- საწყისი გვერდი
- საშუალებები
- შესაფუთი საშუალებები
- კამერა დანადგარები
- დასადგამი ვაკუუმის აპარატი
MULTIVAC
MULTIVAC - ის წარმატების ისტორია დაიწყო პირველი ვაკუუმის კამერიანი დანადგარით, რომელიც კონსტრუირებული იყო 1961 წელს ზეპ ჰაგენმიულერის მიერ. დღეისათვის ჩვენ წარმოვადგენთ ცალსახად გამოკვეთილი გამოყენების შესაძლებლობების მქონე ვაკუუმის კამერიანი დანადგარების წამყვან მწარმოებელს. ჩვენი დეტალური, ძალზე დიფერენცირებული პორტფოლიო ფორმის, ფუნქციის, აღჭურვის შესაძლებლობებისა და გამოყენების სფეროების თვალსაზრისით ყველა სურვილის გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა.
MULTIVAC დასადგამი აპარატები უზრუნველყოფენ მაღალ მოქნილობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას. კომპაქტური კონსტრუქციისა და მარტივად მოძრავი რულონების წყალობით ისინი სხვადასხვა პროდუქტების ეფექტურად შეფუთვის შესაძლებლობას იძლევა იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. ამასთან ბეჭდური ნაკერის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს შეფუთვის საიმედოობის მაქსიმუმს.
აღჭურვის ფართო შესაძლებლობების შედეგად ჩვენი სტანდარტული დანადგარების კონფიგურაცია შესაძლებელია ინდივიდუალურად და ასევე შესაძლებელია მათი ცალკეული ფუნქციების ავტომატიზაცია. მოხმარება განსაკუთრებით მარტივი და ერგონომიულია, გაწმენდა სწრაფად და საიმედოდ ხორციელდება.
C 300 წარმოადგენს C -სერიის ყველაზე კომპაქტურ სტანდარტულ კამერიან დანადგარს და მისი აღჭურვა და კონფიგურაცია შესაძლებელია აირის მიწოდების მოწყობილობით.
ორი საბეჭდი რელსით აღჭურვილი C 350 გვთავაზობს მაღალ მოქნილობასა და წარმადობას, განსაკუთრებით რამდენიმე მცირე ზომის პროდუქტის ერთდროულად შეფუთვისას.
ორი საბეჭდი რელსით აღჭურვილი C 370 გვთავაზობს მაღალ მოქნილობასა და წარმადობას, განსაკუთრებით რამდენიმე მცირე ზომის პროდუქტის ერთდროულად შეფუთვისას.
კამერის სიმაღლის, ბეჭდვის რელსების განლაგებისა და ბეჭდვის სისტემების თვალსაზრისით აღჭურვის შესაძლებლობების ფართო სპექტრის საფუძველზე C 400 შესანიშნავადაა კონფიგურირებული ინდივიდუალური მოთხოვნილებებისთვის
C 800 შექმნილია განსაკუთრებით გრძელი პროდუქტების შეფუთვისათვის, როგორიცაა სლაისერის კალიბრის საქონელი, სალამი ან მთლიანი თევზი.
P 400 წარმოადგენს BASELINE-სერიის სტანდარტულ კამერიან დანადგარს. მისი აღჭურვა შესაძლებელია აირის მიწოდების მოწყობილობით.