- თქვენ აქ ხართ:
- საწყისი გვერდი
- საშუალებები
- შესაფუთი საშუალებები
- გერმეტიკის შესაფუთი დანადგარი
- ლანგრის შესაფუთი სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტებისათვის
MULTIVAC
როგორც ლანგრის შესაფუთების წამყვანი მწარმოებელი ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს კლიენტებზე ვფიქრობთ. თითოეული დანადგარი მოწყობილია პროდუქტისა და ხვეულის სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით და ერწყმის ახალ არ არსებულ საწარმოო გარემოს.
ყველა MULTIVAC ლანგრის შესაფუთი მინიმალური რესურსების გამოყენების პირობებში გამოირჩევა მაქსიმალური წარმადობითა და არსებული ფართობის ოპტიმალური გამოყენებით. ის საინვესტიციო და საწარმოო ხარჯების გათვალისწინებით ეფექტური, მოქნილი, ხანგრძლივი გამოყენებისა და ეკონომიურია. მისი ერგონომიული დიზაინი და ხელსაწყოთა შეცვლის თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს შეფუთვის სხვა ფორმატზე მარტივ და სწრაფ გადაიარაღებას - და გაჩერების დროს მინიმუმამდე ამცირებს. ყველა მოდელის ინტეგრირება შესაძლებელია ავტომატიზირებულ ხაზში, ამასთან განსაკუთრებულად პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს მისი მცირე ზომა.
GMP მოთხოვნებზე მორგებული ლანგრის შესაფუთები შეიქმნა სამედიცინო და ფარმაცევტული ინდუსტრიის მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. დანადგარების დიფერენცირებული პორტფოლიო ითვალისწინებს სამედიცინო სტერილური საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტების, დიაგნოსტიკური და ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიკრობებისა და ნაწილაკებისგან გათავისუფლებით შეფუთვას. მისი მართვა უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და რეპროდუქციის შესაძლებლობას. ამისათვის ყველა მოდელს გააჩნია კალიბრირებადი სენსორიკის ფართო მასშტაბი და ხელს უწყობს შეფუთვის პროცესების ვალიდურობას.
MULTIVAC შეფუთვით თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ მარტივი ექსპლოატაცია და ეფექტურობა.
T 050 მორგებულია მედიკაციის სისტემებზე, რა დროსაც ტაბლეტები და ფხვნილის ფორმის და თხევადი მედიკამენტები ჰერმეტულად იბეჭდება. T 050 ძირითადად გამოიყენება აფთიაქებში, რომლებიც მაგალითად ახორციელებენ მოვლის მოწყობილობებისა და ამბულატორიული მოვლის მომსახურებების მიწოდებას.
T 260 ძირითადად გამოიყენება აფთიაქებში, რომლებიც მაგალითად ახორციელებენ მოვლის მოწყობილობებისა და ამბულატორიული მოვლის მომსახურებების მიწოდებას. მოდიფიცირებულ ატმოსფეროში და ნარჩენების კონტროლის პირობებში
შეფუთვისათვის ის შეიძლება აღიჭურვოს ევაკუაციისა და აერაციის სისტემებით. T 260 C წარმოადგენს T 260 - ის გაცილებით კომპაქტურ აღჭურვის ვარიანტს, რომელიც გამოიყენება აირგამტარი ფოლიოების შეკვრისათვის.
მცირე მასშტაბების დამუშავებისათვის ფარმაცევტულ სფეროში სენსიტიური პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის სულ უფრო მეტად გამოიყენება მზიდი სისტემები. ლანგრის შესაფუთებით T 300 და T 700, რომლების აღჭურვაც შესაძლებელია MULTIVAC Tray Carrier-სისტემით, MULTIVAC გთავაზობთ საკითხის ორგვარ უსაფრთხო და ეკონომიურ გადაჭრას, რათა შპრიცები, ნემსები, ამპულები, ინსტრუქციები და მცირე დეტალები შეიფუთოს ეფექტურად ცალკე ან შეიფუთოს კომბინირებულად.
მოდულარული კონსტრუქციის მეშვეობით ტრიზილერები ოპტიმალურადაა მორგებული მოთხოვნებზე, რა შემთხვევაშიც საკმარისია დასამუშავებელი სიდიდეები 1-დან გაცილებით მაღალ დამზადების დიაპაზონამდე.