ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

 

 

X-line ლანგრის შესაფუთი

მაღალი წარმადობა. საიმედოობა. მოქნილი. მომავლისათვის საიმედო.

ლანგრის შესაფუთი TX 710

ლანგრის შესაფუთი TX 710 ფართო სპექტრს მოიცავს საკვები პროდუქტების მოხმარებაში ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, ძეხვეულის, თევზისა და ფრინველიდან დაწყებული, რძის პროდუქტებით და ყველა სახის მზა კერძების ჩათვლით.

მყარი და მცირე გაბარიტიანი მექანიკური კონსტრუქცია, ასევე Flow-მენეჯერითა და მულტისენსორული კონტროლით მართვა საშუალებას იძლევა შეფუთვის პროცესი განხორციელდეს მაღალი მოქნილობითა და საიმედოობით - ასევე მაქსიმალური შედეგისა და უწყვეტი ექსპლოატაციის პირობებში. მიღებული მოქნილობისა და შეფუთვის ხარისხის კიდევ ერთ გარანტს წარმოადგენს X-tools, TX 710 -ის ხელსაწყოთა კონცეფცია.

ახალი პროდუქტის, კოლოფებისა და ფოლიოების გამარტივებული გამართვისათვის TX 710 შესაძლებელია ონლაინ იქნას დაკავშირებული MULTIVAC Pack Pilot-თან და ავტომატურად მიიღოს პერმანენტული ხასიათი. ამის შედეგად ალტერნატიული გამოყენებისათვის შესაძლებელია პროდუქციის სწრაფი სტარტი. დანადგარების ეფექტურობის მართვისათვის TX 710 ასევე გვთავაზობს MULTIVAC-ის ონლაინ სმარტ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობას.

პროდუქტის სწრაფი ცვლა

ტრისელერისათვის ტიპიური პროდუქტის, ფოლიოებისა და ხელსაწყოების ცვლა TX 710 - ის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს წარმოების მინიმალური წყვეტის პირობებში. X-tool ხელსაწყოს შეცვლისათვის მომსახურე პერსონალს ხუთ წუთზე ნაკლები სჭირდება. TX 710-ის სწრაფი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია ცვლის პროცესში დამატებით გაკონტროლდეს RFID-ტექნიკით.

ინსტრუმენტების სწრაფი ცვლილება

ყველა X-tool მოიცავს შესაბამისი შეფუთვის პროცესისათვის საჭირო ფუნქციებს. MAP-შეფუთვის ხელსაწყო მოიცავს ყველა საჭირო კომპონენტს, რომლებიც საჭიროა მაგალითად ატმოსფეროს ცვლისათვის, MultiFresh™ ხელსაწყო კი მოიცავს ყველა კომპონენტს, რომელიც საჭიროა ვაკუუმის ფენიანი შეფუთვისათვის. ამგვარად მომხმარებელს შეუძლია სწრაფად და კომფორტულად შეცვალოს კოლოფების სხვადასხვა ზომა და გამოყენების სხვადასხვა ტიპები.

ფოლიოს სწრაფი ცვლილება

TX 710-ის ფოლიოს ტრანსპორტირების სისტემა კონსტრუირებულია ფოლიოს განსაკუთრებით სწრაფი და მარტივი ცვლის უზრუნველსაყოფად. ეს ხელს უწყობს პროდუქტის სწრაფ ცვლას და ოპტიმალურ ხელმისაწვდომობას.

მოდულარული გაფართოება

მოდულარული კონსტრუქციის მეშვეობით TX 710 შესაძლებელია მოქნილად მოერგოს ახალ მოთხოვნებსა და წარმოების პროცესებს. პროდუქტის მიწოდების და შეფუთვების გატანის სისტემებით, ფოლიოს საბეჭდებით, ეტიკეტირების სისტემებით და ა.შ. ჩვენ აღჭურვისა და გადაიარაღების ფართო პორტფოლიოს გთავაზობთ.

Pack Pilot

ახალი პროდუქტის, კოლოფებისა და ფოლიოების გამარტივებული გამართვისათვის TX 710 შესაძლებელია Cloud-ზე დაფუძნებული MULTIVAC Pack Pilot-ზე წვდომა. პროდუქტსა და შეფუთვაზე ნაკლები კუთხეების დატანება ექსპერტების ცოდნას ეპყრობა და TX 710-ში აისახება. აღნიშნული თავიდანვე კარგ საწარმო და შეფუთვის შედეგებს განაპირობებს.

მაქსიმალური საიმედოობა

TX 710 გამოირჩევა მაქსიმალური საიმედოობით როგორც ხანგრძლივი გამოყენებისა და მაქსიმალური მუშაობის შემდეგ, ისე პროდუქტისა და ხელსაწყოების ხშირი ცვლისას. პროდუქტის დამზოგველი შეფუთვის პროცესი და პროდუქტის თანაბარი მიწოდება წარმოადგენს ხანგრძლივი და უსაფრთხო შეფუთვისა და წარმოების შედეგის საფუძველს.

ოპტიმალური პროდუქცია და საიმედო პროცესი

ინოვაციური Flow-მენეჯერით იმართება TX 710-ის მძლავრი სერვო-ამძრავი. ის უზრუნველყოფს შეფუთვების მიწოდების, შეფუთვის პროცესისა და შეფუთვების გატანის პროცესების ერთმანეთთან ოპტიმალურ შერწყმას. ეს განაპირობებს პროდუქტის დამზოგველ შეფუთვის პროცესს და უზრუნველყოფს პროდუქტის თანაბარ მიწოდებას. რეკომენდირებული მაჩვენებლებიდან გადახრის შემთხვევაში Flow-მენეჯერი ავტომატურად არეგულირებს პროდუქტის ნაკადს. ამასთანავე მულტისენსორული კონტროლი ხელსაწყოთა არეალში ახდენს პროცესის მაჩვენებლების ოპტიმირებას და წვლილი შეაქვს მაქსიმალურ საიმედოობასა და შეფუთვის მაქსიმალური ხარისხის უზრუნველყოფაში.

სხვადასხვა კოლოფებისა და ფოლიოების საიმედო გადამუშავება

კოლოფების ტრანსპორტირების სისტემა, ასევე X-tool ზუსტად და საიმედოდ ამუშავებს მასალების ფართო სპექტრს. ეს მოიცავს სინთეზური და მონომასალისგან დამზადებული, ალუმინის, აქაფებული მასალის, ასევე ისეთი ნედლეულის ტიპიური კოლოფების უსაფრთხო დაბეჭდვას, როგორიცაა MULTIVAC PaperBoard ან PLA. ამასთან მოქნილი მასალები ისევე საიმედოდ მუშავდება, როგორც მაგალითად ექსტრემალურად თხელი ფოლიოები. ფოლიოს განსაკუთრებით ზუსტი ტრანსპორტირება უზრუნველყოფს ფოლიოს ხაზში ფოლიოს ოპტიმალურ მოხმარებას.

უსაფრთხო მართვა

Multitouch-მართვა მომსახურების ზედაპირით HMI 3 უზრუნველყოფს მარტივ და უსაფრთხო მოხმარებას და ის შესაძლებელია ინდივიდუალურად იქნას რეგულირებული შესაბამისი მომხმარებლის მიერ. ანიმაციები, ასევე სწრაფი გამოყენებისა და პროცესის კონტროლის ოპცია (Dashboard) მომხმარებელს მიზანმიმართულად უწყობს ხელს საქმიანობის დროს. ყოველივე ეს მოიცავს სხვადასხვა ხელმისაწვდომობისა და სხვადასხვა ენის გამოყენების შესაძლებლობას. მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება უკონტაქტოდ RFID ჩიპ-ბარათის მეშვეობით. 18,5 ინჩიანი ეკრანის დიაგონალი მოხმარების ტექმინალს აწვდის ყველა ინფორმაციას.

მაქსიმალური სიმძლავრე და ხელმისაწვდომობა

TX 710 გთავაზობთ განსაკუთრებულ წარმადობას და ხელმისაწვდომობას. ეს წარმოადგენს ინოვაციური მართვის, ფართო სენსორიკის და საიმედო კომპონენტების ოპტიმალური თანაქმედების შედეგს.

უსაფრთხო პროცესით განპირობებული მაქსიმალური წარმადობა

Flow Manager და მულტი სენსორული კონტროლის განუმეორებელი კავშირი ყოველ ტაქტში წარმოადგენს მაქსიმალური წარმადობისა და პროცესის მაქსიმალური სტაბილურობის გარანტიას. იმ შეფუთვების შემთხვევაში, რომლებიც ატმოსფეროს შეცვლის გარეშე იბეჭდება, TX 710-ის მეშვეობით შესაძლებელია წუთში 25 ტაქტამდე იქნას მიღწეული. მოდიფიცირებული ატმოსფეროს პირობებში შეფუთვისას TX 710 გამოირჩევა განსაკუთრებული წარმადობით, რამაც შესაძლებელია წუთში 18 ტაქტს მიაღწიოს. MultiFresh™ ვაკუუმის ფენიანი შეფუთვების შემთხვევაში დანადგარის კონსტრუქცია წუთში 10 ტაქტიანი წარმადობით უზრუნველყოფს შეფუთვისა და პროდუციის შესანიშნავ ოპტიკურ მახასიათებლებს.

სწრაფი წმენდა და ტექნიკური მომსახურება

TX 710 -ის კონსტრუქცია აკმაყოფილებს საკვები პროდუქტების ჰიგიენური მოთხოვნებს. ჰიგიენური მოთხოვნების დამცავი კონსტრუქცია და მაღალი ხარისხის მასალები უზრუნველყოფს საიმედო და სწრაფი წმენდის პროცესს. დანადგარის შიდა სივრცეში არსებული კონსტრუქციები, როგორიცაა მაგალითად კოლოფების ტრანსპორტირების სისტემა, ხაზები, რომლებიც შესაძლებელია მოხსნილი იქნას ხელსაწყოს გარეშე და ფორმატირების დეტალები, ასევე პასუხობს ჰიგიენურ მოთხოვნებს. ფართოფორმატიანი პარკებითა და დამცავი საფარებით კოლოფების შეფუთვის მთელი პროცესი მარტივად ექვემდებარება კონტროლს და მარტივი ხელმისაწვდომია წმენდისა და ტექნიკური მომსახურების პროცესისათვის.

მომავლისათვის საიმედო

TX 710 სამომავლო მოთხოვნებთან გასამკლავებლად აღჭურვილია მოდულარული სისტემით. ინოვაციური მართვა, ფართო სენსორიკა და ზუსტი სერვო-ტექნიკა, განუმეორებელი X-tool ხელსაწყოები, ასევე MULTIVAC Cloud - თან ოპტიმალური კავშირი უზრუნველყოფს იმას, რომ TX 710 საუკეთესოდ იქნას მომზადებული მომავლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

MULTIVAC სმარტ სერვისები

TX 710-სათვის ხელმისაწვდომია სმარტ სერვისები, რომელთაც ეფექტურობის ზრდა და დანადგარის წარმადობის გაზრდა შეუძლიათ. სმარტ სერვისებში სხვებთან ერთად იგულისხმება OEE ანალიზები, Machine Event Analyzer და Predictive Maintenance.

 

OEE-ანალიზები გამოსახავენ სიმძლავრეს, წარმადობას და ხარისხს დროის მონაკვეთში. აქედან მიღებული მიმოხილვა ქმნის გამჭვირვალობას და გამოსახავს შესაძლო სამანიპულაციო სივრცეს ოპტიმიზაციისათვის.

 

Machine Event Analyzer აფასებს ხარვეზებს, მითითებებსა და ველის შეტყობინებებს, რათა იდენტიფიცირებული იქნას დანადგარის გაჩერების მიზეზები. ამ ინფორმაციის მეშვეობით შესაძლებელია გაუმჯობესებული იქნას დანადგარის გაჩერების ყველაზე ხშირი მიზეზები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს პროდუქციის წარმოება.

 

დიაგნოსტიკური მომსახურებისა და დისტანციური ტექნიკური გამართვის სფეროებში MULTIVAC კლიენტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება სხვადასხვა ოფციონალურ სივრცის-პაკეტებთან დაკავშირებით.

MULTIVAC Pack Pilot

ახალი პროდუქტის, კოლოფებისა და ფოლიოების გამარტივებული გამართვისათვის TX 710 შესაძლებელია Cloud-ზე დაფუძნებული MULTIVAC Pack Pilot-ზე წვდომა. პროდუქტსა და შეფუთვაზე ნაკლები კუთხეების დატანება ექსპერტების ცოდნას ეპყრობა და TX 710-ში აისახება. აღნიშნული თავიდანვე კარგ საწარმო და შეფუთვის შედეგებს განაპირობებს.

 

 

TX ტექნოლოგია

მულტისენსორული კონტროლი

TX 710 აღჭურვილია ფართო სენსორული მექანიზმით. მულტისენსორული კონტროლი ხელსაწყოების სფეროში აღრიცხავს პროცესის რელევანტურ მაჩვენებლებს და ახდენს მის ოპტიმიზაციას ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებში. ამის შედეგად TX 710 ყოველთვის წარმოების ოპტიმალურ პუნქტში მუშაობს. მას წვლილი შეაქვს მაქსიმალურ წარმადობასა და საიმედოობაში, ასევე შეფუთვის მაქსიმალური ხარისხის უზრუნველყოფაში.

 

X-ხელსაწყოები

X-tools წარმოადგენს ხელსაწყოთა ახალ თაობას, რომლებიც შეიქმნა ჩვენი TX-სერიის ტრისელერებისათვის. ინტეგრირებული სენსორებით ხელსაწყოთა შეცვლისას ავტომატურად ფიქსირდება ხელსაწყოს ზედა ნაწილი და ხელსაწყოში ინტეგრირებული მონაცემები გადადის მართვაში. ეს უზრუნველყოფს ხელსაწყოთა განსაკუთრებით სწრაფ და საიმედო შეცვლას, მათ შორის სხვადასხვა დანადგარებს შორის. RFID-ტექნიკის მეშვეობით არჩევით შესაძლებელია იდენტიფიცირებული იქნას ხელსაწყოთა სხვადასხვა ნაწილები და ასევე მჭიდები. დეტალების მცირე რაოდენობითა და ვაკუუმისა და დამცავი გაზის სადენების ხელმისაწვდომობით X-tools-ის გაწმენდა და ტექნიკური მომსახურება მარტივადაა შესაძლებელი. მაქსიმალურად მაღალი და თანაბრად გადანაწილებული ბეჭდვის ძალით უზრუნველყოფილია შეფუთვის მუდმივად მაღალი ხარისხი.

 

Flow Manager: ოპტიმალური პროდუქცია და საიმედო პროცესი

ინოვაციური Flow-მენეჯერით იმართება TX 710-ის მძლავრი სერვო-ამძრავი. ის უზრუნველყოფს შეფუთვების მიწოდების, შეფუთვის პროცესისა და შეფუთვების გატანის პროცესების ერთმანეთთან ოპტიმალურ შერწყმას. ეს განაპირობებს პროდუქტის დამზოგველ შეფუთვის პროცესს და უზრუნველყოფს პროდუქტის თანაბარ მიწოდებას. რეკომენდირებული მაჩვენებლებიდან გადახრის შემთხვევაში Flow-მენეჯერი ავტომატურად არეგულირებს პროდუქტის ნაკადს. ამასთანავე მულტისენსორული კონტროლი ხელსაწყოთა არეალში ახდენს პროცესის მაჩვენებლების ოპტიმირებას და წვლილი შეაქვს მაქსიმალურ საიმედოობასა და შეფუთვის მაქსიმალური ხარისხის უზრუნველყოფაში.

დაგვიკავშირდით

თანხმობა*

მდგრადი შეფუთვა

MAP- და ვაკუუმის შეფუთვები კვლავ წარმოების მასალით

MULTIVAC PaperBoard მდგრადი შეფუთვები წარმოადგენს ქაღალდის ბაზისზე შექმნილ რისაიკლინგის ციკლის შეფუთვას. ამისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას გადასაჭიმი შეფუთვის დანადგარები და ტრისელერები.