ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

შესაფუთი მასალები

დიდი მრავალფეროვნება - ფოლიოები, ყუთები, ქაღალდის ბაზისზე შექმნილი მასალა.

შეფუთვის ოპტიმალური შედეგი ეფუძნება კარგად გამოცდილ დანადგარების ტექნოლოგიასა და საუკეთესოდ შერჩეულ მასალებს. ფოლიოების, ყუთების, პარკების, ასევე ქაღალდის ბაზაზე შექმნილი მასალის შექმნისა და წარმოებისათვის ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ წამყვან მწარმოებლებთან და ამასთანავე ვითვალისწინებთ შესაბამის დარგში დამკვიდრებულ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

MULTIVAC გთავაზობთ შესაფუთი მასალების ფართო სპექტრს, რომლებიც შესანიშნავად არის მორგებული ჩვენი შეფუთვის სისტემებზე და ამის შედეგად უზრუნველყოფილია შეფუთვის ოპტიმალური შედეგი. პორტფოლიო მოიცავს ფოლიოებს, ყუთებს და პარკებს, ასევე ქაღალდის ბაზისზე შექმნილ მასალებს. ამასთანავე ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ წამყვან მწარმოებლებთან.

MULTIVAC-ის ყველა შესაფუთი მასალა წარმოებულია საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალებისათვის განსაზღვრული უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენი პროდუქციის ფოლიოს წარმოება ხორციელდება ისეთი სტანდარტების გათვალისწინებით, როგორიცაა HACCP, BRC/IoP, ასევე შესაბამისი EU- და FDA ინსტრუქციები.

ფოლიეები

ჩვენი მთავარი კომპეტენცია: შეფუთვა ფოლიოს ბაზაზე



ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ შემოსაკრავი ფოლიოების დამუშავებისას საფუძვლიან ექსპერტიზას და გამოცდილებას. ჩვენი პროდუქციის ფართო პორტფოლიოთ ჩვენ ვპასუხობთ ყველა ინდივიდუალურ მოთხოვნას და სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას მასალების ოპტიმალურ დამუშავებასთან დაკავშირებით.

ფოლიოები შეფუთვის ოპტიმალური შედეგისთვის

ჩვენი ფოლიოების პროგრამა მოიცავს მხოლოდ ისეთ მასალებს, რომლებიც დეტალურად მოწმდება ჩვენს ცენტრში და ჩვენი შეფუთვის სისტემების პირობებში შეფუთვის ოპტიმალურ შედეგს უზრუნველყოფს. ჩვენი პროგრამა ასევე მოიცავს ფოლიოებს, რომლებიც ფოლიოების წამყვან მწარმოებლებთან ერთად სპეციალურად MULTIVAC ტექნოლოგიის თვის არის შექმნილი. აღნიშნული მასალებით ხარისხის და ხარჯების ეფექტურობის მხრივ ვიღებთ შეფუთვის ოპტიმალურ შედეგებს. ამას სხვა მრავალთა შორის უზრუნველყოფს ჩვენი MultiFresh™-ფოლიოების პროგრამა, რომელიც ვაკუუმის და შემოსაკრავი შეფუთვა ენისათვის მოიცავს ზედა და ქვედა ფოლიოების სხვადასხვა ხარისხს.

მაქსიმალური ხარისხი და პროცესის უსაფრთხოება

ჩვენი ფოლიოების პროგრამა მოიცავს მხოლოდ წამყვანი მწარმოებლების მასალებს, რომლებიც პასუხობს საკვები პროდუქტების შეფუთვის ინდუსტრიისათვის დადგენილ ნორმებსა და წესებს.

ჩვენი ფოლიოების პროგრამას მუდმივად ვხვეწავთ ჩვენს ინდუსტრიულ პარტნიორებთან ერთად და ჩვენი წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ აღნიშნული მასალები ოპტიმალურად დამუშავდეს ჩვენს დანადგარებზე და ამის შედეგად მიღებული იქნას შეფუთვის ოპტიმალური შედეგი.

MultiFresh™ ფოლიოები

MultiFresh™ შეფუთვა შედგება ფორმის მიმცემი ქვედა ფენისა და მოქნილი ზედა ფოლიოსაგან, რომელიც პროდუქტს ფარავს დაჭიმვის გარეშე და სრულყოფილად კრავს მას ქვედა ფენასთან.

Multi-Cook™-ფოლიოები

Multi-Cook™-ფოლიოები MULTIVAC შემოსაჭიმი შეფუთვის დანადგარებზე მუშავდება პროცესის უსაფრთხოების და მაღალი ეფექტურობის პირობებში.

FormShrink®-ფოლიოები

FormShrink® შეფუთვების წარმოებისთვის MULTIVAC-ი გთავაზობთ ყოვლისმომცველ ფოლიე-პროგრამას, რომელიც სპეციალურად მორგებულია FormShrink® შესაფუთი სისტემების მოთხოვნებზე.

შემოსაკრავი ფოლიოები

ვაკუუმის, MAP ან ვაკუუმის საფარიანი შეფუთვების წარმოებისათვის MULTIVAC გთავაზობთ შემოსაკრავი ფოლიოების ფართი პროგრამას, რომელიც შექმნილია ჩვენი კლიენტების პროდუქტებისა და დამუშავებასთან დაკავშირებული თავისებურებებისათვის.

საფარი ფოლიოები

ვაკუუმის, MAP ან ვაკუუმის საფარიანი შეფუთვების წარმოებისათვის MULTIVAC გთავაზობთ შემოსაკრავი ფოლიოების ფართი პროგრამას, რომელიც შექმნილია ჩვენი კლიენტების პროდუქტებისა და დამუშავებასთან დაკავშირებული თავისებურებებისათვის.

ღარიანი ქვესადგამები

ყუთების პორტფოლიო მოიცავს სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერისა და მასალის კოლოფებს. თქვენ შეგიძლიათ დამუშავებისათვის გამოიყენოთ სხვადასხვა შესაძლებლობები, როგორიცაა მაგალითად MAP და/ან ვაკუუმის შემოსაკრავი შეფუთვები.

იმისათვის, რომ ჩვენს კლიენტებს ხარისხისა და მოქნილობის მაქსიმუმი შევთავაზოთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ვაკუუმის ჯამების წამყვან მწარმოებლებთან მსოფლიო მასშტაბით.

პარკები (ვაკუუმის პარკები და შემოსაჭიმი პარკები)

კამერული და კამერული კონვეირული დანადგარებისთვის ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის ვაკუუმის და შესაკუმშ პარკებს, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა ზომით, ფორმით და მასალით. მოცემულ სფეროშიც ჩვენ მხოლოდ წამყვან მწარმოებლებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც პარკების წარმოებისას პასუხობენ ყველა ძირითად რეგულაციასა და ინდუსტრიულ სტანდარტს. კლიენტის სურვილის შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ პარკებს დამატებითი ტექნიკური შესაძლებლობებით.

ქაღალდის შესაფუთი მასალები

PaperBoard-ის მეშვეობით MULTIVAC სხვადასხვა გადაწყვეტილებას გთავაზობთ ქაღალდზე დაფუძნებული მასალებით შეფუთვისათვის.



ქაღალდის ბაზისზე შექმნილი მასალების შექმნისათვის, რომლებიც მუშავდება MULTIVAC სტანდარტულ სისტემაზე, ჩვენ ვთანამშრომლობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც თავიანთ სფეროში ტექნოლოგიების წამყვან ფირმებს წარმოადგენს. 

MULTIVAC სისტემაზე შესაძლებელია რეალიზირებული იქნას როგორც MAP, ისე შემოსაკრავი შეფუთვები, რომელიც დამზადებულია ქაღალდის მასალისაგან. ამასთან ჩვენი PaperBoard პროგრამა მოიცავს როგორც ვაკუუმის შეფუთვისათვის გათვალისწინებულ მასალებს, ისე ტრისელერებზე დამუშავებისათვის გათვალისწინებულ მასალებს. ამასთანავე შეფუთვის სისტემები შესაძლებელია შეიქმნას წარმადობის მიმართ ჩვენი კლიენტების ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად

შეიტყვეთ მეტი >

მდგრადი შეფუთვა

შესაფუთი მასალების გამოყენების შემცირება. რესაიკლინგის ოპტიმალური შესაძლებლობა. განახლებადი რესურსებით დამზადებული შესაფუთი მასალები.

ჩვენ მხარდაჭერას გაგიწევთ თქვენი შეფუთვების რესაიკლინგის შესაძლებლობის ზრდაში და ხელოვნური მასალის გამოყენების შემცირებაში. MULTIVAC კონსულტანტები, შესაფუთი მასალების ექსპერტები და ტექნიკოსები თქვენს გვერდით არიან მსოფლიო მასშტაბით!