Multi-Cook™-ფოლიოები MULTIVAC შემოსაჭიმი შეფუთვის დანადგარებზე მუშავდება პროცესის უსაფრთხოების და მაღალი ეფექტურობის პირობებში. ამასთან ფორმირებისა და ბეჭდვის მოკლე პროცესები შესაძლებელს ხდის ტაქტის მაღალ წარმადობას. გადამუშავების ფართო ფანჯარა და შესანიშნავი მექანიკური და თერმული თვისებები MultiCookTM -ს გადამუშავებას მარტივსა და უსაფრთხოს ხდის.
ვინაიდან ფოლიოების გამოყენება შესაძლებელია -60 -დან +220 C - მდე ტემპერატურულ დიაპაზონში, შესაძლებელია შეფუთული საკვები პროდუქტები გაცივდეს ან გაიყინოს და დამუშავდეს ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში.
გარდა ამისა MultiCook™ ფოლიოები გთავაზობთ ბეჭდვის მაღალ სიმყარეს და ამდენად უზრუნველყოფს მომხმარებლის ოპტიმალურ უსაფრთხოებას. გახევისადმი მათი მაღალი მდგრადობა საშუალებას იძლევა შეიფუთოს ბასრკიდეებიანი პროდუქტებიც.
42µ - 150µ
საშუალო ბარიერი
PET
გამჭვირვალე
*მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ხარისხის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება
MultiCook™ მათი მონოსტრუქტურის წყალობით უზრუნველყოფს შესაფუთი სისტემის გაუმჯობესებულ რესაიკლინგს.
ყველა MultiCook™ ფოლიო იწარმოება საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალებისათვის დადგენილი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ჩვენი პროდუქციის ფოლიოს წარმოება ხორციელდება ისეთი სტანდარტების გათვალისწინებით, როგორიცაა HACCP, BRC/IoP, ასევე შესაბამისი EU- და FDA ინსტრუქციები.
ინოვაციური MultiCook™ შეფუთვის კონცეფცია სახლში მაღალი ხარისხის საკვების მომზადებას შესაძლებელს ხდის სუფთად და გარანტირებული შედეგით. მაღალი ღირებულება თქვენ გზას გაგიხსნით ბაზარზე ახალი შანსებისა და მაღალი მარჟებისკენ.