MultiFresh™ შეფუთვა შედგება ფორმის მიმცემი ქვედა ფენისა და მოქნილი ზედა ფოლიოსაგან, რომელიც პროდუქტს ფარავს დაჭიმვის გარეშე და სრულყოფილად კრავს მას ქვედა ფენასთან. ამგვარად პროდუქტი მყარად ფიქსირდება ქვედა ფენაზე და ის შესაძლოა წარმოდგენილი იქნას დაკიდებულ ან მდგომარე პოზიციაში. გარდა ამისა ვაკუუმის გარსიანი შეფუთვა ხელს უშლის პროდუქტიდან წვენის გამოსვლას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მისი ვარგისიანობის გახანგრძლივებაში. მაღალი გამჭვირვალობის შემოსაკრავი ფოლიოები ამასთანავე გაყიდვის პუნქტში ზრდის შეფუთული პროდუქტის ატრაქტიულობას.
MultiFresh™-ფოლიოების პროგრამა სიგანის თვალსაზრისით უნიკალურია და შესანიშნავი შეფუთვის შედეგის წყალობით ბაზრის სტანდარტებს პასუხობს. ის მოიცავს ყველა ტიპიური პრობლემის გადაჭრის გზებს და ასევე ინდივიდუალური დაბეჭდვის სისტემებს, როგორიცაა სკინსპილი, ბურსტსპილი და მონო ქვედა ფოლიოზე დაბეჭდვა.
MultiFresh™ ზედა ფოლიოების პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სისქის და სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლის, როგორიცაა მაგალითად ბარიერული თვისებები, მქონე საფარებს. ამგვარად ისინი გამოდგება სხვადასხვა პროდუქტების შესაფუთად (ფორმა, სიმაღლე, კონზისტენცია და ა.შ.) და სხვადასხვა ქვედა ფენის პირობებში დაბეჭდვისათვის. ამით შესაძლებელია პროდუქტები მაღალი სუპერნატანტით ან პროდუქტები ბასრპირიანი შემადგენელი ნაწილებით მიმზიდველად და უსაფრთხოდ შეიფუთოს. ჩვენი ფოლიოების პროგრამა მოიცავს სილიკონის ფოლიოებს, რომლებიც ხასიათდება ჟანგბადის მაღალი გამტარობით, რათა ახალი თევზის შეფუთვისას დაცული იქნას FDA-მოთხოვნები.
ყველა MultiFresh™-ზედა ფოლიო იბეჭდება ინდივიდუალურად მართვითი წნევითა და მიზნობრივი წნევით.
80µ - 150µ
მაღალი ბარიერი
სპეციალური ფოლიო ჟანგბადის მაღალი გამტარობით (FDA რეგულაციების შესაბამისად ახალი თევზის შეფუთვისათვის)
PE, APET ან PP -ზე
გამჭვირვალე
*მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ხარისხის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება
MultiFresh™-ქვედა ფოლიოს პროგრამა მოიცავს ქვედა დგამებსა და ჯამებს, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა მასალისაგან, რომლებსაც აქვს სხვადასხვა ფერი და სისქე და ასევე სხვადასხვა მახასიათებლები.
ყველა MultiFresh™ ფოლიო იწარმოება საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალებისათვის დადგენილი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ჩვენი პროდუქციის ფოლიოს წარმოება ხორციელდება ისეთი სტანდარტების გათვალისწინებით, როგორიცაა HACCP, BRC/IoP, ასევე შესაბამისი EU- და FDA ინსტრუქციები.
Packaging Solutions:
MultiFresh™
4.54 MB PDF
In China the current meat consumption of 62 kilograms per head annually is around two kilos higher than in Germany. Despite state-sponsored campaigns to reduce meat consumption, this trend is likely to continue due to rising incomes. Consumer behaviour, particularly among the urban population, also shows a growing…
MULTIVAC offers solutions from one source for producing vacuum skin packs - these include both the packaging machines and the films.
With its deep, clear and cold fjords, Norway is a paradise for salmon and salmon farms alike. Best conditions therefore for Seafood Farmers of Norway AS, which was founded in 1986, and its parent company the HOFSETH Group, which processes the freshly caught fish and exports most of it abroad. In order to increase the…
MultiFresh™ is a packaging concept for producing high-quality vacuum skin packs which meet the wide range of demands in the market, and which can be produced on both thermoforming packaging machines and traysealers. The diversity of the MultiFresh™ film range is unique in the market.
MultiFresh™ შეფუთვის პროცესისათვის გამოიყენება სპეციალურად ამისთვის შექმნილი შესაფუთი დანადგარები და ასევე ინოვაციური MultiFresh™ შესაფუთი მასალები. დანადგარების და შესაფუთი მასალების შესანიშნავი თანხმობის შედეგად იქმნება უნიკალური ხარისხის და დახვეწილი ვაკუუმის-გარსიანი-შეფუთვები.