- თქვენ აქ ხართ:
- საწყისი გვერდი
- საშუალებები
- შესაფუთი საშუალებები
- შეკუმშვისა და საშრობი მოწყობილობები
MULTIVAC
MULTIVAC წარმოადგენს ცალსახად გამოყენებაზე ორიენტირებულ შეფუთვების წამყვან მწარმოებელს. ჩვენი დეტალური, ძალზე დიფერენცირებული პორტფოლიო ფორმის, ფუნქციის, აღჭურვის შესაძლებლობებისა და გამოყენების სფეროების თვალსაზრისით ყველა სურვილის გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა.
MULTIVAC -ის გახმობისა და გაშრობის მოწყობილობები იძლევა გახმობის შესანიშნავი შედეგის გარანტიას მინიმალური ტემპერატურისა და ოპტიმალური ენერგომოხმარების პირობებში. მოწყობილობები ზუსტად იმართება და მათი გამოყენება მარტივია. ისინი ერგება ახალ ან არსებულ წარმოების გარემოს.
MULTIVAC-ის სახმობების სხვადასხვაგვარი ფუნქციონირების პრინციპი სიმძლავრისა და პროდუქციის ნაკადის თვალსაზრისით ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ოპტიმალური მორგების შესაძლებლობას იძლება. ამასთანავე, როგორც ჩატვირთვის ცისტერნის, ისე გვირაბის კომბინირება შესაფუთ დანადგარებთან და საშრობ მოწყობილობებთან უპრობლემოდაა შესაძლებელი.
მაღალეფექტური მფრქვევანებით აღჭურვილი MULTIVAC-ის საშრობები უზრუნველყოფენ შესაფუთი პროდუქტისა და შეფუთვის დაცვას არასაჭირო სიცხისაგან და თერმოშეფუთვების საკმარის სიმშრალეს შემდგომი დამუშავებისათვის. შეფუთვების ეტიკეტირება ან მუყაოში შეფუთვა ხდება დაუყოვნებლივ.
SE 60 მოქნილი გამოყენების ჩატვირთვის ცისტერნას წარმოადგენს, რომელიც წარმადობის, მოხმარებისა და დიზაინის თვალსაზრისით იდეალურად სრულყოფს MULTIVAC-ის დასადგამ და ორკამერიან დანადგარებს.
ჩატვირთვის ცისტერნის SE 320 სიმძლავრე მორგებულია ლენტის ყალიბიანი კამერიანი დანადგარებისა და გადაჭიმული შეფუთვების წარმადობაზე.
ჩატვირთვის ცისტერნის SE 335 სიმძლავრე წარმადობისა და შეფუთვის ზომის თვალსაზრისით ლენტის ყალიბიანი კამერიანი დანადგარების მაქსიმალურ წარმადობას გვაძლევს.
SE 120 წარმოადგენს კომპაქტურ სატრანსპორტო გვირაბს და მაღალი წარმადობით ახმობს ლენტის ყალიბიანი კამერიანი დანადგარებისა და გადაჭიმული შეფუთვების წარმოების შედეგს.
სახმობი გვირაბი SE 135 წარმადობისა და შეფუთვის ზომის თვალსაზრისით ლენტის ყალიბიანი კამერიანი დანადგარების მაქსიმალურ წარმადობას გვაძლევს.
TE 120 წარმოადგენს კომპაქტურ სატრანსპორტო გვირაბს და მაღალი წარმადობით სახმობი მოწყობილობების SE 120 და SE 320 პროდუქტს.
სახმობი გვირაბი TE 135 წარმადობისა და შეფუთვების ზომის თვალსაზრისით მორგებულია სახმობ მოწყობილობებზე SE 135 და SE 335.
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.