MULTIVAC
ჩვენ წარმოდგენილნი ვართ, როგორც თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარების მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი. ყველგან მსოფლიოს მასშტაბით.
MULTIVAC-ის დანადგარების პორტფოლიო ბაზარზე ერთადერთია - და ზომის, წარმადობისა და ფუნქციის თვალსაზრისით ეკონომიური მიდგომის ყოველგვარ მოთხოვნას პასუხობს. ჩვენი კომპაქტური შესაფუთი დანადგარები, ისევე როგორც ჩვენი მაღალი წარმადობის შესაფუთი დანადგარები და ახალი X-ხაზი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, სანდოობით, ხანგრძლივი მოხმარებითა და ვარიაციების მრავალფეროვნებით. მოდულარული და ფართო კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ინდივიდუალურად იქნას შერჩეული მაქსიმალური წარმადობის დანადგარები არსებული ფართობის ოპტიმალური გამოყენების პირობებში.
როგორც პრობლემის ერთიანი მოგვარების ავტორი ჩვენ ფოკუსირებული ვართ არა მხოლოდ ჩვენი კლიენტების ინვესტიციებსა და საწარმოო ხარჯებზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეფუთვის უბადლო შედეგებზე. აქედან გამომდინარე ჩვენი დანადგარები და შესაფუთი მასალები ერთმანეთზე ზედმიწევნით მორგებულია და მუდმივად ითვალისწინებს შესაფუთი მასალის, შეფუთვის ატმოსფეროს, დანადგარისა და პროდუქტის ურთიერთქმედებას.
მოთხოვნებს შეესაბამება ასევე ჩვენი უსაფრთხოებისა და ჰიგიენის კონცეფცია. MULTIVAC შეფუთვები პროცესის უსაფრთხოების, რეპრუდუქციული შესაძლებლობებისა და მოხმარების კომფორტის თვალსაზრისით გვთავაზობთ სტანდარტებს, რომელიც საჭიროა ყოველ კონკრეტულ საწარმოო სივრცეში. არც მეტი, არც ნაკლები.
წარმადობა: ★★★✩✩
მცირე და საშუალო პარტიები
გაჭიმვი მაქიმალური სიღრმე: 130 მმ
მოჭრის სიგრძე: < 500 მმ
ფოლიოს სიგანე: 250, 285, 320, 355, 420, 459 მმ
წარმადობა ★★★★★
განსაკუთრებით დიდი პარტიები, პროდუქტის სწრაფი ცვლა
გადაჭიმვის მაქსიმალური ხელშეწყობა 230 მმ
მოჭრის სიგრძე: < 1300 მმ
ფოლიოს სიგანე 320, 355, 420, 459, 560 მმ
წარმადობა ★★★★★ | Smart Services: ★★★★★
განსაკუთრებით დიდი პარტიები, პროდუქტის სწრაფი ცვლა
გადაჭიმვის მაქსიმალური ხელშეწყობა 230 მმ
მოჭრისსიგრძე < 1300 მმ
ფოლიოს სიგანე 320, 355, 420, 459, 560 მმ
MULTIVAC შესაფუთი დანადგარების აღჭურვა მისადაგებულია სამედიცინო სტერილური პროდუქტებისა და ფარმაცევტული ნაწარმის განსაკუთრებულ მოთხოვნებზე. შესაბამის საწარმოო მოცულობაზე მისადაგებითა და სათანადო ჰიგიენური სტანდარტებით გთავაზობთ ყველა წარმადობის კლასის დანადგარებს.
X-line -ით MULTIVAC ახლიდან წარმოგიდგენთ შემოსაკრავ შეფუთვებს. ზედმიწევნით დიგიტალიზაცია, გაფართოებული სენსორიკა და MULTIVAC Cloud -თან კავშირში შეფუთვის, ხარისხის, წარმადობისა და სამომავლო უსაფრთხოების მხრივ ქმნის ახალ განზომილებას.
Thermoforming packaging machines:
Food
8.70 MB PDF
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.