MULTIVAC
MULTIVAC არის ბაზარზე თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარების მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი..
ჩვენი დანადგარების პორტფოლიო ზომის, წარმადობისა და ფუნქციონირების თვალსაზრისით განუმეორებელია.
MULTIVAC-ის კომპაქტური შეფუთვები გამოირჩევა მარტივი და უსაფრთხო გამოყენების შესაძლებლობით, ასევე მოქნილობითა და ეკონომიურობით. კომპაქტური და მოდულარული კონსტრუქცია, ასევე მოდელისათვის სპეციფიკური აღჭურვის კონცეფციები კლიენტის ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინების საშუალებას იძლევა. ამდენად ჩვენი კლიენტები სარგებლობენ MULTIVAC-ის უპირატესობებით როგორც საწყის ისე საშუალო წარმადობის სფეროებში
R 081 წარმოადგენს MULTIVAC-ის ყველაზე კომპაქტურ დანადგარს. ის საიმედოდ ამუშავებს რბილ და მყარ ფოლიოს და გამოირჩევა ხარისხისა და ფასის შესანიშნავი კომბინაციით. R 081, რომელიც 3 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ძალზე მცირე საწარმოო ფართებში.
R 085 როგორც დამწყები დანადგარი სტანდარტული გამოყენების პირობებში გაფართოებული კონფიგურაციის საშუალებას იძლევა. ის ამუშავებს რბილ და მყარ ფოლიოს და იკავებს მცირე ფართობს. როგორც R 085 e-concept ის მხოლოდ ელექტრულად მუშაობს და არ საჭიროებს წნევიან ჰაერსა და ცივი წყლის მიერთებას. ამის შედეგად ის წარმოებაში სხვადასხვა ადგილას მარტივად შეიძლება იქნას გამოყენებული.
R 105 არის მოთხოვნის შესაბამისად წინასწარ კონფიგურირებული თერმოფორმირების შეფუთვის დანადგარი წარმადობის შუა დიაპაზონში. ის გამოირჩევა მცირე სივრცის საჭიროებით და ფასისა /წარმადობის მომხიბვლელი თანაფარდობით. როგორც R 105 e-concept ის მხოლოდ ელექტრულად მუშაობს და არ საჭიროებს წნევიან ჰაერსა და ცივი წყლის მიერთებას. ამის შედეგად ის წარმოებაში სხვადასხვა ადგილას მარტივად შეიძლება იქნას გამოყენებული.
R 126 არის მოთხოვნის შესაბამისად წინასწარ კონფიგურირებული თერმოფორმირების შეფუთვის დანადგარი წარმადობის შუა დიაპაზონში. ის სტანდარტული გამოყენებისას ფართო კონფიგურირების საშუალებას იძლევა და შეფუთვებისათვის ინდივიდუალური სახის მიცემას უზრუნველყოფს.
კომპაქტური შეფუთვების სეგმენტში R 145 -ის სახით ჩვენ თავისუფალი კონფიგურაციის მოდელს ვფლობთ. აღჭურვის სპექტრის გაფართოების შედეგად R 145 გაცილებით მაღალი წარმადობის, ფორმატის სწრაფი ცვლისა და ასევე შეფუთვის ინდივიდუალური ფორმირების - კონტურული და პორციული შეფუთვების ეფექტური წარმოების საშუალებას იძლევა.
R 105 MF წარმოადგენს MultiFresh™ ვაკუუმის ფენის შეფუთვების წარმოების დასაწყებ დანადგარს, რომელიც მცირე ფართობს იკავებს. მცირე პარტიების შემთხვევაშიც კი ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლებელია რეალიზებული იქნას მაქსიმალური ვარგისიანობა და პროდუქტის ლამაზად წარმოჩენა.
R 175 MF წარმოადგენს შეფუთვის ეფექტურ სისტემას ლამაზი MultiFresh™ ვაკუუმის ფენის შეფუთვების წარმოებისათვის. გაფართოებული კონფიგურაციის შესაძლებლობებისა და მაღალი წარმადობის პარალელურად R 175 MF ქმნის შეფუთვებს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ გამძლეობას. R 175 MF მეშვეობით შესაძლებელია პროდუქციის ფართო სპექტრის შეფუთვა მაქსიმალური ვარგისიანობისა და უზადო ვიზუალური მხარის შენარჩუნების პირობებში.
R 155 წარმოადგენს გადაჭიმვის შესაფუთ დანადგარს FormShrink შეკუმშული შეფუთვების წარმოებისათვის. შეკუმშვის ავტომატიზებულ მოწყობილობასთან კავშირში შესაძლებელია განსაკუთრებულად კომპაქტური შეკუმშული შეფუთვის ხაზის რეალიზაცია. R 155-ით შესაძლებელია ლამაზი და ჰიგიენური შეფუთვა მცირე საწარმოო ფართობზეც.
In 2014 the Société Interprofessionnelle des Bouchers et Charcutiers Abatteurs à Surgères - SIBCAS for short - replaced its chamber machine with a compact R 085 thermoforming packaging machine. The company was able to double its output, and it laid the foundation for further growth.
Chatha Foods Pvt. Ltd is one of the leading meat-processing companies in India. It is not only the appetising products and high level of quality awareness that are impressive, but also the meteoric rise of the company to top class status.
Last year MULTIVAC equipped each of the 43 retail outlets of the Swedish supermarket chain, Bergendahls/City Gross, with a
R 105 MF for packing fresh meat in vacuum skin packs. The compact thermoforming packaging machines support Bergendahls in optimising its internal logistics, and they make a significant…
Nice Garden Industrial Co. Ltd. has set itself the task of bringing high-quality and healthy products from the farm to the consumer's table. “Food derived from animal sources can in our view only be healthy for the consumer and suitable for consumption, if we pay the greatest attention to quality in the early stages of…
MultiFresh™ შეფუთვის პროცესისათვის გამოიყენება სპეციალურად ამისთვის შექმნილი შესაფუთი დანადგარები და ასევე ინოვაციური MultiFresh™ შესაფუთი მასალები. დანადგარების და შესაფუთი მასალების შესანიშნავი თანხმობის შედეგად იქმნება უნიკალური ხარისხის და დახვეწილი ვაკუუმის-გარსიანი-შეფუთვები.
MULTIVAC პორტფოლიო მოიცავს შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მარკირების და ხარისხის კონტროლის სისტემებს და ასევე პრობლემის ავტომატიზებული გადაჭრის შესაძლებლობას. ჩვენს პროდუქციის პროგრამას ასრულებს შეფუთვის პროცესში პორციონირების, პროცესინგის და ცხობის ტექნიკის სფეროების ჩართული კომპონენტები. ჩვენი ფართო კომპეტენციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა მოდული ჩართული იქნას ერთიან პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ მოხმარების და პროცესის უსაფრთხოებას და მაღალ ეფექტურობას.