- თქვენ აქ ხართ:
- საწყისი გვერდი
- საშუალებები
- შესაფუთი საშუალებები
- თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარები
- თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარები სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტებისათვის
MULTIVAC არის თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარების მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი.
ჩვენი დანადგარების პორტფოლიო ზომის, წარმადობისა და ფუნქციონირების თვალსაზრისით განუმეორებელია. MULTIVAC შესაფუთი დანადგარების აღჭურვა მისადაგებულია სამედიცინო სტერილური პროდუქტებისა და ფარმაცევტული ნაწარმის განსაკუთრებულ მოთხოვნებზე. შესაბამის საწარმოო მოცულობაზე მისადაგებითა და სათანადო ჰიგიენური სტანდარტებით გთავაზობთ ყველა წარმადობის კლასის დანადგარებს. MULTIVAC-ის კომპაქტური შეფუთვებიც კი გამოირჩევა მარტივი და უსაფრთხო გამოყენების შესაძლებლობით, ასევე მოქნილობითა და ეკონომიურობით. ჩვენი კლიენტები უკვე სარგებლობენ MULTIVAC-ის უპირატესობებით როგორც საწყის ისე საშუალო წარმადობის სფეროებში.
MULTIVAC - ის მაღალი წარმადობის შესაფუთ დანადგარებს შეუძლია კლიენტისათვის სპეციფიკური სპეციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამის შედეგად ისინი ბაზარზე უზრუნველყოფს კლიენტისათვის ინდივიდუალურ გადაჭრას შესაფუთი მასალის, შეფუთვის თვისებების, საბოლოო პროდუქტის, მოქნილობის, ავტომატიზაციისა და სერიულობის თვალსაზრისით.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამედიცინო სტერილური ნაწარმის სტერილურ გარემო პირობებში შეფუთვა, MULTIVAC-ის შესაფუთი დანადგარების ინდივიდუალური კონფიგურაცია შესაძლებელია გაწმენდის, პროცესის უსაფრთხოების, სტერილური სივრცისათვის გამოსადეგობის და ასევე მონაცემთა გადაცემის მოთხოვნების დაცვით.
აღჭურვის სხვადასხვა მოდულების მეშვეობით ჩვენი შესაფუთი დანადგარები შესაძლებელია ჩაერთოს საწარმოს ორგანიზაციისა და მონაცემთა სტრუქტურაში, როგორიცაა MES-, ERP- ან BDE-სისტემები.
MULTIVAC Clean Design™ შესაფუთ დანადგარებს სენსიტიური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური პროდუქტების შეფუთვისათვის მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნია. დანადგარები მცირე მასშტაბების შემთხვევაში მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას გთავაზობთ, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ სრულ Line Clearance-ს.
დანადგარების ინოვაციური კონცეფცია შესაძლებელს ხდის პროცესისა და ტექნიკის სივრცეების გამიჯვნას. გამჭვირვალე კორპუსი ფართო კარებებით უზრუნველყოფს უშუალო შეხებისა და გარემო პირობებისგან დაცვას. ამასთანავე ის უზრუნველყოფს სრულყოფილ ვიზუალიზაციასა და გაწმენდას.
MULTIVAC Clean Design™ შესაფუთი დანადგარები შესაფუთი მასალის, ფორმატის ზომისა და დაჭიმვის სიღრმის თვალსაზრისით მაღალი მოქნილობით გამოირჩევა. ფორმატის სწრაფი და მარტივი ცვლა შესაძლებელს ხდის დანადგარის შედარებით მცირე მასშტაბებით გამოყენებას. შეფუთვის სისტემა ორიენტირებულია Modified Atmosphere Packages (MAP) წარმოებისათვის.
ზედმიწევნით მოდულარული კონსტრუქცია დანადგარის ინსტრუქტირებისა და გაფართოების თვალსაზრისით ფართო მოქნილობას გთავაზობთ. ის ასევე შესაძლებელს ხდის ავტომატიზაციის, იდენტიფიკაციისა და ინსპექციის ცვლად ინტეგრაციას.
ენერგოეფექტური სერვოძრავები უზრუნველყოფს სიზუსტეს ფოლიოს ტრანსპორტირებისას. ცალმხრივი ჯაჭვური მართვა (ოპცია) უზრუნველყოფს შესაფუთი მასალის საუკეთესო გამოყენებას.
Machine acceptances and initial sample productions can be carried out at MULTIVAC under cleanroom conditions!