ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

X-line შესაფუთი დანადგარები კვების პროდუქტებისათვის

'MULTIVAC არის თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარების მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი. ჩვენი დანადგარების პორტფოლიო ზომის, წარმადობისა და ფუნქციონირების თვალსაზრისით განუმეორებელია.  

 

შესაფუთი დანადგარების უახლესი თაობით, X-line-ით, MULTIVAC შეფუთვის პროცესისა და 4.0 /IoT ინდუსტრიის საკითხების ციფრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. უზადო დიგიტალიზაციის, ფართო სენსორული აღჭურვისა და MULTIVAC Cloud ქსელში ჩართვით X-line შეფუთვის უსაფრთხოების, ხარისხისა და გამძლეობის თვალსაზრისით ახალ განზომილებას აღწევს.

X-line Thermoforming packaging machine RX 4.0

 

შეფუთვის მაქსიმალური უსაფრთხოება

 

შეფუთვის თანაბარი ხარისხი

 

უმაღლესი წარმადობა

 

მომავლისათვის საიმედო

მულტისენსორული კონტროლი

X-line გააჩნია სენსორების აქამდე მიუწვდომელი ხარისხი, რის შედეგადაც მულტისენსორული კონტროლი პროცესის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. სენსორული სისტემა ჩაკეტილ ავტომატური რეგულირების ჯაჭვში პერმანენტულად განსაზღვრავს სრულიად განსხვავებულ პროცესის მაჩვენებლებს, მაგალითად ფორმის მიცემის, ევაკუაციისა და დაბეჭდვისათვის. ფორმის მიცემისა და დაბეჭდვის აღჭურვილობები ელექტრონული სენსორული მოდულის მეშვეობით ინტეგრირებულია სენსორის რეგულაციაში. პროცესის ყველა ეტაპი ოპტიმალურადაა კომბინირებული, პროდუქტითა და სისტემით განპირობებული განსხვავებები შეძლებისდაგვარად ავტომატურადაა დაბალანსებული და დანადგარის მომხმარებლის მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციები თავისთავად აღიქმება და გამოვლინდება. ამის შედეგად X-line პერმანენტულად მუშაობს ოპტიმალურ საწარმოო პუნქტში.

 

MULTIVAC Pack Pilot

MULTIVAC Pack Pilot საშუალებას იძლევა მართვის მხარდაჭერით დანადგარის ოპტიმალური მოწყობისათვის. შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და პროდუქტის მახასიათებლების, ასევე ხელსაწყოების მონაცემების შერჩევის შედეგად ახალი რეცეპტების მიწოდებისას დანადგარი თავად ირჩევს საჭირო პარამეტრებს. ამის შედეგად დანადგარის გამოყენება შეუძლია პირს, რომელიც სპეციალურ ცოდნას არ ფლობს. Pack Pilot ხელი მიუწვდება ფართო საექსპერტო ინფორმაციაზე, რომელიც წელიწადში 1.000-ზე მეტი შეფუთვის ახალი სახეობით მდიდრდება. ამავდროულად საწყის ეტაპზე დანაკარგების გარეშე ხარისხისა და წარმადობის შენარჩუნების პირობებში X-line ქმნის შეფუთვებს, რომლებიც მაქსიმალური უსაფრთხოებით გამოირჩევა.  

X-ხელსაწყოები

X-line ხელსაწყოთა ახალი თაობა, X-tools, ბაზარზე მინიმალური საწარმოო ხარჯების გარანტიას იძლევა. X-tools აღჭურვილია დიზაინის, სენსორული სისტემისა და აქტორიკის სფეროში არსებული ყოველგვარი სიახლით. ის უზრუნველყოფს შედარებით მოკლე ევაკუაციის დროს და ამის შედეგად წვლილი შეაქვს გაცილებით მაღალი ტაქტური შედეგის მიღწევაში. X-tools ოპტიმალურად შეიძლება იქნას დარეგულირებული ისე, რომ კიდის ჩამოჭრები გაცილებით ვიწრო იყოს. ამის შედეგად ფოლიოს დანაკარგი 30 პროცენტამდე მცირდება. ხელსაწყოების ყველა ელემენტი კოდირებულია და მათი იდენტიფიცირება ხდება შესაფუთი დანადგარის მიერ. ხელსაწყოს მართებული ინსტალაციის პირობებში დანადგარი ავტომატურად არეგულირებს პარამეტრებს და პროცესის ოპტიმალური მართვის შესაძლებლობას იძლევა. მოხმარების უსაფრთხოება განსაკუთრებით იზრდება ისეთი დანადგარების შემთხვევაში, რომლებზეც ხშირად იცვლება ფორმატი.

 

მომხმარებლის ინტერფეისი HMI 3.0

X-line აღჭურვილია მოხმარების ინოვაციური კონცეფციით. ინტუიციურად გამოყენებად Multi-Touch ზედაპირს HMI 3 აქვს მაღალი რეზოლუცია და სრულიად შეესაბამება დღევანდელი მობილური აპარატების მოხმარების ლოგიკას. ის შესაძლებელს ხდის მარტივ და უსაფრთხო მოხმარებას და მისი რეგულირება შესაძლებელია ინდივიდუალურად. ყოველივე ეს მოიცავს სხვადასხვა ხელმისაწვდომობისა და სხვადასხვა ენის გამოყენების შესაძლებლობას. მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება უკონტაქტოდ RFID ჩიპ-ბარათის მეშვეობით. დანადგარის ყველა რელევანტური პარამეტრი გამოისახება ეკრანზე.

 

 

შეფუთვის მაქსიმალური უსაფრთხოება

 

შეფუთვის თანაბარი ხარისხი

 

უმაღლესი წარმადობა

 

მომავლისათვის საიმედო

MULTIVAC X-line RX 4.0

 

 

ჯილდო  

Anuga FoodTec-ზე X-line დაჯილდოვებული იქნა 2018 წლის FoodTec-ის ოქროს მედლით.

დაგვიკავშირდით

თანხმობა*

ინტერვიუ გვიდო სპიქსთან, MULTIVAC Sepp Haggenmüller SE & Co. KG - ის გენერალურ დირექტორთან

„უპირატესობები სახეზეა: შეკვეთების რეალურ დროში შესრულება, უახლესი მონაცემები, რომლებსაც შეუძლია სამუშაო დროის ოპტიმიზაცია და მიწოდების ვადების დაცვა და ასევე შესაძლებელს ხდის ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას.“

„ჩვენი Smart Services წარმოადგენს სერვის პაკეტს, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი კლიენტებისათვის შეფუთვის პროცესის ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაში."

> სტატიის წაკითხვა ახლა