ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

შეფუთვები მოდიფიცირებული ატმოსფეროთი (MAP)

MAP-შეფუთვის შემთხვევაში ბუნებრივი ატმოსფერო შეფუთვაში იცვლება დაფასოებულ საქონელზე მორგებული მოდიფიცირებული ატმოსფეროთი.

შეფუთვები დამცავი ატმოსფეროთი

დამცავი ატმოსფეროთი შეფუთვისას (MAP-შეფუთვები) ატმოსფერო შეფუთვაში იცვლება პროდუქტზე მორგებული აირების ნარევით, იმისათვის რომ შენარჩუნდეს პროდუქტის ფორმა, ფერი და სიახლე. დამცავი ატმოსფერო როგორც წესი შედგება ნახშირორჟანგის, აზოტისა და ჟანგბადისგან.

გამოყენება

როგორც წესი დამცავი ატმოსფეროთი ხდება შემდეგი პროდუქტების შეფუთვა: ნედლი/ახალი კვების პროდუქტები, ცილის/პროტეინის შემცველი პროდუქტები, პურპროდუქტები, ისევე როგორც პროდუქტები სამედიცინო ტექნიკიდან და ტექნიკური პროდუქტები.

უპირატესობები

MAP-შეფუთვის უპირატესობებს მიეკუთვნება შესაფუთი პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივება და ხარისხის უზრუნველყოფა, ისევე როგორც ხელის შეხებისგან და ტრანსპორტირებისგან დაცვა, გარემოს ზეგავლენებისგან დაცვა, შეფუთვის შიგთავსის მთლიანობის დაცვა, ასევე სამედიცინო პროდუქტების დაცვა და შეფუთვების შესაძლო შემდგომი სტერილიზაცია.

საკვები პროდუქტების შეფუთვისას MAP-ის გამოყენებით შესაძლებელია მიღწეულ იქნას ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივება საკვები დანამატების გამოყენების გარეშე.

შეფუთვაში მოდიფიცირებული ატმოსფეროს გამოყენებით სამრეწველო და სამომხმარებლო საქონელი შეიძლება დაცული იქნას კოროზიისაგან.

სამედიცინო ტექნიკის სფეროში მოდიფიცირებული ატმოსფერო გამოსადეგია მგრძნობიარე სამედიცინო პროდუქციის და მოხმარების საგნების დასაცავად. ვალიდირებად პროცესში მოდიფიცირებული ატმოსფეროს და სხვადასხვა აირების ნარევები შეიძლება გამოყენებულ იქნას შეფუთვების შემდგომი სტერილიზაციისთვის.

შესაფუთი მანქანები და შესაფუთი მასალები

ამ ტიპის შეფუთვა შეიძლება დამზადდეს თერმოფორმირების შესაფუთ დანადგარზე, გერმეტიკის შესაფუთ დანადგარზე და ვაკუუმის კამერებზე.

EMAP: წონასწორობის ატმოსფერო

EMAP-შეფუთვის შემთხვევაში შესაფუთ ფოლიეში მიკროპერფორაციის შედეგად შეიძლება ადგილი ქონდეს ატმოსფერულ გაცვლას შეფუთვასა და გარემოს შორის. ამგვარად ჩნდება შეფუთვაში წონასწორული ატმოსფერო.

გამოყენება

EMAP არის გახანგრძლივებული გამძლეობის წონასწორობის ატმოსფერო ახალი ხილისა და ბოსტნეულისთვის - მთლიან მდგომარეობაში ან მომზადებული.

უპირატესობები

EMAP-შეფუთვის უპირატესობებს განეკუთვნება შეფუთული პროდუქტების უფრო ხანგრძლივი გამძლეობა კონსერვანტების გამოყენების გარეშე. სტაბილური და დახურული შეფუთვა უზრუნველყოფს დაცვას ხელყოფისგან გაყიდვის განსაზღვრულ ადგილზე. ასეთი შეფუთვები უზრუნველყოფენ ასევე მიმზიდველ პრეზენტაციას გაყიდვის ადგილზე.

FreshSAFE-ით MULTIVAC გთავაზობთ შეფუთვის სისტემას ინტეგრირებული საპერფორაციო მოწყობილობით თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარებისა და გერმეტიკის შესაფუთი დანადგარებისთვის, რომლებშიც შეფუთვის პროცესში ხდება ზედა ფოლიეს პერფორირება. ამგვარად შეიძლება სტანდარტული ფოლიეს დამუშავება და საჭირო აღარ არის პერფორირებული ფოლიეს დასაწყობება.

შესაფუთი მანქანები და შესაფუთი მასალები

EMAP-შეფუთვები შეიძლება დამზადდეს თერმოფორმირების შესაფუთ დანადგარზე და ასევე გერმეტიკის შესაფუთ დანადგარზე.    შესაფუთ მასალად საჭიროა წინასწარ პერფორირებული ფოლიეები ან სტანდარტული ფოლიეები MULTIVAC–ის მაპერფორირებელი დანადგარით.

განყოფილების ფილტრი
MULTIVAC-ის განყოფილების ფილტრი
თქვენ ეძებთ კონკრეტულ შეფუთვას გარკვეული დარგისთვის?

შეინახეთ აქ თქვენი დარგის MULTIVAC-ფილტრი და თქვენი სტუმრობის დროს MULTIVAC--ის ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ მხოლოდ თქვენი დარგისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!

სცადეთ ეს!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ბოლო მონახულების დროს აარჩიეთ თქვენი MULTIVAK-ფილტრი. გააგრძელეთ ამ პოზიციიდან ან შეცვალეთ თქვენი არჩევანი.

წარმატებებს გისურვებთ!