ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

თერმოშემჭიდროვებადი შეფუთვები

მჭიდროდ მიკრული შეფუთვები

თერმოშემჭიდროვებადი შეფუთვების შემთხვევაში ხდება შესაფუთი საქონელის ვაკუუმურად შეფუთვა თერმოშემჭიდროვებად სპეციალურ ფოლიეში. ფოლიეს შემჭიდროვების თვისებები აქტიურდება ცხელ წყალთან ხანმოკლე კონტაქტით. ამით იკუმშება ფოლიე და მჭიდროდ შემოეკვრება პროდუქტს.

FormShrink

FormShrink® არის ეკონომიური და ავტომატიზებული ალტერნატივა შემჭიდროვებადი პარკებით შეფუთვისა. FormShrink®-ის შეფუთვის პროცესისთვის გამოიყენება თერმოფორმირების ფოლიეები შეკუმშვის განსაკუთრებული თვისებებით, რომლებიც აქტიურდება შეკუმშვის მილში. შედეგი: მიმზიდველი შეფუთვები, რომლებიც პროდუქტებს მთლიანად გარს ეკვრის როგორც მეორე გარეკანი. ამასთან, ხდება ჩვეულებრივი თერმო შემჭიდროვების შეფუთვებისგან ცნობილი გამოშვერილი ფოლიეების ნარჩენების შემცირება. გარდა ამისა მარტივად და კომფორტულად გასახსნელად შეფუთვა შეიძლება აღიჭურვოს მოსახევი კუთხით.

გამოყენება

განსაკუთრებულად ეფექტური FormShrink® მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას თერმოშემჭიდროვებადი შეფუთვებისთვის შესაფერისი ყველა კვების პროდუქტისთვის, როგორებიცაა ახალი ხორცი, ხორცპროდუქტები, ფრინველი, ყველი ან ნახევარფაბრიკატები. გარდა ამისა, FormShrink® შეფუთვები ასევე გამოსადეგია როგორც სატრანსპორტო შეფუთვა წინასწარ დაჭრილი საქონელისთვის.

უპირატესობები

FormShrink®-ით ყოველი პროდუქტი იღებს ინდივიდუალური მასის    შეფუთვას მიუხედავად მისი ფორმისა და ზომისა. ამით შესაძლებელი ხდება პროდუქტების შეფუთვა მიუხედავათ პარკების ზომების შეზღუდული არჩევანისა და ტომრის არახელსაყრელი პროპორციებისა. ინტეგრირებული ტოპიარი ზუსტად და ავტომატურად ყოფს/აცალკევებს ფოლიეს გამოშვერილ/ზედმეტ ნაწილებს.  FormShrink®-შეფუთვები სურვილის მიხედვით შეიძლება აღიჭურვოს მოსახევი ენით, რომელიც შეფუთვის მარტივი და კონტროლირებადი გახსნის საშუალებას იძლევა.

FormShrink® ფოლიეები გამჭირვალეა და ხელმისაწვდომია სტანდარტული ფერების და ასევე ინდივიდუალური შეფერვის ფართო სპექტრში. ამგვარად თერმოშემჭიდროვებადი შეფუთვებისთვისაც არსებობს შეფუთვის გაფორმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები.

თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარის ჩარჩოსებრი დალუქვა აწარმოებს დალუქვის ნაკერებს განსაკუთრებული სიმტკიცითა და გამძლეობით. აქედან გამომდინარე, შეფუთვები გთავაზობთ გაზრდილი უსაფრთხოებას შენახვის, ტრანსპორტირების და მთელი ლოგისტიკის დროს საბოლოო მომხმარებლამდე. შესაფუთი ღრუების ზემოდან შევსებით და ასევე არჩევითი ჩასმული ფირფიტებით ხდება დალუქვის ადგილის სისუფთავის და ამით დალუქვის ნაკერის ხარისხის ოპტიმიზაცია.

დასაფასოებელ პროდუქტზე მორგებული შეფუთვის ფორმით ასევე განსაკუთრებულად თხელი FormShrink® ფოლიეს გამოყენებით შესაძლებელია შესაფუთი მასალის ხარჯვის დაახლოებით 20 პროცენტამდე შემცირება ჩვეულებრივ თერმოშემჭიდროვებად ტომრებთან შედარებით ანდა 50 პროცენტამდე შემცირება PVC (პოლივინქლორიდი) გარსობრივ შეფუთვებთან შედარებით.

ეფექტური თერმოფორმირების პროცესი ციკლის მაღალი სიჩქარით, ასევე პროდუქტის მიწოდების მარტივი ავტომატიზაცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამომუშავებას შეფუთვის მუდმივად მაღალი ხარისხისა და სიზუსტის პირობებში.

შესაფუთი მანქანები და შესაფუთი მასალები

FormShrink-შეფუთვები შეიძლება დამზადდეს თერმოფორმირების შესაფუთ დანადგარზე R 155, თერმოფორმირების შესაფუთ დანადგარზე R 255 ასევე თერმოფორმირების შესაფუთ დანადგარზე R 555.

FormShrink® შეფუთვების წარმოებისთვის MULTIVAC-ი გთავაზობთ ყოვლისმომცველ ფოლიე-პროგრამას, რომელიც სპეციალურად მორგებულია FormShrink® დანადგარების მოთხოვნებზე. შეფუთვის მანქანის, შესაფუთი მასალის და თერმოშემჭიდროვების მოწყობილობის ურთიერთქმედების შედეგად ავტომატიზირებულად, საიმედოდ და ყველაზე მაღალი გამომუშავებით იქმნება თერმოშემჭიდროვების შეფუთვები ნოვატორული ხარისხით.

ოპტიმალური შეფუთვის შედეგის მისაღწევად FormShrink® ფოლიე-პროგრამა მოიცავს ქვედა და ზედა ფურცლების/ფოლიეების სხვადასხვა ხარისხებს. ფოლიეს პროგრამა მორგებულია პროდუქტის სხვადასხვა ფორმებსა და სიმაღლეებზე. ამით შესაძლებელია განსაკუთრებით პატარა ან დიდი პროდუქტების ასევე პროდუქტების ბასრპირიანი შემადგენელი ნაწილებით მიმზიდველად და უსაფრთხოდ შეიფუთვა. ყველა FormShrink® ფოლიე მზადდება Krehalon Industrie B.V.-ს მიერ და შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და სტანდარტებს.

განყოფილების ფილტრი
MULTIVAC-ის განყოფილების ფილტრი
თქვენ ეძებთ კონკრეტულ შეფუთვას გარკვეული დარგისთვის?

შეინახეთ აქ თქვენი დარგის MULTIVAC-ფილტრი და თქვენი სტუმრობის დროს MULTIVAC--ის ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ მხოლოდ თქვენი დარგისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!

სცადეთ ეს!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ბოლო მონახულების დროს აარჩიეთ თქვენი MULTIVAK-ფილტრი. გააგრძელეთ ამ პოზიციიდან ან შეცვალეთ თქვენი არჩევანი.

წარმატებებს გისურვებთ!