ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

გარეკანიანი შეფუთვები

მიმზიდველი პრეზენტაცია და მაქსიმალური გამძლეობა

ვაკუუმის გარეკანიანი შეფუთვებისას ხდება შესაფუთი პროდუქტის ფორმით სტაბილურ ბაზაზე/ძირზე ან ასაწყობ ლანგარზე სპეციალური გარეკანის ფოლიეთი მთელ ზედაპირზე გერმეტიულად დაფასოება. MultiFresh™-ით და Isopak-ით MULTIVAC-ი გთავაზობთ სხვადასხვა შესაძლებლობებს ვაკუუმის გარეკანიანი შეფუთვების დასამზადებლად.

MultiFresh™- ვაკუუმის-გარეკანიანი შეფუთვა პროდუქტის ოპტიმალური პრეზენტაციისა და გამძლეობისთვის

MultiFresh™ შეფუთვები გარს არტყიან პროდუქტს როგორც მეორე ტყავი.  ზედა ფოლიე/ფენა მჭიდროდ და ზეწოლის გარეშე ეხვევა გარს პროდუქტს, ისე რომ არ ცვლის მის ფორმასა თუ შიგთავსს. ამგვარად ხდება ასევე ბასრი ან მყარი შემადგენელი ნაწილებიანი პროდუქტების საიმედოდ შეფუთვა, როგორებიცაა მაგ. ძვლები და ნიჟარები. რადგანაც გარეკანის ფოლიე შეფუთვის შიგთავსს აფიქსირებს და ზედაპირზე სრულყოფილი გერმეტიზაცია პროდუქტის სითხის გადმოსვლას ხელს უშლის, ამიტომ MultiFresh™ შეფუთვებით შესაძლებელია პროდუქციის წარმოდგენა დამდგარ, დაკიდებულ და დაწვენილ მდგომარეობებში. კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს დაფასოებული პროდუქტის გამძლეობაში.შეფუთვის პროცესისათვის გამოიყენება ამ მეთოდისთვის შემუშავებული MULTIVAC-ის შესაფუთი დანადგარები ასევე ინოვაციური MultiFresh™ შესაფუთი მასალები.  დანადგარისა და შესაფუთი მასალების სრულყოფილი ურთიერთქმედების შედეგად იქმნება მაღალი ხარისხის და მიმზიდველი ვაკუუმის გარეკანის შესაფუთები.

გამოყენება

MultiFresh™ შეფუთვები შესაფერისია უპირველეს ყოვლისა მაღალი ხარისხის პროდუქციისთვის, როგორებიცაა ხორცპროდუქტები, თევზეული და ზღვის პროდუქტები, ფრინველი, მზა საკვები, ყველი და ღვეზელები. პროდუქტები რომლებსაც ახასიათებთ წვენის გაჟონვა ასევე უნდა დაფასოვდეს MultiFresh™-ით, როგორც კვების პროდუქტები რომლებსაც აქვთ მომეტებული მოთხოვნები გამძლეობაზე. შეფუთვის ეს სახეობა განკუთვნილია პროდუქტებისთვის მაქსიმალური სიმაღლით 125მმ, სადაც პროდუქტი დასაშვებია რომ გადაცილდეს ქვედა ფოლიეს/ფოლგის დონეს სიმაღლეში 90მმ-მდე.

უპირატესობები

MultiFresh™ შეფუთვა გამოირჩევა იმით, რომ ის პროდუქტის ხარისხს და სინედლეს/სიახლეს, ფერს და სტრუქტურას    ბუნებრივად წარმოაჩენს და აპიქსირებს პროდუქტს ზეწოლის გარეშე.  ზედაპირზე სრულყოფილი გერმეტიზაციით პროდუქტის სითხის გადმოსვლა ეფექტურად მცირდება. ინტეგრირებადი კუთხის კანტის მეშვეობით შეფუთვა ადვილად იხსნება. შეღებვით, მეტალიზაციით, დაბეჭდვით, დაშტამპვით და ეტიკეტირებით შესაძლებელია MultiFresh™ შეფუთვა მიმზიდველად და ინფორმატიულად შემუშავდეს. მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება ასევე დაფასოებული პროდუქტის შენახვის ვადა.

შესაფუთი მანქანები და შესაფუთი მასალები

შეფუთვის სისტემად გამოიყენება თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარები და გერმეტიკის შესაფუთი დანადგარები. მაშინ როცა გერმეტიკის შესაფუთი დანადგარებისას გამოიყენება ზომებში საკმარისად გათვლილი სტანდარტული ლანგრები, თერმოფორმირების შესაფუთი პროცესი საშუალებას იძლევა რომ შესაფუთი ძირი ინდივიდუალურად დაპროექტდეს. ეს შეიძლება მაგალითად აღიჭურვოს წიბოებით, რადიუსებით, ძირის ანაბეჭდებით და მსგავსი ფორმებით, რომლებიც ემსახურება შეფუთვის სტაბილურობის გაზრდას, ოპტიკურ დიზაინს/კონსტრუირებას და ბრენდის პროფილირებას.

MultiFresh™ შეფუთვები შეიძლება დამზადდეს შემდეგ დანადგარებზე:

  • თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარი R 105 MF
  • თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარი R 175 MF
  • თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარი R 275 MF
  • თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარი R 575 MF
  • გერმეტიკის შესაფუთი დანადგარი


MultiFresh™-ს განეკუთვნება ვრცელი გარეკანის ფოლიე-პროგრამა, რომელიც სპეციალურად MultiFresh™ დანადგარების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
 

ოპტიმალური შეფუთვის შედეგის მისაღწევად MultiFresh™ ფოლიე-პროგრამა მოიცავს ქვედა და ზედა ფურცლების/ფოლიეების სხვადასხვა ხარისხებს. ზედა ფოლიეს პროგრამა მორგებულია პროდუქტის სხვადასხვა ფორმებსა და სიმაღლეებზე. ამით შესაძლებელია პროდუქტები მაღალი სუპერნატანტით ან პროდუქტები ბასრპირიანი შემადგენელი ნაწილებით მიმზიდველად და უსაფრთხოდ შეიფუთოს. ქვედა ფოლიეები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერის, სისქის და სხვადასხვა აქერცვლის თვისებებით. ყველა MultiFresh™ ფოლიე მზადდება წამყვანი მწარმოებლების მიერ და შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და სტანდარტებს.

Packaging Solutions:
MultiFresh™
4.54 MB PDF

PDF ჩამოტვირთვა

Isopak: პროდუქტის მიმზიდველი პრეზენტაცია ვაკუუმის გარეკანის შეფუთვაში

Isopak-ის მეთოდისას პროდუქტს მჭიდროდ ეკვრის ზედა ფოლიე, რომელიც მთელ ზედაპირზე ქვედა ფოლიეთია დალუქული. კანტისებრი დალუქვა შეფუთვის კონტურის გასწვრივ შეფუთვის დამატებით უსაფრთხოებას უწყობს ხელს. ეს უზრუნველყოფს შეფუთვის მიმზიდველ შესახედაობას და ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას, რადგანაც ხდება წვენის გამოჟონვის თავიდან აცილება.

გამოყენება

Isopak-შეფუთვები განკუთვნილია დაჭრილი პროდუქტებისა ან თევზის ფილეებისთვის მაქსიმალური სიმაღლით 20 მმ. პროდუქტები რომლებსაც ახასიათებთ წვენის გაჟონვა ისევე უნდა დაფასოვდეს როგორც კვების პროდუქტები რომლებსაც აქვთ მომეტებული მოთხოვნები გამძლეობაზე.

უპირატესობები

Isopak-შეფუთვები უზრუნველყოფენ დაფასოებული პროდუქტების მაქსიმალურ გამძლეობას ისევე როგორც მიმზიდველ შესახედაობას – როგორც დაკიდებულ ასევე დამდგარ მდგომარეობაში. მჭიდროდ მიკრული ზედა ფოლიეს მე ხდება დაფასოებული პროდუქტის ხარისხის ხაზგასმა. დაჭრილი პროდუქტები არ ეკვრის ერთმანეთს. ინტეგრირებადი კუთხის კანტის მეშვეობით შეფუთვა ადვილად იხსნება. ფოლიეების წამყვანი მწარმოებლების შესაფუთი მასალების ფართო სპექტრის შედეგად მოცემულია დიზაინის სხვადასხვა შესაძლებლობები, მათ შორის პრიალა და ლითონიზებული ზედაპირები.

შესაფუთი მანქანები და შესაფუთი მასალები

Isopak-შეფუთვები შეიძლება დამზადდეს შემდეგ დანადგარებზე:

  • თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარი R 265
  • თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარი R 565


შესაფუთ მასალად Isopak-თვის საჭიროა შესაბამისი გარეკანის ფოლიეები.

განყოფილების ფილტრი
MULTIVAC-ის განყოფილების ფილტრი
თქვენ ეძებთ კონკრეტულ შეფუთვას გარკვეული დარგისთვის?

შეინახეთ აქ თქვენი დარგის MULTIVAC-ფილტრი და თქვენი სტუმრობის დროს MULTIVAC--ის ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ მხოლოდ თქვენი დარგისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!

სცადეთ ეს!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ბოლო მონახულების დროს აარჩიეთ თქვენი MULTIVAK-ფილტრი. გააგრძელეთ ამ პოზიციიდან ან შეცვალეთ თქვენი არჩევანი.

წარმატებებს გისურვებთ!