ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

ვაკუუმის შეფუთვები

ახანგრძლივებენ ვარგისიანობის ვადას.

ვაკუუმის ქვეშ შეფუთვა ახანგრძლივებს პროდუქტების ვარგისიანობის ვადას, რადგანაც ატმოსფეროს გამოდევნით პროდუქტის მიკრობული გაფუჭება ნელდება. ვაკუუმის შედეგად ხდება ასევე პროდუქტის დაფიქსირება შეფუთვაში და ამით დამატებით მისი დაცვა მექანიკური ზეგავლენებისგან. ამავდროულად მცირდება შეფუთვის მოცულობა.

გამოყენება

ვაკუუმის შეფუთვები გამოსადეგია ყველა სახის კვების-, სამედიცინო-, სამრეწველო- და სამომხმარებლო პროდუქციისთვის.

უპირატესობები

ვაკუუმის შეფუთვებს შეუძლიათ კვების პროდუქტების ხარისხის და სინედლის უფრო ხანგრძლივად შენახვა. ჟანგბადის გამოდევნით ხდება ჟანგბადზე დამოკიდებული მიკროორგანიზმების გამრავლების შეფერხება და დაჟანგვის პროცესის შემცირება.

სამომხმარებლო და სამრეწველო პროდუქციის შეფუთვისას ატმოსფეროს გამოდევნით ხდება შესაფუთი პროდუქტის დაცვა დაჟანგვისაგან. ვაკუუმის შედეგად ხდება ასევე პროდუქტის დაფიქსირება შეფუთვაში და ამით დამატებით მისი დაცვა მექანიკური ზეგავლენებისგან. ამავდროულად მცირდება შეფუთვის მოცულობა.

შესაფუთი მანქანები და შესაფუთი მასალები

ვაკუუმის შეფუთვები შეიძლება დამზადდეს თერმოფორმირების შესაფუთ დანადგარზე, გერმეტიკის შესაფუთ დანადგარზე და ვაკუუმის კამერებზე.