- თქვენ აქ ხართ:
- საწყისი გვერდი
- საშუალებები
- გადამუშავების გადაწყვეტილებები
- ცომის დამუშავება
MULTIVAC
მრავალი ათწლეულია FRITSCH დანადგარები მსოფლიო მასშტაბით მსოფლოში ეფექტურად გამოიყენება. ჩვენი მოთხოვნა: ცომის დამზოგველი დამუშავება, შეძლებისდაგვარად მაღალი მოქნილობა და პროცესის მაქსიმალური უსაფრთხოება. ხანგრძლივი ექსპლოატაციისას მაღალი წარმადობით მუშაობის პირობებში.
ვინაიდან ჩვენ ვიცნობთ ბაზარს და ჩვენი კრეატიული კლიენტების მოთხოვნილებებს. და მრავალწლიან ტექნოლოგიურ ცოდნას და სახელოსნო უნარებს ვუკავშირებთ ცომისა და მისი დამუშავებისკენ სწრაფვას. ამგვარად მრავალფეროვანი ცომეული პროდუქტების ეფექტური და ზუსტი წარმოებისათვის იქმნება განუმეორებელი ხარისხის დანადგარები. დიდი და ასევე მცირე რაოდენობებით.
ჩვენი პირველი ROLLFIX 1956 ჩვენ განვსაზღვრეთ მასშტაბები - და ეს გრძელდება დღემდე. გასაბრტყელებელი დანადგარების კლასიკური ნიმუშები სხვადასხვა კონსტრუქციითა და წარმადობის კლასით. ყველა მოდელი შთაბმეჭდავია ცომის დამზოგველი და ერთგვაროვანი გაბრტყელებით, მათი მარტივი გამოყენებითა და მარტივი რეპროდუქციული შედეგებით. გაფართოებული შესაძლებლობების ზოგიერთი სპეციალური მოდელი სრულყოფს მოდელების პალიტრას.
უნივერსალური გადაწყვეტილება სხვადასხვა ტიპის ცომის უწყვეტი წარმოებისათვის. კომპაქტური დიზაინისა და მცირე გაბარიტების გამო იკავებს მცირე ადგილს და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და მოქნილობით.
FRITSCH-ის LAMINATOR 700 ავტომატიზირებული ლამინირების ტექნიკისა და ცომის შესაფუთის წარმოების ოპტიმალურ დაწყებას უზრუნველყოფს - და ის ნამდვილი ოსტატია ფენოვანი ცომის, კრუასანის, ტარტის ცომისა და საფუქრიანი ცომის ლამინირებაში. დანადგარი განსაკუთრებით შთამბეჭდავია მუდმივად უზადო, სტაბილური ლამინირების შედეგებითა და მაღალი ეკონომიურობით.
ჩვენი საჭრელი მაგიდით ვზოგავთ ძვირფას დროს და ამასთან მინიმუმამდე ვამცირებთ ცომის ნარჩენებს. სხვადასხვა ცომეულის მარტივი და ზუსტი წარმოებისათვის თქვენს განკარგულებაშია კეთილშობილი ლითონისგან დამზადებული ზუსტი ჭრის ხელსაწყოები. ისინი უზრუნველყოფს ყველა ტიპის ცომის ზუსტ ჭრას და ამგვარად შესაძლებელს ხდის ცხობის მყარ დროს.
იდეალური ცხობის ხაზი მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. ეფექტური, კომპაქტური, ნაკლებად ხმაურიანი და, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიური. მოდულარულობის წყალობით მრავალმხრივი მულტიტალანტი შესანიშნავად ესადაგება არსებულ მოთხოვნილებებს. ის იკავებს მცირე ადგილს, გადაიარაღება შესაძლებელია რამდენიმე მანიპულაციით და ინტუიციურად იმართება სენსორული ეკრანით.
მეტი სისწრაფე, მეტი წარმადობა, მეტი მრავალფეროვნება - მძლავრი რუტინატორი ორცხობილების ავტომატური წარმოებისათვის პასუხობს ხარისხის, წარმადობის და მოქნილობის უმაღლეს მოთხოვნებს. სპეციალიზირებული, მარტივად ინტეგრირებადი აპარატურით პროდუქტის მრავალფეროვნებას პრაქტიკულად საზღვარი არ გააჩნია.
FRITSCH-ის კრუასანის დანადგარი MULTIFLEX M700 მრავალფეროვნებას სხეული ფორმით წარმოგიდგენთ. შიგთავსიანი (შიგთავსის გარეშე), გადახვეული პროდუქტების წარმოების სისტემა შთამბეჭდავია და ამავდროულად იკავებს მცირე ადგილს და ხასიათდება ფორმის, წონის და მდებარეობის სიზუსტით. ჩვენი პოპულარული და მრავალგზის ნაცადი Allrounder ავტომატიზაციის დაწყების შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს და ის ერთი სამუშაო ეტაპის ფარგლებში ახდენს დაშტამპვასა და პორციონირებას. სწრაფი და ცომის დაცვის შესაძლებლობით.
ორცხობილების, გადახვეული პროდუქტების და პურის მაღალი მოქნილობის მულტიტალანტი წარმოების ერთადერთ ხაზში ერთმანეთთან აკავშირებს ცომის დაცვით ჭრისა და ბრუნვის პროცესის უპირატესობასა და ინტეგრირებული ბეჭდვისა და ჭრის ტექნიკის ფორმათა მრავალფეროვნებას. MULTIFLEX L700 აღჭურვის ფართო შესაძლებლობების წყალობით შესაძლებელს ხდის ინდივიდუალურ წარმოებასა და სასურველ ასორტიმენტს.
თანამედროვე ტექნიკა მრავალწლიან გამოცდილებასთან კომბინაციაში - FRITSCH-ის უკვე არაერთგზის აღიარებული მულტიტალანტი ცომის ბაზაზე დამზადებული პროდუქტების შესანიშნავ დანადგარს წარმოადგენს. ხანგრძლივ მუშაობაზე გათვლილი, დაბალი ხმაურის მქონე MULTITWIST-ს ხელსაწყოთა მრავალფეროვნების საფუძველზე შეუძლია ბრეცელებისა და წრიული პროდუქტების, წნულების, გრეხილებისა და სხვა მრავალის ავტომატურ რეჟიმში წარმოება. პროდუქტის უკომპრომისო, მაღალი ხარისხით.
ჩვენი მრავალგზის ნაცადი მაღალი წარმადობის ხაზი პურის ინდუსტრიული წარმოებისათვის - და მსოფლიო მასშტაბით უალტერნატივო პროდუქტი მაღალი ხარისხის ტრადიციული ცომეულის ეფექტური წარმოებისათვის. მოდულარული კონსტრუქციით IMPRESSA bread პროდუქციის ფართო სპექტრისათვის გთავაზობთ მაღალ მოქნილობას. თვით მაღალი სირბილის ცომიც დამზოგველად მუშავრება და თავიდან არის აცილებული არასაჭირო დაჭიმვები და გამკვრივებები.
FRITSCH-ის ინდუსტრიული პიცისა და ბრტყელი პურის ხაზი ფორმისა და წონის სიზუსტის დაცვით. Soft Processing-პრინციპის შესაბამისად ცომის გაბრტყელება ხდება დამზოგველად და საბოლოოდ ბრტყელი პური ან პიცის ძირი იჭრება და იშტამპება.
ყოველგვარი ხვეული ორცხობილასათვის IMPRESSA croissant წარმოადგენს ჩვენი მაღალი წარმადობის ხაზს. ცომის მოზელა და მორევა ხდება ერთი ეტაპის ფარგლებში - ამასთან უზრუნველყოფილია წონის, ფორმისა და მდგომარეობის სიზუსტე. მაქსიმალური წარმადობის პირობებში განსაკუთრებულად ზუსტი მუშაობის რეჟიმი.