ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

კვალიფიციური ვაკუუმ-შეფუთვა

მიაღწიეთ შეფუთვის ოპტიმალურ შედეგებს სხვადასხვა პროდუქტისათვის 6 მარტივი ძირითადი წესის დაცვით

რეკომენდაციები შეფუთვის შესახებ

  • სისუფთავე

პრინციპულად ვარგისიანობისათვის: იმუშავეთ ყოველთვის გასუფთავებული ხელებით ან ხელთათმანებით, სუფთა სამუშაო ზედაპირზე და ნარჩენებისაგან თავისუფალი იარაღებით.

  • სიახლე

გამოიყენეთ შესაძლებლობისამებრ ახალი პროდუქტები. ამით მიიღწევა მაქსიმალური შენახვის ვადა და ყველაზე კარგად იქნება შენარჩუნებული არომატები.

  • ტემპერატურა

რაც უფრი ცივია შესაფუთი პროდუქტი, მით უფრო მაღალია ფიზიკალურად მისაღწევი ვაკუუმი და აქედან გამომდინარე, პროდუქტის შენახვის ვადა.

  • მითითებები ვაკუუმის ტომსიკასთან დაკავშირებით

ვაკუუმის ტომსიკა გაზომილი უნდა იქნას კარგად. გავსების დროს მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ტომსიკის ყელი იყოს სუფთა. გამოიყენეთ ტომსიკა, რომლის გამოხარშვაც შესაძლებელია, თუ შემდგომში უნდა მოხდეს შიგთავსის ტომსიკაში შეთბობა. სპეციალური კუმშვადი ტომსიკები იძლევა საშუალებას, ტომსიკაში ზემოთ ამოსული მასალის ცხელ წყალში ჩაყოფის შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას.

  • სითხეების შეფუთვა

სითხეებიანი პროდუქტები დახრილად ჩადგმითა და მაგნიტური კუთხედით იძლევა უფრო კომფორტულად პოზიციონირების საშუალებას. როდესაც სითხე იწყებს დუღილს (ბუშტების წარმოქმნა), მიღწეულია მაქსიმალური ვაკუუმი. დაასრულეთ ევაკუირების პროცესი ვაკუუმის სწრაფი დასტოპების ღილაკზე თითის დაჭერით.

  • შეფუთვა დამცავ ატმოსფეროში

დამცავი გაზი იცავს შეფუთვის შიგთავსს მექანიკური დატვირთვისაგან და ახანგრძლივებს მის ვარგისიანობის ვადას. ამისათვის    კამერა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს გაზირების მოწყობილობით და დამცავი ატმოსფერო შეხამებული იყოს პაკეტის შიგთავსთან.

ხორცის პროდუქტების შეფუთვა

შეფუთვა ჰიგიენის დაცვით და ეკონომიურად

50 წელზე მეტია, რაც ზეპ ჰაგენმიულერმა, საწარმო MULTIVAK-ის დამფუძნებელმა, თავისი პირველი კამერა-მანქანა მიაწოდა ერთ-ერთ საყასბოს, და დღესაც არცერთ სხვა ფილიალში არ ხდება ვაკუუმით შეფუთვა ასე მარტივად და სასარგებლოდ.

დახლებზე გაყიდვისათვის წინასწარ პორციებად დაყოფილი საქონლით ძვირფასი საქონლის შემდგომი დავარგების შეფუთვიდან დაწყებული, შეფუთვის სერვისით დამთავრებული, თქვენი კლიენტებისათვის: ადვილად გამოყენებადი და ადვილად გასაწმენდი BASELINE-ს კამერა-მანქანებით თქვენი თანამშრომლები შეფუთავენ ეკონომიურად, უსაფრთხოდ და საიმედოდ. წარმოებასა და დახლზე. და ეს შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტიც.

შეფუთვა სამზარეულოში

შეფუთვა საიმედოდ ერთ წუთში

სულ ერთია, a-la-carte მაღაზიის, რაიმე ღონისძიების თუ წვეულებისათვის, ცენტრალურ სამზარეულოებსა თუ თვითმფრინავში მისართმევი მზა პროდუქციისათვის: კამერა-მანქანები, რომელთა საშუალებითაც თქვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ ხანგრძლივად უნაკლო შეფუთვას.

მარტივი მოხამარება, ასევე კარგი გაწმენდის უნარი BASELINE-ის კამერა-მანქანებს აქცევს სამზარეულოში იდეალურ დამხმარედ, რომელიც გასტრონომიულ საწარმოებში პრაქტიკის შესაბამისად აღჭურვილია განსაკუთრებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

შეფუთვა ყველის საწარმოებში

შეფუთვა ჰიგიენის დაცვით და ეკონომიურად

გასყიდად მზა SB-შეფუთვების წარმოება, დაწყებული    რეგიონული სუპერმარკეტებისთვის და სოფლის მაღაზიებისთვის, დამთავრებული შეფუთვის სერვისით თქვენი კლიენტებისათვის, ასევე წარმოადგენს მოქნილი MULTIVAK BASELINE-კამერა-მანქანების გამოყენების სფეროს.

სპეციალური დავარგების შეფუთვები, რომლებიც იძლევა მსხვილი ნაჭრების საიმედო და ამავე დროს თანაბარი დავარგების საშუალებას წონის მცირედი კარგვით, ბევრ ყველის საწარმოში წარმოადგენს საიმედო სტანდარტს.

ტექნიკური პროდუქტების შეფუთვა

საიმედო და ეკონომიური დაცვა.

ვაკუუმ-შეფუთვა ანიჭებს სამომხმარებლო და სამრეწველო საქონელს საიმედო დაცვას ჟანგბადის, ნესტის, მტვრისა და სხვა გარე გავლენებისაგან. BASELINE-ის კამერა-მანქანები უზრუნველყოფენ ელექტრონული პროდუქციის, საოჯახო და საოფისე საქონლის, სათადარიგო ნაწილებისა და ნახევარფაბრიკატების, სახელოსნო ხელსაწყოებისა და Do-it-yourself-პროდუქტების, სათამაშოების, ცხოველების ყოლისათვის საჭირო პროდუქტებისა და სხვф ეკონომიურ შეფუთვას ასევე მცირე პარტიებად.

შეფუთვა დახლებზე გაყიდვისას

შეფუთვა, როგორც კლიენტთა სერვისი

შეფუთვა, როგორც სერვისული მომსახურება, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია დახლებიდან გაყიდვის დროს. უპირატესობა კლიენტებისათვის აშკარაა, მაშინაც კი, როდესაც შეფუთვის სერვისის შეთავაზება ხდება მხოლოდ გარკვეული რაოდენობის დროს ან მცირე ფასნამატით.

  • პროდუქტები, რომლებიც საჭირო არ არის მაშინვე, კლიენტს შეუძლია შეინახის მაცივარში მშრალად და ჰიგიენურად ან გაყინოს.
  • მარინირებული პროდუქტები, რომლებიც იყიდება დიდი ხნის განმავლობაში, შეფუთვის შედეგად არ ინესტება.
  • სხვადასხვა პროდუქტის არომატები არ ერევა ერთმანეთს.

მარტივად მოხმარებადი BASELINE-ის კამერა-მანქანებით, რომლებიც ეტევა ყველაზე პატარა დახლზეც კი, თქვენ შეგიძლიათ თქვენს კლიენტებს შესთავაზოთ დამატებითი სერვისი.