ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

საუკეთესო საკმარისი წინაპირობაა.

დაარწმუნეთ მყიდველი იმაში, რომ მდინარისა და ზღვის დელიკატესები ახალია.

MULTIVAC პროფესიონალური ვაკუუმის აპარატებით ვაკუუმში შეფუთვა თევზით ვაჭრობის სფეროში არსებული მრავალი მოთხოვნის გადაჭრის უმარტივეს გზას წარმოადგენს.

ჩვენი ვაკუუმის აპარატები უზრუნველყოფს პროდუქტის ოპტიმალურ დაცვას. თევზისა და მოლუსკების მაღალი ხარისხი და ახალი ელფერი სრულიად ნარჩუნდება, ასევე ნარჩუნდება მისი კონზისტენცია და გარეგნობა. ჰიგიენურად შეფუთული პროდუქტი გაცილებით დიდხანს ინახება - ეს მნიშვნელოვანია თქვენი კლიენტებისათვის, რომლებიც შენახვის, ტრანსპორტირებისა და მოხმარებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოქნილობას. შეფუთვები გამოიყენეთ პირდაპირ გასაყიდ შეფუვებად. ამით თქვენ დაზოგავთ არა მხოლოდ შესაფუთ მასალებს, არამედ შეძლებთ თქვენი საქონელი დახლსა და სამაცივრე თაროზე მიმზიდველად წარმოადგინოთ.

ახალი თევზი მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა. ეფექტურად დაუცავით თქვენი პროდუქტები ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს. ჰიგიენის მაღალი ხარისხის მეშვეობით.

ვაკუუმის შეფუთვები სტაბილური და უსაფრთხოა. მყარად ჩაკეტვის შესაძლებლობა უზრუნველყოფს იმას, რომ მიკროორგანიზმებსა და გარემო ფაქტორებს ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა ესპობათ. ტრანსპორტირებისა და შენახვისას თქვენი პროდუქტი ოპტიმალურადაა დაცული. შესაძლებელია თევზისა და მოლუსკების წინასწარ პორციებად დაყოფა და ჰიგიენურად შეფუთვა. ეს შესაძლებელს ხდის პროდუქტის დიდ ხანს შენახვას და ინარჩუნებს მის სიახლეს. ამასთან შეფუთვები შესაძლებელია მარტივად და დიდ ხანს შეინახოთ. მოთხოვნილების ზრდის პირობებში ეს თქვენთვისა და თქვენი კლიენტებისათვის უპირატესობას წარმოადგენს.


პროდუქტის აბსოლუტური სიახლე თქვენი წარმატების გასაღების. გაახანგრძლივეთ პროდუქტების ვარგისიანობა და იყავით მოქნილი.

ვაკუუმირების ან დაცულ ატმოსფეროში შეფუთვის მეშვეობით იზრდება ახალი თევზისა და მოლუსკების ვარგისიანობა. როგორც მთლიანი თევზი, ისე თევზის ფილე ან დამუშავებული თევზი ოპტიმალურადაა მომზადებული ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის. შეფუთვები შეგიძლიათ შეინახოთ და გაყინოთ მარტივად და ჰიგიენურად. საიმედოთ აირიდებთ თავიდან გაყინვის შედეგად დაზიანების წარმოქმნას. გაზრდილი ვარგისიანობის ვადისა და უკეთესი გამოყენების შედეგად თქვენ წვლილს შეიტანთ საკვები პროდუქტების ფლანგვის შემცირების საქმეში.

ვაკუუმის შეფუთვა პროდუქტს გაცილებით ფასეულს ხდის და იცავს გარემოს. შეფუთვები გამოიყენეთ პირდაპირ როგორც გასაყიდი შეფუთვები.

სტაბილური ვაკუუმის შეფუთვები ზრდის თქვენი პროდუქტის ფასს და მოქნილობას. როგორც ახალი, ისე შებოლილი თევზი საბოლოო მომხმარებელმა საკვებად გამოყენებამდე შესაძლებელია შეინახოს ხანგრძლივად, მარტივად და ჰიგიენურად. გაყინვისას ვაკუუმის შეფუთვები პროდუქტს იცავს გაყინვით მიღებული დაზიანებისაგან. უპირველეს ყოვლისა თქვენ შეძლებთ გაზარდოთ მგრძნობიარე პროდუქტების ვარგისიანობის ვადა და თევზით ვაჭრობისას დახლზე წარმოადგინოთ წინასწარ პორციებად დანაწილებული თევზი. დაბეჭდილი შეფუთვებით პროდუქტი მიმზიდველად შეგიძლიათ წარმოადგინოთ გასაყიდად.

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები თანამედროვე თევზის მაღაზიის მოთხოვნების მარტივი და ეკონომიური გადაწყვეტის გზას წარმოადგენს.

MULTIVAC წარმოადგენს ვაკუუმის აპარატების წამყვან მწარმოებელს. ჩვენი გასტრონომიისათვის გათვალისწინებული პორტფოლიო მოიცავს აპარატებს, რომლებიც განკუთვნილია სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაღალ ეფექტური სამაგიდე და ცალკე დასადგამი აპარატები გამოირჩევა მარტივი და ინტუიციური გამოყენებით. ყველა მოდელი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმარტივითა და ინტუიციური გამოყენებითობით. ისინი საიმედოები არიან და მათი სერვისი მოცულობითია. ეს იძლევა თქვენს საქმიანობაში იდეალური დახმარების ხანგრძლივ გარანტიას.