ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

საუცხოო ნანადირევი და ახლად დაჭერილი თევზი თქვენგან საუკეთესოს იმსახურებს.

შეინარჩუნეთ მისი გემო და გაზარდეთ მისი ვარგისიანობა.

სრულყოფილი ვაკუუმის შეფუთვები მონადირეებსა და მეთევზეებს საშუალებას მისცემს ჰიგიენურად შეინახონ ნანადირევი და თევზი.

მაღალ ეფექტური MULTIVAC ვაკუუმის აპარატები ეხმარება მონადირეებსა და მეთევზეებს მათი ძვირფასი პროდუქტების ვარგისიანობის მნიშვნელოვნად გაზრდაში. შესაძლებელი ხდება პროდუქტების პორციებად ჰიგიენური შეფუთვა და თვალწარმტაცად წარმოდგენა. შეფუთვა იხურება საიმედოდ და უზრუნველჰყოფს პროდუქტის ოპტიმალურ დაცვას. დაწყებული პროდუქტის სენახვიდან და ტრანსპორტირებიდან, დამთავრებული მომხმარებლის სამზარეულომდე. 

 

ველური ცხოველის ხორცი რჩეულ საკვებს განეკუთვნება. დაამუშავეთ ნანადირევის ხორცი და ამით კიდევ უფრო გაზარდეთ მისი ფასი.

ირმის, შვლის ან გარეული ღორის ხორცი პარკებში შეფუთვის შემდეგ განაგრძობს მომწიფებას. განურჩევლად, მშრალი თუ სველი წესით შენახულისა – ოპტიმალური ვაკუუმის მეშვეობით თქვენ დაიცავთ თქვენს ძვირფას პროდუქტებს დაძველებისაგან. პროდუქტი შეინარჩუნებს არა მხოლოდ არომატულობასა და სინაზეს, არამედ გაიზრდება მისი ვარგისიანობის ხანგრძლივობა. ხორცი რჩება არომატული და ნაზი. თქვენ სარგებელს მიიღებთ გაყიდვის დროსაც - ველური ცხოველის სათანადოდ შენახული ხორცი მომხმარებლებში უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. 

 

შეფუთეთ ხორცი და თევზი საჭირო ზომის პორციებად ვაკუუმში ან დამცავ ატმოსფეროში. ამით თქვენ მნიშვნელოვნად გაზრდით თქვენი მაღალხარისხიანი პროდუქტების ვარგისიანობას.

ვაკუუმის ჰიგიენური შეფუთვები აუმჯობესებს ვარგისიანობას. გარეული ცხოველის ხორცი ინარჩუნებს ხარისხს. ნედლი და შებოლილი თევზი ვაკუუმის შეფუთვის წყალობით ვარგისია შენახვისა და გაყინვისათვის. პროდუქტი შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამის პორციებად დანაწილდეს და მომზადდეს სეზონური გამოყენებისთვის, როგორიცაა შობა ან სხვა დღესასწაულები. შეფუთვების შენახვა არის მარტივი, ისინი ინახება დიდ ხანს და ჰიგიენურად. ეს შესაძლებლობას მოგცემთ ნანადირევისა და ნადავლის სრულყოფილად გამოყენებისათვის. 

 

დამარინადება არომატს გაცილებით ინტენსიურს ხდის და ქმნის ახალ გემოს. გაამარტივეთ თქვენი დამარინადების პროცესი და მიიღეთ საუკეთესო შედეგი.

გაკეთილშობილების ეს მეთოდი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ხორცის ხანგრძლივ ვარგისიანობას, არამედ მისი გემოს შენარჩუნებას. მარინადის შეწოვა ვაკუუმის მეშვეობით ხდება გაცილებით სწრაფად და ინტენსიურად, ვიდრე ტრადიციული მეთოდების შემთხვევაში. 


გამოიყენეთ ვაკუუმის შეფუთვები არა მხოლოდ პროდუქტის დაცვის მიზნით, არამედ უშუალოდ როგორც გასაყიდი შეფუთვა

ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული ჰიგიენური შეფუთვები პროდუქტს საბოლოო მომხმარებლისათვის გაცილებით მიმზიდველს ხდის. ვაკუუმში შეფუთული საკვები პროდუქტი ინარჩუნებს სინორჩეს და უკეთესად ინახება. საკვებად გამოყენებამდე ის შესაძლებელია შეინახოთ დიდ ხანს, მარტივად და ჰიგიენურად. ამასთან შესაძლებელია ხორცისა და თევზის წინასწარ პორციებად დანაწილება. საიმედოდ დალუქული შეფუთვები ხელს უშლის გამოშრობას და    საიმედოდ იცავს პროდუქტს გაყინვის შედეგად დაზიანებისაგან. 

MULTIVAC ვაკუუმის აპარატი მარტივ პასუხს სთავაზობს მონადირეებისა და მეთევზეების განსაკუთრებულ მოთხოვნებს

MULTIVAC წარმოადგენს ვაკუუმის აპარატების წამყვან მწარმოებელს. ჩვენი გასტრონომიისათვის გათვალისწინებული პორტფოლიო მოიცავს აპარატებს, რომლებიც განკუთვნილია სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაღალ ეფექტური სამაგიდე და ცალკე დასადგამი აპარატები გამოირჩევა მარტივი და ინტუიციური გამოყენებით. სანდოობა, დიდი ხნით მომსახურება და ფართო სერვისი MULTIVAC ვაკუუმის აპარატებს სამზარეულოს შეუცვლელ დამხმარე ნივთად აქცევს.