ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

უმაღლესი დონის სწავლება.

ისარგებლეთ აპარატების გამოცდილი მწარმოებლის კომპეტენციით და მისი ტოპ-პროდუქტებით.

საკვები პროდუქტების სფეროს სხვადასხვა პროფესიებში ვაკუუმით შეფუთვის ტექნიკა შესანიშნავ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს.

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები შექმნილია საკვები პროდუქტების საწარმოებში არსებული სხვადასხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. პროფესიული სწავლების ფარგლებში ის შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც დიდაქტიკური დამხმარე საშუალება. დამწყები ყასაბები, ყველის გამყიდველები და მზარეულები მისი გამოყენებით სწავლობენ ახალი და დამუშავებული პროდუქტების ჰიგიენურ, პროდუქტის დამცავ და ეფექტურ შეფუთვას. თქვენ გაიგებთ, არა მხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა გაზარდოთ მაღალხარისხიანი საკვები პროდუქტების შენახვის ვადა, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა გაზარდოთ მისი ხარისხი: მოკლედ: თქვენ გაეცნობით, თუ რა უპირატესობები აქვს    ვაკუუმით შეფუთვას თქვენ პროფესიაში.

ჰიგიენა კვების პროდუქტების სფეროში უმაღლეს მოთხოვნას წარმოადგენს. გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ ვაკუუმის აპარატის მეშვეობით ჰიგიენის ოპტიმიზაცია.

თანამედროვე ვაკუუმის აპარატების გამოყენება საშუალებას მოგცემთ კვების პროდუქტების სფეროში თქვენი ჰიგიენა სათანადოდ წარმოადგინოთ. პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოხდეს პროდუქტის ჰიგიენურად შეფუთვა, თუ როგორ იზრდება პროდუქტის ვარგისიანობა მისი პორციებად შეფუთვით და როგორ შეიძლება გაყინვით მიღებული დაზიანებების თავიდან არიდება.

 

ეკონომიურობა და ეფექტურობა წარმატების გარანტიაა. ასწავლეთ თქვენ მოსწავლეებს, თუ როგორ შეძლებთ მოთხოვნილებაზე მორგებული შეფუთვით საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციას.

პროფესიულ სასწავლებელში ეფექტური შესაფუთი აპარატების გამოყენება საშუალებას იძლევა, თვალსაჩინოდ იქნას წარმოდგენილი საკვები პროდუქტების დამუშავებისა და მომზადების პროცესების ოპტიმიზაცია. პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეები ნახავენ, თუ რამდენად უზრუნველყოფს ვაკუუმში შეფუთვა პორციონირებას, დამარინადებას, მომზადებას და შენახვას. ისინი გაიგებენ, თუ რა გავლენა აქვს ამას პროდუქტების ორგანიზაციაზე, ლოჯისტიკასა და გაყიდვაზე. ვაკუუმის აპარატები ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას პროცესის დამხმარე საშუალებად, რამდენადაც ისინი უზრუნველყოფს ნაგვისა და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას.

 

რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენება ჩვენ მომავალს წარმოადგენს. გაიგეთ იმის შესახებ, თუ როგორ გაზრდით ვარგისიანობას და შეამცირებთ საკვები პროდუქტების დანაკარგს.

თანამედროვე ვაკუუმის აპარატებით შესაძლებელია იმის დემონსტრირება, თუ როგორ იმატებს პროდუქტის ვარგისიანობა ჟანგბადის გამოცლითა და მისი დაცულ ატმოსფეროში გამოყენებით. ამასთან ვაკუუმი და დაცული ატმოსფერო მორგებულია კონკრეტულ პროდუქტზე. საკვები პროდუქტები ჰიგიენური შეფუთვების წყალობით დიდხანს შეინარჩუნებს ახლებურ ელფერს, გემოს, მადისაღმძვრელ გარეგნობას და კონზისტენციას - და ამდენად ის გახდება არა მხოლოდ მეტად ფასეული, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდება ხარჯები და ნარჩენები.


მოქნილობა კონკურენციის პირობებში ნამდვილ უპირატესობას წარმოადგენს. გამოიყენეთ ვაკუუმის აპარატების შესაძლებლობები სხვადასხვა პროფესიის სფეროში.

ვაკუუმის აპარატი საკვები პროდუქტების სფეროში სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას გამოყენებული. მაგალითად, ხორცპროდუქტების სფეროში ის უზრუნველყოფს სწრაფი და ჰიგიენური დამარინადების პროცესს. ყველის, ხორცის დამუშავებისა და თევზით ვაჭრობის სფეროში შესაძლებელი ხდება მიმზიდველი შეფუთვების მომზადება. რესტორნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვაკუუმის შეფუთვებს Sous-Vide-მომზადების თვალსაზრისით. ყასბებისათვის მნიშვნელოვანია პროდუქტის საიმედოდ შენახვა Dry-Aging-ის მეშვეობით.

MULTIVAC ვაკუუმის შეფუთვები საკვების გადამამუშავებელი საწარმოს წინაშე არსებული მოთხოვნების გადაჭრის იდეალური გზაა.

MULTIVAC არის ვაკუუმის კამერა დანადგარების წამყვანი მწარმოებელი. სხვადასხვა მოთხოვნების ჩვენი პორთფოლიო მოიცავს მანქანებსა და სხვადასხვა სახისა და ფუნქციონალის დანადგარებს. მაღალ ეფექტური სამაგიდე და ცალკე დასადგამი აპარატები გამოირჩევა მარტივი და ინტუიციური გამოყენებით. სანდოობა, დიდი ხნით მომსახურება და ფართო სერვისი MULTIVAC ვაკუუმის აპარატებს სამზარეულოს შეუცვლელ დამხმარე ნივთად აქცევს.