ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

მოამზადეთ საკვები ახალ განზომილებაში.

გაზარდეთ თქვენი საკვების ხარისხი და მოახდინეთ მომზადების პროცესის მეტი ოპტიმიზაცია.

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები გასტრონომიაში არსებული მრავალფეროვანი მოთხოვნების გადაჭრის საუკეთესო გზაა.

MULTIVAC-ის ვაკუუმის აპარატი წარმოადგენს სამზარეულოს სრულყოფილ დამხმარე ნივთს: ის შესაძლებლობას იძლევა ჰიგიენურად უნაკლო ვაკუუმის შექმნისათვის, რა შემთხვევაშიც თქვენი პროდუქტი შეინარჩუნებს და გაიუმჯობესებს კიდეც ხარისხს. გემო, ფერი და ახლებური ელფერი მთლიანად შენარჩუნდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი საკვები პროდუქტებისა და საჭმლის ვარგისიანობა. გარდა ამისა, ვაკუუმის შეფუთვები თქვენ დაგეხმარებათ სამზარეულოში მაღალი ჰიგიენური სტანდარტების შენარჩუნებაში. პროცესები გაცილებით მარტივად დაგეგმვადი და ეფექტური გახდება, ვინაიდან თქვენ შესაძლებლობა გექნებათ წინასწარ, სტრესის გარეშე მოამზადოთ, პორციებად დაანაწილოთ და საჭირო დროს ხელთ გქონდეთ საკვები პროდუქტები.

მოთხოვნილების შესაბამისი პორციებად შეფუთვა უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების ვარგისიანობას და დაგეხმარებათ იმაში, რომ ყოველთვის ოპტიმალურად მომზადებული იყოთ.

ვაკუუმირების საშუალებით შესაძლებელია პროდუქტების პორციებად ჰიგიენურად შეფუთვა. სულ ერთია არის ეს ხორცი, თევზი, ბოსტნეული, სოუსები თუ მთლიანი მენიუ - ვაკუუმირებით პროდუქტის ვარგისიანობა იზრდება. შესაძლებელია სხვადასხვა კერძებისა და ასევე მენიუს კომპონენტების მომზადება, შენახვა და გაყინვა. მათი გამოყენება თქვენ შეგეძლებათ მოთხოვნილების შესაბამისად. ეს შესაძლებლობას მოგცემთ სამზარეულოში შეამციროთ საკვები პროდუქტების ზედმეტი ხარჯვა. მთელი საორგანიზაციო პროცესი გაცილებით ეფექტური გახდება. და ხარჯების დაზოგვის წყალობით ასევე უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიურობა.

 

ეკონომიურობა მნიშვნელოვანი პრივილეგიაა. შეამცირეთ ხარჯები პროდუქტების ვარგისიანობის გაზრდითა და სამზარეულოში პროცესების ეფექტურობით. 

ვაკუუმირება წარმოადგენს საკვების დაცვის მეთოდს, ის საშუალებას მოგცემთ საკვები დაიცვათ ისეთი დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, როგორიცაა ბაქტერიები და გაყინვა და მნიშვნელოვნად გაზარდოთ მისი ვარგისიანობა. გარდა ამისა, თქვენ სარგებელს მიიღებთ იმითაც, რომ არ დაგჭირდებათ საკვების ხშირად ყიდვა, რადგანაც შეგეძლებათ დიდი რაოდენობით პროდუქტის შეძენა. ასევე შესაძლებლობა გექნებათ, განსაკუთრებით დატვირთულ პერიოდებში საჭირო მენიუს კომპონენტები წინასწარ მოამზადოთ და პორციებად შეინახოთ. ამით თქვენ შეძლებთ ლოგისტიკისა და პერსონალის სტრუქტურის ოპტიმიზაციას, თავიდან აირიდებთ ძვირფასი საკვები პროდუქტების დანაკარგს და შეამცირებთ ნარჩენებს. თქვენ დაზოგავთ ფულს. ყოველ დღე.


გონივრული ლოგისტიკა შეგიმცირებთ ყოველდღიურ სტრესს. ისარგებლეთ სამზარეულოში პროცესების ოპტიმიზაციით. ყოველდღიურად. 

ვაკუუმის აპარატი სამზარეულოსა და საცავში პროცესების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. ის თქვენ დაგეხმარებათ ჰიგიენის მოთხოვნების დაცვაში და შესაძლებლობას მოგცემთ სირთულეების გარეშე შეინახოთ შეფუთვები. საჭიროებაზე მორგებული პორციებად შეფუთვა და გაკეთილშობილებული საკვები პროდუქტები საშუალებას მოგცემთ აირიდოთ სტრესი თვით ყველაზე დატვირთულ დროსაც კი. ვინაიდან საკვები მომზადებულია სრულიად სხვადასხვანაირი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის და თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ უკეთესად დაგეგმოთ თქვენი რესურსები. და: თქვენ დაზოგავთ დამატებით ხარჯებს. ეფექტური პროცესების, მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და ნაკლები ნარჩენების წყალობით.

 

Sous-Vide-თერმული დამუშავებით მიიღეთ საუკეთესო შედეგები პროდუქტის ოპტიმალური მომზადების მეშვეობით.

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები წარმოქმნის სრულყოფილ ვაკუუმს, რაც უზრუნველყოფს პროდუქტში სითბოს ოპტომალურ განაწილებას - ამასთან არა აქვს მნიშვნელობა, საქმე ეხება ცალკეულ პორციას თუ დიდ ნაწილებს. ოპტიმალური დალუქვა საშუალებას იძლევა, რომ შეფუთვაში არ შეაღწიოს დაბალმა ტემპერატურამ. ამასთან ვაკუუმი შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა პროდუქტებზე. ამგვარად შესაძლებელია შენარჩუნდეს ორაგულის, ხორცის ან ბოსტნეულის სტრუქტურა. თავისი კონსტრუქციისა და გამოყენებული მასალის მეშვეობით ვაკუუმის აპარატი უზრუნველყოფს მაქსიმალური ჰიგიენის დაცვას.

 

დაამარინადეთ მარტივად. MULTIVAC - ის ვაკუუმირებით მიიღეთ საუცხოო შედეგები. მარტივად, ჰიგიენურად და სწრაფად.

დამუშავების აღნიშნული მეთოდის მეშვეობით თქვენ უზრუნველყოფთ არა მხოლოდ პროდუქტის დიდი ხნის განმავლობაში ვარგისიანობას, არამედ იმასაც, რომ პროდუქტმა არ დაკარგოს გემო. ვაკუუმის წყალობით პროდუქტის მიერ მარინადი გაცილებით აქტიურად შეიწოვება - უფრო სწრაფად და ინტენსიურად, ვიდრე ტრადიციული მეთოდების შემთხვევაში. პროფესიონალური ვაკუუმირების არარატები საშუალებას იძლევა სამუშაოები შესრულდეს უფრო ეფექტურად და ჰიგიენურად. განსაკუთრებით შესამჩნევია მისი გამოყენება დიდ სამზარეულოებში. თქვენ დაზოგავთ ხარჯებსა და დროს - და შედეგად მიიღებთ საუკეთესო გემოს.

მაღალხარისხიანი პროდუქტები წარმატების საწინდარია. გაზარდეთ და შეინარჩუნეთ თქვენი საკვების ხარისხი და მოხიბლეთ სტუმრები გემოთი და მრავალფეროვნებით. რესტორანში ყოველი სტუმრობისას.

მაღალი ხარისხის ვაკუუმ-შეფუთვის მეშვეობით, თქვენი საკვების ხარისხი, ფერი, კვებითი ღირებულება და არომატი შენახვის მანძილზეც ნარჩუნდება.. გასაყინი პროდუქტების ჰიგიენური და საიმედო შეფუთვას გასაყინი შეფუთვის შესაკრავი უზრუნველჰყოფს. ასევე, გაცილებით მარტივია სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთისაგან დაშორება. ახალი ხორცი ოპტიმალურ გარემოში აგრძელებს შენახვას, მარინადები კიდევ უფრო ნაზი და არომატული ხდება, მშრალი საქონლის ხორცი მის ინტენსიურ გემოს ინარჩუნებს. 

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები გასტრონომიაში არსებული მრავალფეროვანი მოთხოვნების გადაჭრის იდეალური გზაა.

MULTIVAC წარმოადგენს ვაკუუმის აპარატების წამყვან მწარმოებელს. ჩვენი გასტრონომიისათვის გათვალისწინებული პორტფოლიო მოიცავს აპარატებს, რომლებიც განკუთვნილია სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაღალ ეფექტური სამაგიდე და ცალკე დასადგამი აპარატები გამოირჩევა მარტივი და ინტუიციური გამოყენებით. სანდოობა, დიდი ხნით მომსახურება და ფართო სერვისი MULTIVAC ვაკუუმის აპარატებს სამზარეულოს შეუცვლელ დამხმარე ნივთად აქცევს.

განყოფილების ფილტრი
MULTIVAC-ის განყოფილების ფილტრი
თქვენ ეძებთ კონკრეტულ შეფუთვას გარკვეული დარგისთვის?

შეინახეთ აქ თქვენი დარგის MULTIVAC-ფილტრი და თქვენი სტუმრობის დროს MULTIVAC--ის ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ მხოლოდ თქვენი დარგისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!

სცადეთ ეს!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ბოლო მონახულების დროს აარჩიეთ თქვენი MULTIVAK-ფილტრი. გააგრძელეთ ამ პოზიციიდან ან შეცვალეთ თქვენი არჩევანი.

წარმატებებს გისურვებთ!