ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

ეფექტურობა მთელ გზაზე.

გაიმარტივეთ ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის პროცესები გასტრონომიის სერვისში.

MULTIVAC -ის ვაკუუმის აპარატით გასტრონომიის სერვისში მიწოდების ჯაჭვი მოაწყვეთ უსაფრთხოდ და ეფექტურად.

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები საკვები-მომსახურების სფეროში თქვენ დაგეხმარებათ ლოგისტიკის სტრუქტურირებაში. მენიუს კომპონენტები ან კერძები შეგიძლიათ მოამზადოთ სტრესის გარეშე, პორციებად შეფუთოთ და საჭიროების შემთხვევაში დაამუშაოთ. ამასთან პროდუქტის მაღალი ხარისხი შენარჩუნდება და შესაძლებელია ის გაუმჯობესდეს კიდეც, მისი ვარგისიანობა კი მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან შეფუთვები შეგიძლიათ ჰიგიენურად შეინახოთ და მოახდონოთ მათი ტრანსპორტირება. ამით თქვენ შეამცირებთ დანახარჯებს.

 

სანდოობა და ვადების დაცვა კვების სერვისის მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს. ამიტომაც გაამარტივეთ ლოჯისტიკის პროცესები. ყოველი შეკვეთის დროს.

საკვებ ობიექტებში, სასადილოებში, ბუფეტებსა და დიდ სამზარეულოებში ან მობილური მიწოდების სერვისის ფარგლებში საჭმლის სტრესის გარეშე მომზადებისათვის ვაკუუმის შეფუთვები იდეალური არჩევანია. თქვენ შეგიძლიათ მენიუს ცალკეული კომპონენტები ან მთელი კერძი საჭიროების მიხედვით დაანაწილოთ პორციებად, მოამზადოთ რეზერვი, მარტივად განახორციელოთ ტრანსპორტირება და მომზადებული იყოთ მისი რეგენერაციისათვის.    საკვები პროდუქტები ჰიგიენურად და სუფთადაა შეფუთული - და ამდენად უზრუნველყოფილია მათი ხანგრძლივი ვარგისიანობა. მაღალი ხარისხი ნარჩუნდება ასევე შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებშიც. ეს შესაძლებლობას მოგცემთ ორგანიზაციის პროცესის და მათ შორის თქვენი ლოჯისტიკის სტრუქტურის ოპტიმიზაციისათვის.

 

 

ეკონომიურობა და ეფექტურობა წარმატების გასაღებია. შეამცირეთ ხარჯები თქვენი პროდუქტების ოპტიმალური დამუშავებისა და მისი ხანგრძლივი ვარგისიანობით.

ვაკუუმირება ახანგრძლივებს საკვები პროდუქტების ვარგისიანობას და ამასთანავე დაგეხმარებათ იმაში, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ პროდუქტის ფლანგვა. თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, თავიდან აირიდოთ ზედმეტი ნარჩენები, წვლილი შეიტანოთ რესურსების უკეთეს გამოყენებაში და ამავდროულად დაზოგოთ ხარჯები. საჭირო პორციების ჰიგიენური ვაკუუმის შეფუთვები ამარტივებს დაგეგმვას, ორგანიზაციას და მომზადებას. თქვენი სამზარეულო იმუშავებს გაცილებით ეფექტურად, შესაძლებელი იქნება არსებული რესურსების რაციონალური გამოყენება.

კვების სერვისი ეფუძნება სანდოობას. გააუმჯობესეთ ჰიგიენა თქვენ საწარმოში და დაიცავით თქვენი პროდუქტების მაღალი ხარისხი.

MULTIVAC ვაკუუმის შეფუთვით თქვენ ჰიგიენურად და უსაფრთხოდ შეინახავთ მენიუს კომპონენტებსა და მთლიან კერძებს. ოპტიმალური ვაკუუმი საშუალებას მოგცემთ პროდუქტები გაყინოთ და უზრუნველყოთ მათი ხანგრძლივი ვარგისიანობა. საკვები საიმედოდ იქნება დაცული გარემოს ზემოქმედებისაგან - ბაქტერიებს, დაბინძურებასა და დამჟავებას ყოველგვარი შანსი მოესპობა. შეფუთვები შესაძლებელია შეინახოთ სუფთად და განახორციელოთ მათი ტრანსპორტირება.

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები კვების სერვისისა და კატერინგის მოთხოვნების ეფექტურ გადაჭრას გთავაზობთ.

MULTIVAC წარმოადგენს ვაკუუმის აპარატების წამყვან მწარმოებელს. მაღალ ეფექტური სამაგიდე და ცალკე დასადგამი აპარატები გამოირჩევა მარტივი და ინტუიციური გამოყენებით. სანდოობა, დიდი ხნით მომსახურება და ფართო სერვისი MULTIVAC ვაკუუმის აპარატებს სამზარეულოს შეუცვლელ დამხმარე ნივთად აქცევს. სანდოობა, დიდი ხნით მომსახურება და ფართო სერვისი MULTIVAC ვაკუუმის აპარატებს კატერინგისა და საკვების მომზადებისას შეუცვლელ დამხმარე ნივთად აქცევს.