ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

ყველი ნამდვილი სიამოვნებაა.

გაახანგრძლივეთ თქვენი ყველის პროდუქტების მოქმედების ვადა და იდზრუნეთ პროდუქტის ოპტიმალურ დაცვაზე.

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები თანამედროვე ყველის საწარმოს მოთხოვნების მარტივი და ეკონომიური გადაწყვეტის გზას წარმოადგენს.

MULTIVAC პროფესიონალური ვაკუუმის შეფუთვა დაგეხმარებათ იმაში, რომ ტრანსპორტირებისას სათანადოდ დაიცვათ მგრძნობიარე პროდუქტები. ყველი შესაძლებელია ეფექტურად იქნას დაცული ობისაგან, ბაქტერიებისა და ნესტისგან. მისი ვარგისიანობა მნიშვნელოვნად იზრდება, გემო, კონზისტენცია და გარეგნული ელფერი ნარჩუნდება. გაყიდვისას თქვენ ისარგებლებთ მრავალი უპირატესობით: ვაკუუმის შეფუთვა შესაძლებელია ასევე გამოყენებული იქნას გაყიდვის შეფუთვად და თვალწარმტაცად წარმოაჩინოს დახლზე წარმოდგენილი პროდუქტი. გარდა ამისა, ეს შესაძლებლობას მოგცემთ ივაჭროთ ონლაინ და მომხმარებელი ასიამოვნოთ ჰიგიენური და მარტივი მოხმარების შესაძლებლობით.

ყველი იდეალურ პირობებს საჭიროებს. დაიცავით თქვენი პროდუქტი შენახვისა და ტრანსპორტირების დროს. ჰიგიენურად და საიმედოდ.

ჰიგიენური შეფუთვა ეფექტურად იცავს ყველის თავებს, ნაჭრებს და ნაწილებს, ასევე მდნარ ყველს გარემოს ზემოქმედებისაგან. ასევე შესაძლებელია სინჯების ოპტიმალური შეფუთვა, კატეგორიებად განლაგება და შენახვა. ჩვენს მიერ შექმნილი MULTIVAC ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ყველი ვაკუუმში შეფუთული იქნას ჰაერის ჩანართებით. ჰაერის შეყვანა შესაძლებელს ხდის დეფორმაციების თავიდან აცილებას და იდეალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ყველის თავები ან ნაჭრები შეფუთვაში შევინახოთ. ჰაერის შეყვანის მეშვეობით ასევე შესაძლებელი ხდება ყველზე ნახეთქების წარმოქმნის თავიდან არიდება.

 

მომხმარებელი აფასებს ხანგრძლივ ვარგისიანობას. გააქარწყლეთ მომხმარებლის ეჭვები მაღალი ხარისხის შეთავაზებით და გაზარდეთ მოგება.

ვაკუუმში შეფუთული ყველის ნაჭრები საბოლოო მომხმარებელმა საკვებად გამოყენებამდე შესაძლებელია შეინახოს მარტივად, ჰიგიენურად და ხარგრძლივად. პროდუქტი არ გამოშრება. გარანტირებულია მისი სინორჩე და მადის აღმძვრელი გარეგნობა. პორციებად შეფუთვა საშუალებას იძლევა მარტივი ტრანსპორტირებისა და გაყინვისათვის - ეს მაგალითისათვის შესაძლებელს ხდის ყველის საწარმოში საბოლოო მომხმარებელზე დიდი რაოდენობის პროდუქტის მიყიდვას.

 

მოქნილობა გაყიდვის წარმატებას ზრდის. ამიტომაც ვაკუუმის შეფუთვები გამოიყენეთ არა მხოლოდ პროდუქტის დაცვისათვის, არამედ როგორც გასაყიდი შეფუთვა.

ვაკუუმის აპარატები შესაძლებელს ხდის გაყიდვის დახლისათვის თქვენი პროდუქტი მოსახერხებლად იქნას დანაწილებული პორციებად.    მომხმარებელი აფასებს მიმზიდველად წარმოდგენილ პროდუქტს და დიდ ხანს ვარგისიან, ჰიგიენურ შეფუთვას. ამგვარად თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ თქვენი საყვარელი ყველი შეიძინოთ მცირე და შედარებით დიდი ზომის შეფუთვით როგორც თქვენს ყველის მწარმოებელთან, ისე სუვენირად შვებულების დროს.

MULTIVAC ვაკუუმიის აპარატი ყველის შეფუთვისას არსებული მრავალფეროვანი მოთხოვნების გადაჭრის მარტივ გზას წარმოადგენს.

MULTIVAC წარმოადგენს ვაკუუმის აპარატების წამყვან მწარმოებელს. ჩვენი გასტრონომიისათვის გათვალისწინებული პორტფოლიო მოიცავს აპარატებს, რომლებიც განკუთვნილია სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაღალ ეფექტური სამაგიდე და ცალკე დასადგამი აპარატები გამოირჩევა მარტივი და ინტუიციური გამოყენებით. სანდოობა, დიდი ხნით მომსახურება და ფართო სერვისი MULTIVAC ვაკუუმის აპარატებს ყველის საწარმოს შეუცვლელ დამხმარე ნივთად აქცევს.