ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

ხარისხი და მრავალფეროვნება წარმატების გასაღებია.

აღაფრთოვანეთ თქვენი კლიენტები მაღალი ხარისხის ხორცპროდუქტებით, რომლებიც წარმოდგენილი იქნება მიმზიდველ ვაკუუმის შეფუთვაში.

ჩვენი ვაკუუმის აპარატები თანამედროვე ხორცის მაღაზიების წინაშე არსებული მრავალმხრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების მარტივ და ეკონომიურ გზას წარმოადგენს.

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები შეუცვლელი დამხმარეა ხორცის დამუშავებისას. ის საშუალებას იძლევა შეიქმნას ჰიგიენური ვაკუუმის შეფუთვები, რომლებიც შეინარჩუნებს თქვენი პროდუქტების მაღალ ხარისხს და გააუმჯობესებს კიდეც მას. ჟანგბადის გამოცლით მნიშვნელოვნად იზრდება როგორც ახალი, ისე დამუშავებული ხორცის ვარგისიანობის ხანგრძლივობა. გემო, ფერი და კონზისტენცია ნარჩუნდება. პროდუქტები ასევე ოპტიმალურადაა დაცული ტრანსპორტირებისა და საბოლოო მომხმარებლის მიერ შენახვის დროსაც. კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა: პროდუქტი მიმზიდველად გამოიყურება დახლსა და მაცივარში.

 


ხორცი ძვირფასი საკვებია. გააკეთილშობილეთ თქვენი პროდუქტი და ამით გაზარდეთ მისი ფასი.

Wet-Aged ან Dry-Aged პირობებში უბადლო ვაკუუმის შეფუთვით თქვენ მაღალხარისხიან ხორცპროდუქტებს დაიცავთ დაძველებისაგან. ხორცი შეინარჩუნებს არომატულობასა და სინაზეს, მისი ვარგისიანობის ხანგრძლივობა გაიზრდება. ასევე შესაძლებელია საჭირო პორციებად შეფუთოს ძეხვი, სოსისი, ნახევარფაბრიკატები და მზა საკვები. ეს თქვენ ხორცპროდუქტების დამამუშავებელ საწარმოში გაამარტივებს ორგანიზაციის პროცესს..


მომხმარებელს სურს მოქნილობა. გაზარდეთ თქვენი ხორცპროდუქტებისა და ძეხვეულის ვარგისიანობა საუკეთესო ვაკუუმის შეფუთვებით

შეფუთეთ ხორცის ნაჭრები, ძეხვი, სოსისი და მზა საკვები საჭირო პორციებად ვაკუუმში ან დაცულ ატმოსფეროში. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი პროდუქტების ვარგისიანობას. პროდუქტები შეიფუთება ჰიგიენურად და ამდენად უზრუნველყოფილი იქნება მათი საუკეთესო დაცვა -    ისინი შეინახება არა მხოლოდ უკეთესად, არამედ უფრო ხანგრძლივადაც. ეს გაზრდის თქვენი ხორცის დამამუშავებელი საწარმოს მოქნილობას, დაზოგავს ხარჯებს და დაგეხმარებათ იმაში, რომ შეამციროთ საკვები პროდუქტების ფლანგვა.

 


დამარინადება არომატს გაცილებით ინტენსიურს ხდის და ქმნის ახალ გემოს. მიიღეთ MULTIVAC ვაკუუმის აპარატებით საუკეთესო შედეგები. მარტივი, უსაფრთხო და სწრაფი.

გაკეთილშობილების ეს მეთოდი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ხორცის ხანგრძლივ ვარგისიანობას, არამედ მისი გემოს შენარჩუნებას. მარინადის შეწოვა ვაკუუმის მეშვეობით ხდება გაცილებით სწრაფად და ინტენსიურად, ვიდრე ტრადიციული მეთოდების შემთხვევაში. პროფესიონალური ვაკუუმის აპარატები შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს ეფექტურად და, უპირველეს ყოვლისა, ჰიგიენურად შეფუთვა, ამასთანავე შეფუთვა შესაძლებელია გამოყენებული იქნას გაყიდვის დროსაც. ამგვარად თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, მოთხოვნის შესაბამისად პორციებად დაყოთ თქვენი პროდუქტი, უკეთესად შეინახოთ და უფრო მიმზიდველად წარმოაჩინოთ ის.


ეკონომიურობა მნიშვნელოვანი პრივილეგიაა. გაზარდეთ თქვენი ბიზნესის წარმატება, რისთვისაც ვაკუუმის შეფუთვებს გამოიყენებთ არა მხოლოდ პროდუქტის დაცვისათვის, არამედ გასაყიდ შეფუთვად.

ვაკუუმის პორციებად შენახვით პროდუქტი უფრო მიმზიდველი ხდება თქვენი კლიენტებისთვისაც. რადგანაც ხორცი და ძეხვეული შესაძლებელია მის გამოყენებამდე ხანგრძლივად და ჰიგიენურად შეინახოთ და გაყინოთ ისე, რომ თავიდან აირიდოთ გაყინვით გამოწვეული დაზიანება. საკვები გამოიყურება გაცილებით მადის აღმძვრელად და ის არ გამოშრება. თუმცა ვაკუუმირებას თქვენთვისაც აქვს უპირატესობები: თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ხორცი და ძეხვეული გაყიდვის დახლზე მოხერხებულად განალაგოთ პორციებად და მიმზიდველად წარმოაჩინოთ დაბეჭდილი შეფუთვებით.

MULTIVAC ვაკუუმის აპარატები თანამედროვე ხორცპროდუქტების მაღაზიის სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ეკონომიური გადაჭრის გზაა.

MULTIVAC წარმოადგენს ვაკუუმის აპარატების წამყვან მწარმოებელს. ჩვენი გასტრონომიისათვის გათვალისწინებული პორტფოლიო მოიცავს აპარატებს, რომლებიც განკუთვნილია სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაღალ ეფექტური სამაგიდე და ცალკე დასადგამი აპარატები გამოირჩევა მარტივი და ინტუიციური გამოყენებით. სანდოობა, დიდი ხნით მომსახურება და ფართო სერვისი MULTIVAC ვაკუუმის აპარატებს ხორცის საწარმოს შეუცვლელ დამხმარე ნივთად აქცევს.