ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

ავტომატიზაცია

MULTIVAC არის გამოცდილი მწარმოებელი ავტომატიზაციის საშუალებებისა. ჩვენი კომპლექსური გაგებით თქვენი პროდუქციისა და თქვენი საჭიროებების მიხედვით, ჩვენ ვავითარებთ ავტომატიზაციის საშუალებებს შეფუთვისა და სხვადასხვა ამოცანებისთვის – დაწყებული პროცესის ერთი ცალკეული ნაბიჯით, დამთავრებული საკითხის სრულ გადაწყვეტამდე. როგორც სრული მიმწოდებელი, ჩვენ ვავითარებთ და ვამონტაჟებთ ავტომატიზაციის საშუალებებს და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ თავზე ვიღებთ ტექნიკურ მომსახურებას.

კომპლექსური გადაწყვეტილებები სრული მომწოდებლისგან

ჩვენ ვფლობთ არა მხოლოდ ფართო საკუთარი სისტემის კომპონენტების პორტფელს, არამედ ასევე წარმოვადგენთ გამოცდილ საინჟინრო პარტნიორს, რომელიც სხვა მწარმოებლების მოდულების ინტეგრირებას ახდენს. ჩვენი წარმოების სპექტრი მოიცავს ასევე შესაფუთი საშუალების ყოვლისმომცველ მხარდაჭერას მთელი მისი სიცოცხლის ციკლის მანძილზე.

მოშორება/მოცილება და ტრანსპორტირება

ეფუთვების შესაფუთი დანადგარიდან მოსაცილებლად და შემდგომ პროცესებთან ტრანსპორტირებისთვის MULTIVAC-ი გვთავაზობს მრავალ გამოსავალს. ჩვენი მოდულები ტრანსპორტირებისთვის, კანალიზირებისთვის და შეფუთვების ფორმირება უზრუნველყოფენ პროდუქტის ეფექტურ და უწყვეტ ნაკადს. წუნდებული  შეფუთვების მოცილება შეიძლება ინტეგრ ირებული იყოს ყოველ ქვეპროცესში.

ჩვენი საშუალებები ტრანსპორტირებისა და მოცილებისთვის შეიძლება დაინსტალირდნენ როგორც შეფუთვის ავტომატიზირებული ხაზის ნაწილი ან მოხდეს არსებულ სისტემებში ინტეგრირება.

ჩვენი შეთავაზება მოიცავს:

• ტრანსპორტირება
• განცალკევება
• ორიენტაცია
• წუნდებული შეფუთვების მოცილება
• გადაცემა შემდგომი პროცესებისთვის

პირველადი შეფუთვების დატვირთვა

MULTIVAC გვთავაზობს ზუსტ და ჰიგიენურ დატვირთვის გამოსავლებს მყარი, დაჭრილი გახეხილი/გატარებული პროდუქტების, გრანულები, ფხვნილები ასევე რბილი, ბლანტი და თხევადი პროდუქტებისთვის. ისინი ხელმისაწვდომია ავტომატიზირებული შეფუთვის ხაზის შემადგენელი ნაწილის სახით ან შეიძლება ინტეგრირებული იყვნენ არსებულ სისტემებში.

ჩვენი შეთავაზება მოიცავს:

• შევსება
• დატვირთვა
• დოზირება
• დატვირთვის პროცესის მონიტორინგი
• დანამატების განთავსება

დამატებითი გარე შეფუთვა

MULTIVAC-ის გარე შეფუთვებს აქვთ მრავალი გამოყენება როგორც მაგ. თერმოფორმირების შეფუთვები, პადონები, მუყაოს ყუთები, ფოლიეს ტომრები, მილისებრი ტომრები, პლასტიკატის ქილები და ა.შ. ამგვარად ისინი გამოყენებადია კვების პროდუქტების, არასაკვები ნივთებისა და ასევე ჯანდაცვის პროდუქციით.
ჩვენს მოქნილ Toploading- და Sideloading-საშუალებებს აქვთ შესაძლებლობა შექმნან მუყაოს ფორმებისა და ფორმატების ფართო სპექტრი, დატვირთონ და ჩაკეტონ – მცირე საჩვენებელი ყუთებიდან დაწყებული დიდი ფორმატის მუყაოს სატრანსპორტო ყუთებამდე. პროდუქტები შეიძლება შეიფუთოს დასაკეც მუყაოს ყუთებში (RSC) ან თაროებისთვის გამზადებულ შეფუთვებში (SRP).მათი მაღალი მოქნილობის წყალობით მიწოდებისა და გადაცემისთვის ჩვენი მუყაოს შესაფუთი საშუალებებიშესაფერისია თითქმის ყველა პროდუქციის ხაზისთვის. პროდუქტის მიწოდება შეიძლება მოერგოს კლიენტის სხვადასხვა მოთხოვნებს. გარდა ამისა ხელმისაწვდომია საკეტების უამრავი ვარიანტი დაწყებული გარე საკეტებით დასრულებული ინტეგრირებულ ლუქებამდე წებოვანი/მაგნიტური ლენტით და ცხელი წებოვანი სისტემებით.
MULTIVAC-ის მუყაოს შესაფუთი საშუალებები შეიძლება დაინსტალირდნენ როგორც ავტომატიზირებული შესაფუთი ხაზის ნაწილი ან მოხდეს მათი ინტეგრირება არსებულ სისტემებში.

ჩვენი შეთავაზება მოიცავს:

• ტრანსპორტირებას
• მუყაოს აგება
• მუყაოს ყუთების დატვირთვა
• მუყაოს ყუთების ჩაკეტვა
• მუყაოს ყუთების მარკირება
• მუყაოს ყუთების ინსპექტირება
• წუნდებული მუყაოს ყუთების მოცილება
• გადაცემა შემდგომი პროცესებისთვის

პალეტირება

რობოტიზირებული პალეტირების საშუალებები გვთავაზობენ მაქსიმალურ მოქნილობას, საიმედოობას და ხარჯების ეფექტურობას. MULTIVAC-ის პროდუქციის ფართო სპექტრი უზრუნველყოფს ოპტიმალურ მოდულარულ ადაპტაციას თქვენს მოთხოვნებზე სხვადასხვა პროდუქტების, ტევადობის, კომპაქტურობის და მათთან დაკავშირებული პროცესების თვალსაზრისით. ჩვენი პალეტირების საშუალებები ამუშავებენ სხვადასხვაგვარ მუყაოს კოლოფებს და პლასტიკატის ყუთებს როგორც ცალკეულ ობიექტებს და დასტებს, ცალკეულ და დაჯგუფებულ შეფუთვებს, ასევე სხვადასხვა ზომის პადონებს. პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებელს ხდის პალეტირების სხვადასხვა ნიმუშების დამზამზადებას ასევე იმ ოპერატორებისთვის ვინც სპეციალურად არ არის ამისთვის მომზადებული.MULTIVAC-ის პალეტირების სისტემები შეიძლება დაინსტალირდნენ როგორც ავტომატიზირებული შესაფუთი ხაზის ნაწილი ან მოხდეს მათი ინტეგრირება არსებულ სისტემებში.

ვენი შეთავაზება მოიცავს:

• პალეტების დამუშავება
• მუყაოს ყუთების დამუშავება
• პალეტების დატვირთვა
• პალეტების მარკირება
• ელასტიური აფსკით შეფუთვა
• შემდგომი პროცესებისთვის გადაცემა

პროდუქტის დამუშავება

MULTIVAC-ი ავითარებს და აინსტალირებს საშუალებებს პროდუქტების დასამუშავებლად, რომლებიც ამაღლებენ ეფექტურობას და უზრუნველყოფენ პროდუქციის ოპტიმალურ ნაკადს. ჩვენი ასორტიმენტი ვარირებს მარტივი სატრანსპორტო ჯაჭვიდან სრულყოფილ ხაზებამდე. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენი ნოუ-ჰაუთი და ჩვენი მრავალფეროვანი მომსახურებით ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს სრულყოფილ მხარდაჭერას.

ჩვენი შეთავაზება მოიცავს:

• გადაცემა
• მიწოდება
• ბუფერები
• კლასიფიკაცია
• პროდუქტების ინსპექცია
• შესაფუთი მასალების ინსპექცია
• წუნდებული პროდუქტებისა და მასალების მოცილება
განყოფილების ფილტრი
MULTIVAC-ის განყოფილების ფილტრი
თქვენ ეძებთ კონკრეტულ შეფუთვას გარკვეული დარგისთვის?

შეინახეთ აქ თქვენი დარგის MULTIVAC-ფილტრი და თქვენი სტუმრობის დროს MULTIVAC--ის ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ მხოლოდ თქვენი დარგისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!

სცადეთ ეს!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ბოლო მონახულების დროს აარჩიეთ თქვენი MULTIVAK-ფილტრი. გააგრძელეთ ამ პოზიციიდან ან შეცვალეთ თქვენი არჩევანი.

წარმატებებს გისურვებთ!