ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

ფოლიეები MULTIVAC-სგან

ჩვენი ძირითადი კომპეტენციის სფერო: შეფუთვები ფოლიეების ბაზაზე

ჩვენს ძირითად კომპეტენციაში შედის შესაფუთი საშუალებები თერმოფორმირების გზით ფოლიეების ბაზაზე. MULTIVAC-თან შეხვდებით საფუძვლიან კომპეტენციას ფოლიეებში და გამოცდილებას შესაფუთი მასალებში. ჩვენ ვიცნობთ ბაზრის ადგილობრივ მოთხოვნებს და გიწევთ თქვენ ინდივიდუალურ კონსულტაციას, რათა გირჩიოთ თქვენი საჭიროებებისთვის ოპტიმალური მასალები.

ფოლიეები შეფუთვის ოპტიმალური შედეგებისთვის

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფოლიეები საფუძვლიანად შემოწმდა ჩვენს გამოყენებით ცენტრში და ისინი უზრუნველყოფენ შეფუთვის ოპტიმალურ შედეგებს. ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ რეკომენდაციას შესაფერისი ფოლიეების არჩევისას თქვენი პროდუქტების შესაფუთად.

ფოლიეები რომლებიც სპეციალურად MULTIVAC-ის შეფუთვის ტექნოლოგიებისთვის არის განკუთვნილი, შეგიძლიათ მიიღოთ ექსკლუზიურად ჩვენთან. ჩვენს დანადგარებთან ურთიერთქმედებით თქვენ აღწევთ შეფუთვის ოპტიმალურ შედეგებს ხარისხისა და ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისით. ეს მოიცავს მაგალითად MultiFresh™- ფოლიე პროგრამას, რომელიც აერთიანებს ქვედა და ზედა ფოლიეების სხვადასხვაგვარ ხარისხს ვაკუუმური გარეკანის შეფუთვების დასამზადებლად.

ხარისხისა და პროცესის მაქსიმალური საიმედოობა

ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაფუთი ფოლიეების წამყვან მწარმოებლებთან. ყველა ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფოლიე შეესაბამება კვების პროდუქტების ინდუსტრიის შესაბამის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს. ჩვენს ინდუსტრიულ პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ შესაფუთი ფოლიეების შემდგომ განვითარებაზე და ამით ხელს ვუწყობთ ამ მასალების ოპტიმალურ გადამუშავებადობას ჩვენს დანადგარებზე.

გლობალური წარმომადგენლობა და ადგილობრივი სერვისი

მსოფლიოს მასშტაბით 75-ზე მეტი ადგილობრივი გაყიდვებისა და მომსახურების კომპანიით ჩვენ ვზრუნავთ ადგილზე შეფუთვის მასალების ოპტიმალურ ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ ვარგებთ ჩვენს ფოლიე-პროგრამას შეფუთვების ინდუსტრიის ადგილობრივ მოთხოვნებს და გეხმარებით კვალიფიციური ადგილობრივი პარტნიორების მოძიებაში, მაგ. თქვენი შესაფუთი მასალების დასახვეწად.