ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

ხარისხის შემოწმების სისტემები

პროდუქტისა და შეფუთვის კონტროლი

ბრენდის დაცვა და მომხმარებელთა უსაფრთხოება უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. MULTIVAC–ის ინსპექტირების სისტემები უზრუნველყოფენ ხარისხის ეფექტურ კონტროლს და ადგენენ, რომ შეფუთვა და მარკირება არის უნაკლო მდგომარეობაში. დაწყებული უცხო სხეულების გამოვლენით, წონის კონტროლით და დასრულებული შეფუთვის საბოლოო შემოწმებით, ჩვენ გთავაზობთ ფართო პორტფელს სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვისთვის.

შემამოწმებელი სასწორები

MULTIVAC-ის მაღალი სიზუსტის შემამოწმებელი სასწორები უზრუნველყოფენ, რომ მხოლოდ საკმარისად შევსებული შეფუთვები მოხვდნენ ბაზარზე. სხვადასხვა პროდუქტებზე და შეფუთვის პროცესებზე ოპტიმალური მორგებით მათ წვლილი შეაქვთ შეფუთვის უცვლელად მაღალ წარმადობაში და ხარისხში. სიზუსტე, საიმედოობა და შეფუთვის ხაზებში მათი მარტივად ინტეგრირების უნარი MULTIVAC-ის შემამოწმებელ სასწორებს ხდის წარმოების ჯაჭვის ეფექტურ შემადგენელ ნაწილად.

მეტალოდეტექტორები

MULTIVAC-ის მეტალოდეტექტორები საიმედოდ აღმოაჩენენ პროდუქტებს მეტალის მინარევებით. ისინი ხელს უწყობენ ისეთი სტანდარტების დაცვას როგორებიცაა HACCP, IFS თუ BRC და წვლილი შეაქვთ    შეფუთვის უცვლელად მაღალ წარმადობაში და ხარისხში. მათი საიმედოობისა და გამოვლენის სამუშაოს მაღალი ხარისის წყალობით MULTIVAC-ის მეტალოდეტექტორები წარმოადგენენ წარმოების პროცესის არსებით მოდულს.

შემოწმების ოპტიკური სისტემები

MULTIVAC-ის შემოწმების ოპტიკური სისტემები გამოიყენება შეფუთვების ხარისხის შემოწმებისა და მათი მარკირებისთვის. მათი გამოყენების შესაძლებლობების დიაპაზონი იწყება მარტივი დავალებებით, როგორიცაა ბეჭდვითი მონაცემების თუ ეტიკეტირების არსებობის კონტროლი, დამთავრებული კომპლექსური მოთხოვნებით, როგორებიცაა ნიმუშისა და ტექსტის ამოცნობა. შეფუთვების ხარისხის კონტროლისთვის შეთავაზება მოიცავს სხვადასხვა საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც შეფუთვაში ხდება პროდუქტების არსებობის, პოზიციის, თუ სრულფასოვნების შემოწმება. MULTIVAC-ის ექსპერტები გეხმარებიან შემოწმების შესაფერისი სისტემის განსაზღვრაში და ამ საშუალების თქვენს შესაფუთ და მარკირების პროცესში ინტეგრაციაში.

რენტგენული შემოწმების სისტემები

MULTIVAC-ის რენტგენულ შემოწმების სისტემებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პროდუქტისა და პროცესის საიმედოობაში. ისინი მეტალის უცხო სხეულებთან ახდენენ ასევე არა-მეტალის უცხო სხეულების აღმოჩენას, როგორებიცაა ქვები, მინა თუ ძვლები, და ამოწმებენ შეფუთვის შიგთავსის სრულფასოვნებას. რენტგენული შემოწმების სისტემები სხვადასხვა პროდუქტებისა და შეფუთვის პროცესებზე ოპტიმალურად    მორგების საშუალებას იძლევიან და ამით წვლილი შეაქვთ შეფუთვის უცვლელად მაღალ წარმადობაში და ხარისხში ასევე ისეთი სტანდარტების დაცვაში როგორებიცაა HACCP, IFS თუ BRC.

განყოფილების ფილტრი
MULTIVAC-ის განყოფილების ფილტრი
თქვენ ეძებთ კონკრეტულ შეფუთვას გარკვეული დარგისთვის?

შეინახეთ აქ თქვენი დარგის MULTIVAC-ფილტრი და თქვენი სტუმრობის დროს MULTIVAC--ის ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ მხოლოდ თქვენი დარგისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!

სცადეთ ეს!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ბოლო მონახულების დროს აარჩიეთ თქვენი MULTIVAK-ფილტრი. გააგრძელეთ ამ პოზიციიდან ან შეცვალეთ თქვენი არჩევანი.

წარმატებებს გისურვებთ!