MULTIVAC-ის ორიგინალი საჩვენებელი დანადგარები და OEM მოძველებული დანადგარები
დიდი არჩევანი, მაქსიმალური საიმედოობა
გარკვეულ გარემოებებში შესაძლებელი გამოყენებული დანადგარის ყიდვა შესანიშნავ არჩევანს წარმოადგენდეს - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ფასების მხრივ სენსიტიური ბაზრები ხარჯების მაქსმალურ ეფექტურობას მოითხოვს ან დანადგარი ხანმოკლე პერიოდით არის საჭირო. ჩვენი წარმოჩინების, საგამოფენო დანადგარების და მოძველებული მოდელების ფართო სპექტრი ოპტიმალურად შეესაბამება თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს მიწოდების მოკლე დროს. მოძველებული ორიგინალი დანადგარები ფლობს ProSelection-სასაქონლო ბეჭედს.
MULTIVAC-ის ნახმარი ორიგინალი დანადგარის ყიდვისას თქვენ სარგებელს ღებულობთ ხარისხის მხრივ და ასევე იღებთ სერვისებით გათვალისწინებულ იმავე უპირატესობებს, რასაც MULTIVAC-ის ახალი დანადგარის შეძენისას მიიღებდით. ეს გულისხმობს დანადგარის სრულად ექსპლოატაციაში გაშვებას და სრულ ინსტრუქტაჟს, დანადგარის ისტორიის სრულ დოკუმენტაციას, მომარაგებას ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს, ასევე სწრაფ ტექნიკურ სერვისს და ფართო საგარანტიო მომსახურებებს.
ჩვენი ორიგინალი საჩვენებელი დანადგარებისა და OEM მოძველებული დანადგარებისათვის გთავაზობთ მოქნილ კონცეფციებს და ფინანსირების შესაძლებლობებს, რომლებიც საუკეთესოდ მიესადაგება თქვენს მოთხოვნებს, მაგალითად ლიზინგი ან ქირა.