ამოირჩიეთ რეგიონი
Europe
North & South America
Africa
The Middle East
Asia & Pacific

ტრენინგები

გამოიყენეთ ჩვენი ნოუ ჰაუ

MULTIVAC–ის შესაფუთი სისტემებით თქვენს განკარგულებაშია განსაკუთრებით მძლავრი დანადგარები. თქვენი თანამშრომლების ტრენინგის საშუალებით შესაძლებელია თქვენი შეფუთვის გადაწყვეტის პოტენციალი უკეთ იქნას გამოყენებული.      

MULTIVAC-ის სასწავლო შეთავაზება მოიცავს როგორც სტანდარტულ ასევე კლიენტზე მორგებულ ინდივიდუალურ კურსებს, რომლებიც ტარდება თქვენს ადგილსამყოფელზე ან MULTIVAC–ის ჩვენს სასწავლო ცენტრებში.        

ამ კურსებით ჩვენ გთავაზობთ ტრენინგებს:

  • თერმოფორმირების შესაფუთი დანადგარებისთვის
  • გერმეტიკის შესაფუთი დანადგარებისთვის
  • ვაკუუმის კამერებისთვის
  • გამოყენების/მანიპულირების/მართვის მოდულებისთვის


კურსის შემოთავაზება გამიზნულია უპირველეს ყოვლისა დანადგარების ოპერატორებისთვის, ხაზის მენეჯერების/მესაჭეებისა და ტექნიკური პერსონალისთვის. სასწავლო შინაარსის/კონტენტის შემუშავება და გადმოცემა ხდება მცირე ჯგუფებად თეორიისა და პრაქტიკის სახით. წარმატებული მონაწილეობა დადასტურებული იქნება სერტიფიკატით. კურსის დეტალური დოკუმენტური მასალის წყალობით დაგროვილი ცოდნა მოგვიანებით ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.
   
ჩვენი სწავლების კურსის პროგრამა წარმოდგენილია მთელი წლის განმავლობაში და შესაძლებელია ინდივიდუალურად დაიჯავშნოს.

ჩვენი გუნდი სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას და გირჩევთ თქვენი თანამშრომლებისთვის შესაფერისი კურსების მოდულების კომბინაციას. გარდა ამისა, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი მგზავრობისა და სასტუმროს დაგეგმვაში.  ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს ზარს.

MULTIVAC-ის ტრენინგისა და ინოვაციის ცენტრში ჩვენს სათაო ოფისში ვოლფერტშვენდენში, გერმანია,    მომხმარებელი იმყოფება ყურადღების ცენტრში. აქ ჩვენ მოგაწვდით კომპეტენტურ და მწარმოებლისგან დამოუკიდებელ კონსულტაციას    შესაფუთი მასალის და მისი გამოყენების ყველა საკითხში და შეფუთვის იდეებს ვხდით ხელშესახებს პროტოტიპებისა ან მცირე სერიების სახით.ჩვენ ვაწვდით ექსპერტულ ცოდნას ჩვენი კლიენტების დანადგარების ოპერატორებს, ხაზის მენეჯერებს/მესაჭეებს და ტექნიკურ პერსონალს და ვზრუნავთ ჩვენი საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებაზე.

Training and Innovation Center:
6.49 MB PDF

PDF ჩამოტვირთვა

ტრენინგის კურსები თქვენს საწარმოში

ადგილზე ტრენინგისას MULTVAC-ის ტრენერი სწავლებას ატარებს უშუალოდ თქვენს საწარმოში. ტრენინგის ყველა შინაარსი ისწავლება თეორიისა და პრაქტიკის სახით პირდაპირ თქვენს MULTIVAC-ის შეფუთვის დანადგარებზე. გარდა ამისა ჩვენ დეტალებამდე ვარგებთ ტრენინგს თქვენს დანადგარების პარკს და თქვენს მოთხოვნებს და ვითვალისწინებთ თქვენი თანამშრომლების ცოდნის დონესა და პასუხისმგებლობის სფეროს. ეს უზრუნველყოფს ცოდნის ოპტიმალურ გადაცემას მინიმალური დანახარჯებით.


უპირატესობები:  

  • არანაირი მგზავრობის დანახარჯი თანამშრომლებისთვის
  • ტრენინგი თქვენს დანადგარებზე
  • თანამშრომლების მონაწილეობა წარმოების სხვადასხვა ცვლიდან
  • თანამშრომლების მონაწილეობა წარმოების სხვადასხვა  განყოფილებებიდან                                                                       

                                                                                                                                                                                                 
ტრენინგის შინაარსი თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჩვენი სასწავლო კურსის პროგრამიდან ან განსაზღვროთ სრულიად თავისუფლად.  შესაძლებელია ასევე ორივე ვარიანტის კომბინაცია. ჩვენი გუნდი სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას და განსაზღვრავს თქვენს სწავლების საჭიროებებს. შემდგომ ჩვენ შევადგენთ ინდივიდუალურად თქვენს კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებულ შემოთავაზებას.

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს ზარს.

განყოფილების ფილტრი
MULTIVAC-ის განყოფილების ფილტრი
თქვენ ეძებთ კონკრეტულ შეფუთვას გარკვეული დარგისთვის?

შეინახეთ აქ თქვენი დარგის MULTIVAC-ფილტრი და თქვენი სტუმრობის დროს MULTIVAC--ის ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ მხოლოდ თქვენი დარგისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!

სცადეთ ეს!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ბოლო მონახულების დროს აარჩიეთ თქვენი MULTIVAK-ფილტრი. გააგრძელეთ ამ პოზიციიდან ან შეცვალეთ თქვენი არჩევანი.

წარმატებებს გისურვებთ!